როგორ უნდა დავანთოთ ცეცხლი ასანთის გარეშე

599

თანამედროვე ადამიანს ვერ წარმოუდგენია ცივილიზაციის გარეშე ყოფნა. ტელეფონი, ინტერნეტი, კომპიუტერი – ყველაფრის წაღება შეიძლება თან და მუდმივად ხაზზე ყოფნა. მაგრამ როგორ მოიქცეოდით არასტანდარტულ სიტუაციაში, ქალაქიდან შორს? მაგალითად როგორ დაანთებდით ცეცხლს? როგორ მოახდენდით ორიენტირებას სივრცეში? პაპარაცის რედაქცია დღეს ამ კითხვებზე გასცემს პასუხს.

როგორ დავანთოთ ცეცხლი

ცეცხლი ყოველთვის იყო საიმედო დამცველი ადამიანისთვის. კრიტიკულ სიტუაციებში, ქალაქიდან შორს, თავშესაფრის პოვნის შემდეგ უნდა იზრუნოთ ცეცხლის დანთებაზე. ის აუცილებლად გჭირდებათ გასათბობად და დასაცავად, აგრეთვე ცხელი საკვების მოსამზადებლად. ცეცხლის დანთება მნიშვნელოვნად ამაღლებს გადარჩენის შანსებს, ამიტომ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ როგორ უნდა დავანთოთ ის.

მრავალფეროვანი შესაძლებლობები – თვითგადარჩენის საფრთხის დრო იშვიათად შეიძლება თან აღმოგაჩნდეთ ასანთი, სანთებელა ან გამადიდებელი შუშა. ამ ნივთებით ცეცხლის დანთება ყველამ იცის, მაგრამ დავუშვათ, რომ არცერთი ნივთი არ გაქვთ თან. როგორ უნდა დაანთოთ ცეცხლი?დასაწყისისთვის უნდა იპოვოთ წვრილი, მშრალი ტოტები და გამხმარი ბალახი. მათი დახმარებით შეძლებთ ცეცხლი დანთებას. ამისთვის მხოლოდ ერთი ნაპერწკალი უნდა მოიპოვოთ.ყველაზე გავრცელებული ვარიანტია მშრალი ტოტების ერთმანეთზე ხახუნი. ერთი ჯოხის წვერი უნდა წაუთალოთ, მეორეს კი გაუკეთოთ ჩაღრმავება. ასე, ფაზლის პრინციპით ჩასვათ ერთმანეთში და დაიწყოთ ხახუნი კვამლის გაჩენამდე.

საინტერესო აზრი – ასანთი და სანთებელა რომც გქონდეთ, შეიძლება დაგისველდეთ ან დაკარგონ თავისი თვისებები.როგორ შეიძლება დაანთოთ ცეცხლი, მაგალითად სააფთიაქო საშუალებების დახმარებით? მინი აფთიაქი ყველა ავტომობილში დევს. იქვე იქნება ნივთები, რომელიც ადვილად აალებადია. მაგალითად ჩვეულებრივი ანტიფრიზი და კალიუმის პერმანგანატის ფხვნილი. აიღეთ პატარა ნაჭერი, დააყარეთ მარგანეცი, დაასხით ანტიფრიზი და მაშინვე აალდება ცეცხლი.

როგორ დავანთოთ ცეცხლი ლინზის დახმარებით  – გამადიდებელი შუშა ძლიან საინტერესო და საჭირო ნივთია, მითუმეტეს, რომ შეუძლია ცეცხლის მოცემა. ყველაზე კარგი ის არის, რომ მისი მომზადება თავადაც შეგიძლიათ პრიმიტიული მასალით. მაგალითად სათვალით, შუშის ბოთლის ძირით და სხვა მსგავსი ნივთებით.მოაქციეთ ლინზის ფოკუსში მშრალი ბალახები ან ხავსი, დაელოდეთ რამდენიმე წუთი და მალე ცეცხლიც გაჩნდება. გაითვალისწინეთ, რომ ეს მეთოდი მუშაობს მხოლოდ უღრუბლო და მზიან ამინდში. მზის სიმხურვალე საკმარისი უნდა ლინზის ფოკუსის გასახურებლად.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე – შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ყველზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი არ აგიყვანოთ შიშმა. როდესაც ადამიანი პანიკაშია, მას არ შეუძლია რაციონალურად აზროვნება, რაც ექსტრემალურ სიტუაციაში სასიცოცხლოდ აუცილებლია. თუ თავის ხელში აყვანას მოახერხებთ, ეს დიდი წინსვლა იქნება. ეს იქნება გზა გადარჩენისკენ, ან უბრალოდ ცეცხლის მოპოვებისკენ პიკნიკზე.

იყავით ყოველთვის ყურადღებით და განსაკუთრებულად ფრთხილად. თუ ცეცხლის დანთებას მედიკამენტებით გადაწყვეტთ, დაიცავით უსაფრთხოების წესები. გისურვებთ, თქვენი თავგადასავლების მშვიდობიანად დასრულებას, ხოლო მიღებული მრავალფეროვანი ემოციებით მომავლის გახალისებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს