ყოფილი ცოლი ბრუნდება, არადა გაყრის ინიციატორი თვითონ იყო

305

ისინი ორი წლის წინ დაშორდნენ. ეხლა კი სიახლეა: ყოფილი ცოლი უკან ბრუნდება. მოდით თავიდან დავიწყოთ: ბესო გაოცებული დაჰყურებდა მესიჯს და უკვე მერამდენედ კითხულობდა. ეჭვი აღარ არის – ნათიას შერიგება და დაბრუნება უნდა… ის ძალიან დაბნეული იყო და გადაწყვიტა შეხვედროდა ყოფილ ცოლს. პაპარაცის რედაქცია დღეს მათ ამბავს მოგიყვებათ.

ყოფილი ცოლი ბრუნდება

ისინი ორი წლის წინ დაშორდნენ. ცოლმა გადაწყვიტა თავის “პირველ დიდ სიყვარულს” დაბრუნებოდა. ერთ-ერთ მიზეზი იყო ბესოს ფიზიკური შესაძლებლობები იყო, რომელიც ცოლის ტემპერამენტს არ აკმაყოფილებდა. ეს არც იყო გასაკვირი, ქმარი იყო ღიპიანი, ზანტი და უპირატესობას ანიჭებდა კომპიუტერულ თამაშებს და არა მეუღლესთან ურთიერთობას.ამასთან ერთად, ბესო იყო ძალიან კეთილი და მშვიდი. ეუბნებოდა კიდეც ცოლს: დააკვირდი როგორი აგრესიული და ბოროტია გარშემო ხალხი. ჩემთან ცუდად არ უნდა იგრძნო თავიო. ნათია ნამდვილად არ გრძნობდა ცუდად თავს, მაგრამ რაღაც მარილი აკლდა მათ ურთიერთობას. შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ფულიც იყო, რადგან ცოტას გამოიმუშავებდა და არ ყოფნიდათ. მოკლედ, კონფლიქტები გახშირდა და შედეგიც მოიტანა – დაშორდნენ. გავიდა ორი წელი და ნათიამ უკან დაბრუნება მოინდომა… ყოფილმა ქმარმა დალაპარაკება და ახსნა მოსთხოვა ყველაფრის. ნათიამ თქვა, რომ მისი “პირველი სიყვარული” ყოჩაღი მხოლოდ სიტყვით აღმოჩნდა და იმედები გაუცრუვდა, თან გაიგო, როგორ შეიცვალა დაშორების მერე ბესო.

ყოფილი ცოლი ბრუნდება – ბესო კი ნამდვილად შეიცვალა. ოჯახის დანგრევამ უბიძგა გადაეფასებინა თავისი ცხოვრება და ეს კარგად ნაკვები აიტი სპეციალისტი გაეშურა სპორტული დარბაზისკენ, შეიცვალა სამსახური, სადაც უკეთესი ხელფასი ჰქონდა, შეწყვიტა სოციალურ ქსელებში უსარგებლოდ დროის კარგვა და დაიწყო მოგზაურობა. მისთვის ახალი შთაბეჭდილებები და ურთიერთობები მნიშვნელოვანი გახდა.ის ეხლა იყო ნავარჯიშები, კარგად ჩაცმული, მოწესრიგებული მამაკაცი. ამიტომაც მიიქცია ყოფილი ცოლის ყურადღება. ბესო ხვდებოდა, კიდევ რატომ მოუნდა ცოლს დაბრუნება, მაგრამ თვითონ ჭირდება ეს შერიგება? ისინი შეხვდნენ მყუდრო რესტორანში, ბესომ საყვარელი ყვავილები მიართვა. ნათია ამ ორ წელიწადში ძალიან შეცვლილიყო. მას დაკარგული ქონდა ძველი ფორმები, აშკარად იყენებდა აგრესიულ კოსმეტიკას და ცდილობდა ყოფილი ქმრისთვის თავი მოეწონებინა. ეს ადრე არასოდეს გაუკეთებია: ეხებოდა, ეუბნებოდა კომპლიმენტებს, შესციცინებდა თვალებში.

რითი დამთავრდა ეს ყველაფერი – ბესომ გადაიხადა თანხა და შემდეგ გაისეირნეს გარეთ. საუბარი დიდად არ აეწყო და ბესო მიხვდა, რომ მისი შეხედულებები ყოფილ ცოლზე სრულიად შეცვლილი იყო. აღარ შეეფერებოდა მის გემოვნებას და შეხედულებებს. ამიტომ გამოემშვიდობა და წავიდა სახლში. ნათიას აღარაფერი უთქვამს, ან რა უნდა ეთქვა? საკმაოდ დიდხანს ფიქრობდა ბესო, რომ ყოფილ ცოლს არასწორად მოექცა. მაგრამ როდესაც კარგად გააანალიზა მომხდარი, მიხვდა, რომ მათი დაშორება აუცილებელი იყო, რადგან მუდმივი კრიტიკა მათ განვითარებას აფერხებდა. დაშორების შემდეგ ქმარი განვითარდა და წინ წავიდა, ხოლო ცოლმა ჩვეული გზა განაგრძო და არაფერი შეუცვლია. მათი ურთიერთობა ვერანაირად ვეღარ აეწყობოდა.

რედაქციისგან – ალბათ, არასდროს არ არის გვიან გამოფხიზლება და სიახლეებისკენ სწრაფვა. პატარა ნაბიჯებს ყოველთვის მივყავართ დიდი კარებისკენ, ამიტომ მუდამ უნდა ვეცადოთ უკეთესები გავხდეთ.ყოფილი ცოლისგან დაბრუნების სურვილი ყველას დააფიქრებდა, მაგრამ რამდენად ღირს დაბრუნება იქ, სადაც უარგყვეს? თქვენ როგორ ფიქრობთ? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს