გთავაზობთ ძალიან კარგ რეცეპტს თვალის დაავადებების სამკურნალოდ. იგი გვეხმარება თვალის ისეთი დაავადებების სრულად განკურნებაში, როგორიცაა გლაუკომა, კატარაქტა, ცრემლიანობა, ახლომხედველობა, შორმხედველობა და ა.შ.
რეცეპტი მარტივი და უნივერსალუტია, იგი საკუთარ თავსა და 62 წლის დედაზე გამოვცადე. 2 წლის წინ შევნიშნე, რომ მას მარჯვენა თვალი სრულად დაეფარა თეთრი მატერიით, ფენით, ხოლო მარცხენა თვალითაც თითქმის ვეღარ ხედავდა.
ექიმებმა თქვეს, რომ ეს კატარაქტაა. მე ხშირად ვკითხულობ გაზეთებს ჯანმრთელობის შესახებ, ვაგროვებ ხალხურ რეცეპტებს. დედაჩემს მაშინვე მოვუმზადე ნაყენი კოთხოჯისა და გულყვითელასგან (ისინი აფთიაქში იყიდება). 1 წლის განმავლობაში, მან 3 0.5-ლიტრიანი ბოთლით ნაყენი დალია.
შესანიშნავი შედეგი მივიღეთ: თეთრი მატერია მარჯვენა თვალიდან სრულად გაქრა, თუმცა, რამდენადაც თვალი უკვე მკვდარი იყო, რა თქმა უნდა, მხედველობა არ აღდგა. სამაგიეროდ, მარცხენა თვალში მხედველობა გაუუმჯობესდა. კიდურებიც თბილი აქვს, მანამდე კი ყინულივით ცივი იყო, ყურშიც გაცილებით უკეთ ესმის.
ეს ნაყენი სისხლძარღვებსაც წმენდს. რაც მთავარია, თვალი განიკურნა და ახლა სრულყოფილად ხედავს. ეს რეცეპტი არ მოითხოვს დიდ ხარჯებს და ხელმისაწვდომია, მთავარია, მკურნალობა არ დაგეზაროთ.
რეცეპტი
აიღეთ თითო მუჭა კოთხოჯი და კალენდულა და დაასხით 0.5 ლ არაყი, დააყენეთ 12 დღის განმავლობაში ბნელ ადგილას, შეანჯღრიეთ, შეგიძლიათ არ გადაწუროთ. მიირთვით თითო ჩ.კ. დღეში სამჯერ, ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
მკურნალობის სრულ კურსს 4 ბოთლი ნაყენი სჭირდება. შეგიძლიათ, მთელი მარაგი წინასწარ დააყენოთ: რაც უფრო დიდხანსაა დაყენებული ნაყენი, მით უფრო მეტი სასარგებლო თვისება აქვს. 1 ბოთლი 2 თვეს გეყოფათ.