მამაკაცების აზრით, იდეალური ქალი უნდა იყოს მზრუნველი, დამთმობი, სახლის მოყვარული. ამასთან, უნდა იყოს ვნებიანი, მხიარული და ქალური. არსებობენ მამაკაცები, რომლებმაც მიატოვეს ქალები იმიტომ, რომ თანაცხოვრების დროს თავს აღარ უვლიდნენ, გახდნენ ნერვიულები და დაკარგეს ნაპერწკალი ურთიერთობებში. ამიტომ წავიდნენ უკეთესის საძებნელად. დღეს არ დავიწყებთ მამაკაცების დადანაშაულებას. პაპარაცის რედაქცია დაგვეხმარება გავერკვეთ, თუ რა ღირსებებს უნდა ფლობდეს ქალი, რომ იყოს საყვარელი და სასურველი თავისი მეორე ნახევრისთვის.
სასურველი ქალი
მხიარული – ქალს უნდა ქონდეს იუმორის გრძნობა, კარგად ესმოდეს მამაკაცის ხუმრობების და ხალისობდეს მასთან ერთად. სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს გაახარებს საყვარელი ქალის ღიმილიანი შეხვედრა. შეიძლება ვერ მოამზადო სადილი, ან ვერ დაალაგო, მაგრამ კარგი განწყობა ვერაფერს გააფუჭებს. მიეცით თავს უფლება უხაროდეს თითოეული დღე, შეწყვიტეთ იმის კეთება, რაც დისკომფორტს გიქმნით, მეტი გაიღიმეთ და ნახავთ, რომ ქმარი უფრო გაფასებთ და პატივს გცემთ.
ქალურობა – დარჩით იმ ნაზ, მხიარულ გოგონად, რომელიც მან შეიყვარა. იყო მაცდური ქალი და თან მზრუნველი ცოლი, რთული საქმეა, მითუმეტეს, თუ სამსახურში პრობლემებია და სახლში ბავშვები ყირაზე გადადიან. ყოველდღიური რუტინა ანადგურებს ახალგაზრდობას და სილამაზეს, ართმევს სინაზეს და სიფაქიზეს. არ მისცეთ თავს წუწუნის უფლება. დაიმახსოვრეთ, ყველანაირ სირთულეს გადალახავთ საყვარელ მამაკაცთან ერთად. იყავით ნაზი და ქალური, მიეცით მას მამაკაცური საქმის კეთების საშუალება, თუნდაც თქვენ უკეთ გამოგდიოდეთ. ამ დროს თქვენ მის თვალში ნაზი და ფაქიზი ხდებით, ხოლო მამაკაცს თვითშეფასება უმაღლდება.
გატაცებები – ქალს, რომელსაც აქვს საყვარელი საქმე და მისწრაფებები, მამაკაცს პრედესტალზე არ დააყენებს. მას აქვს თავისი ცხოვრება და გატაცებები რთულია აღწერო მშვენიერება იმ ქალის, რომელიც ჩაფიქრებული კითხულობს წიგნს და მის სახეზე იკვეთება სხვადასხვა ემოცია: შეშფოთება, სევდა ან აღფრთოვანება. მშვენიერია ქალი, რომელიც დათხვრილია საღებავებით, რადგან ეხლახანს დახატა ავანგარდული ნახატი. მერე რა, რომ იატაკიც მოსვარა? ეს არის ფუფუნება, რომლის საშუალებას ხშირად არ გაძლევთ მოღუშული “დეიდა” და გამალებული ალაგებს ყველაფერს თაროებზე. ნუ იქნებით “დეიდა”, იყავით იდეებით შთაგონებული მხატვარი!
თავდაჯერებული – თავდაჯერებული ქალი დამოუკიდებელია, ის დარწმუნებულია თავის სილამაზესა და მიმზიდველობაში, ჭკვიანია და საინტერესო. მისი თავდაჯერებულობით მამაკაციც იმუხტება და სურვილი უჩნდება ასეთი ქალის მოპოვების. არავის ექნება სურვილი უხასიათო და დაკომპლექსებული ქალის გამოკეთების. მაგალითად, თუ ჯერ არ არის ნაოჭები და ქალი წუწუნებს, რომ აქვს, მამაკაციც ნელ-ნელა დაინახავს მათ.
მზრუნველი – ვის არ უნდა, დატვირთული სამუშაო დღის მერე მზრუნველი ცოლის მკლავებში აღმოჩენა, ან ხმაურიანი წვეულების მერე მეუღლის მომზადებული თბილი სადილი და მყუდრო საძინებელი? ზრუნვა წვრილმანებიდან იწყება და ის ძლიან მნიშვნელოვანია. ეს არ ნიშნავს, რომ მამაკაცი პირველ ადგილზე უნდა დააყენოთ.
ჯერ უპირობოდ უნდა შეიყვაროთ საკუთარი თავი, იზრუნოთ თქვენს მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და გაარკვიოთ, თუ რა გინდათ ცხოვრებისგან. ხოლო თუ საკუთარ თავთან მოახერხებთ ჰარმონიაში ყოფნას, თქვენს გვერდით იქნება ნამდვილი მამაკაცი, რომელიც მიგიღებთ და შეგიყვარებთ თქვენი ნაკლით და ღირსებით ერთდროულად.