ეს თვითნაკეთი კრემი აუცილებლად უნდა გამოცადოთ.
არ მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ თითოეული ქალი ნერვიულობს თვალის ირგვლივ გაჩენილ წვრილ ნაოჭებზე, რომელთა რაოდენობა ასაკთან ერთად მატულობს. ქალის რბილი და ნაზი კანი მისი სილამაზის სარკეს წარმოადგენს.
დროთა განმავლობაში კი კანი ელასტიკურობას კარგავს და ნაოჭები ჩნდება.
ქალების უმეტესობა სხვადასხვა ძვირადღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებენ, რომ კანის დაბერების შედეგებს შეებრძოლონ და კანი სათანადოდ გამოკვებონ და დაატენიანონ. „პაპარაცი“ გთავაზობთ ბუნებრივ და იაფ თვალის კრემს, რომელიც გასაოცარ შედეგს იძლევა!
ეს კრემი პირველად ინგლისში, ბრაიტონში მცხოვრებმა 54 წლის ქალმა გამოსცადა. 1 თვიანი გამოყენების შემდეგ მან თქვა, რომ თავს 5 წლით უფრო ახალგაზრდულად გრძნობს და მისი ნაოჭები თითქმის გაქრა.
ინგრედიენტები:
- 2 ბლისტერი E ვიტამინი
- 2 წვეთი ბეგქონდარას ეთერზეთი
- 1 ს/კ ქოქოსის ზეთი
მომზადება:
ინგრედიენტები თასში მოათავსეთ და კარგად აურიეთ. შემდეგ თვალის კრემი შესაბამის ჭურჭელში მოათავსეთ და მაცივარში შეინახეთ.
გამოყენება:
თვალის ირგვლივ კრემი დაძინებამდე 2 საათით ადრე ნაზი მასაჟური მოძრაობით შეიზილეთ. ჭარბი კრემის მოსაშორებლად სალფეთქი გამოიყენეთ.
ჯადოსნური ელექსირი ქუთუთოს თხელ კანს გაახალგაზრდავებს, თვალებს გაწმენდს და მაკიაჟის მოშორებაში დაგეხმარებათ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თქვენ 5 წლით უფრო ახალგაზრდული გამოჩნდებით, რადგან თვალის ირგვლივ ნაოჭებს საშლელივით „წაშლის“.