7 ფაქტი, რომ B12 ვიტამინის დეფიციტი გაქვთ. ამის უგულებელყოფა არ შეიძლება

1151

ორგანიზმი ვიტამინებს იმ საკვებიდან იღებს, რომელსაც მივირთმევთ. რაციონის ცვლილების მიხედვით ირჩევთ მკვებავ ნივთიერებებს, რომელთაც ორგანიზმი შთანთქავს.

B12 ვიტამინის დეფიციტის ნიშნები

1. მხნეობის შენარჩუნება გიჭირთ

მხნეობის შენარჩუნებას მთელი ძალით ცდილობთ? ეს ბევრი რამის ნიშანი შეიძლება იყოს, ამიტომ ავტომატურად B12 ვიტამინის დეფიციტზე საუბარი არასწორია.

ძილიანობის მიზეზის დასადგენად პირველ რიგში დაფიქრდით, ღამით საკმარისად გეძინათ თუ არა. 8 საათი ან მეტხანს გძინავთ და დაღლილობას მაინც გრძნობთ? დრო მოვიდა, რომ B12 ვიტამინის დეფიციტზე დაფიქრდეთ.

2. თავბრუსხვევა

B12 ვიტამინით გამოწვეულ ძილიანობას ხშირად თავბრუსხვევა ახლავს. შეგრძნება ჩვეულებრივ მაშინ ჩნდება, როცა ადამიანი სწრაფად დგება. გარდა ამისა, თავბრუსხვევა შეიძლება კიბეებზე ზემოთ ან ქვემოთ სიარულის დროს გქონდეთ.

3. კუნთების სისუსტეს გრძნობთ

თუ ორგანიზმს B12 ვიტამინი აკლია, დაღლილობასთან ერთად სისუსტეს იგრძნობთ. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ჯანსაღ და ძლიერ კუნთებს B12 ვიტამინის საკმარისი დონე სჭირდება. B12 ვიტამინის გარეშე სისხლის უჯრედები სხვა უჯრედებს ჟანგბადს არ მიაწვდის, ამით კი კუნთების სისუსტე გაიზრდება.

4. ჩხვლეტის შეგრძნება

დაღლილობასთან და კუნთების სისუსტესთან ერთად B12 ვიტამინის დეფიციტი ჩხვლეტის შეგრძნებას იწვევს. მას ხშირად დაბუჟება და ელექტრული ჩხვლეტა ახლავს, რაც ნერვის დაზიანებით არის გამოწვეული. ეს კი ჟანგბადის უფრო დაბალი დონითაა გამოწვეული.

5. მეხსიერების დაქვეითება

B12 ვიტამინი ტვინში ჟანგბადის მიწოდებაზეა პასუხისმგებელი. ჟანგბადის ნაკლებობა კი ბუნდოვან მეხსიერებას და ტვინის არასწორი ფუნქციის სხვა სიმპტომებს იწვევს.

ადამიანები, რომელთაც B12 ვიტამინის დეფიციტი აწუხებთ, ხშირად ვარაუდობენ, რომ მათ ალცჰაიმერის დაავადება აქვთ. სინამდვილეში, ისინი ამ ვიტამინს საკმარისი რაოდენობით არ იღებენ.

ექიმთან ვიზიტის შემდეგ სისხლის ანალიზის დახმარებით B12 ვიტამინის დეფიციტის დადგენას შეძლებთ. დეფიციტის შემთხვევაში ექიმი, როგორც წესი, B12 ვიტამინის მიღებას დაგინიშნავთ, რომ თქვენი მეხსიერება გააუმჯობესოთ.

6. თქვენ მკრთალი კანი გაქვთ

თქვენ სახის მკრთალი ფერი გაქვთ? ეს B12 ვიტამინის დეფიციტის ნიშანია, რაც სისხლის უჯრედების დარღვევით არის გამოწვეული. ეს უჯრედები ბილირუბინს ათავისუფლებენ.

7. თქვენი ენა გლუვი და წითელია

ენის მცირე ბორცვები ნორმალურია და ჯანმრთელობის მაჩვენებელს წარმოადგენს. მათ პაპილას უწოდებენ. B12 ვიტამინის გარეშე ეს მცირე ბორცვები ენაზე გამოვლენილი არაა.

B12 ვიტამინის უპირატესობა

1. თანდაყოლილ დეფექტს აფერხებს

ორსულობის დროს ქალებმა ჯანმრთელობა მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნონ. ეს საკმარისი რაოდენობით B12 ვიტამინის მიღებასაც მოიცავს.

ქალები, რომელთაც ორსულობის დროს B12 ვიტამინის დეფიციტი აქვთ, თანდაყოლილი დეფექტის, მათ შორის ნერვული მილის დეფექტის მაღალი რისკი აქვთ. გარდა ამისა, B12 ვიტამინის დეფიციტის დროს ნაყოფის მოშორების ან ნაადრევი მშობიარობის შემთხვევები ხშირია.

2. ძვლების ჯანმრთელობა უმჯობესდება და ოსტეოპოროზს თავიდან აიცილებთ

ოსტეოპოროზი ხშირად ასოცირდება სიბერესთან, მაგრამ B12 ვიტამინი ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

B12 ვიტამინის ჯანსაღი დონის შენარჩუნება თქვენი ძვლების ჯანმრთელობას გააუმჯობესებს. B12 ვიტამინის სწორი მიღებით ძვლების მინერალების სიმკვრივე რეგულირდება.

3. დეპრესიის ნიშნებს შეამსუბუქებთ

B12 ვიტამინი სერატონინის წარმოებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ ვიტამინის დეფიციტის დროს ადამიანებს დეპრესიის სიმპტომები აწუხებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს