იოდის დეფიციტის და ჰიპერთირეოზის სამკურნალოდ მწვანე კაკალს რეკომენდაციას ექიმები უწევენ

1575

ჰიპოთირეოზი-დაავადება რომელიც გამოწვეულია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის ნაკლებობით. ეს დისფუნქცია მილიონობით ადამიანს აქვს დედამიწის გარშემო. ჰიპოთირეოზი ანელებს და არღვევს ნივთიერებათა ცვლას (მეტაბოლიზმს) ორგანიზმში.

ყოველივე ამის შედეგად თავი შეიძლება იჩინოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა შემდეგმა პრობლემებმა:

  • ქრონიკული დაღლილობა;
  • წონაში მატება;
  • მეტაბოლური დაავადებები;
  • საუბრისა და მოძრაობების შენელება;
  • ლიბიდოს დაქვეითება;
  • სიცივეზე მომატებული მგრძნობელობა;
  • ქოლესტერინის რაოდენობის გაზრდა;
  • ედემა.

სტატისტიკურად, ქალებში ჰიპოთირეოზი 10-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში, განსაკუთრებით კი 35 წელს გადაცილებულ პაციენტებში. მედიკამენტოზური მკურნალობა კომპლექსურია და ხშირ შემთხვევაში უამრავი გვერდითი ეფექტი ახლავს თან. სწორედ ამიტომ, paparazzi-ის რედაქცია გთავაზობთ ალტერნატიულ, ბუნებრივ მეთოდს ამ მოცემული უსიამოვნო პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად.

წამლის მოსამზადებლად დაგვჭირდება მწვანე კაკალი, რომელიც უნდა მოიკრიფოს 20 მაისიდან 15 ივნისამდე არსებულ შუალედში, რადგან ამ დროს მასში იოდის, C ვიტამინისა და თუთიის რაოდენობა ყველაზე ჭარბია. შეამოწმეთ კაკლის კანის სიმაგრე დანის საშუალებით. თუ ის იოლად გაიჭრება და წვენი წამოვა, ესეიგი ვარგისია ნაყენის მოსამზადებლად.

მწვანე კაკალი მდიდარია ვიტამინებით, მინერალებით, სასარგებლო ცხიმებით, ორგანული მჟავებითა და იოდით, ხოლო ამ პროდუქტის თაფლთან კომბინირებით ვიღებთ ,,ჯადოსნურ ელექსირს”, რომელიც წმენდს სისხლს, ამცირებს კუჭის წყლულისა და კიბოს განვითარების რისკს.

ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალო საშუალება

ინგრედიენტები:

  • 1 კგ. მწვანე კაკალი
  • 1 კგ. თაფლი

მომზადება:

1. კარგად გავრეცხოთ კაკალი და დავჭრათ პატარა ნაწილებად.

2. მოათავსეთ დაჭრილი კაკალი მინის ქილაში და დააფარეთ ზემოდან თაფლით. აუცილებელია, რომ კაკალი მთლიანად იყოს დაფარული თაფლით, რადგან თაფლის მოქმედებით, ეს უკანასკნელი უფრო აქტიურად იწყებს წვენის გამოყოფას.

3. ქილას მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ ერთი თვის განმავლობაში. პერიოდულად შეანჯღრიეთ.

ერთი თვის შემდეგ თქვენ მიიღებთ ნაყენს, რომელიც უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ 1 ჩ.კ. ოდენობით, ჭამამდე რამდენიმე წუთით ადრე. გარდა ორგანიზმში იოდის მარაგის შევსებისა, ეს საშუალება გაგიძლიერებთ იმუნიტეტს, გაგიუმჯობესებს მეხსიერებასა და მხედველობას, დატვირთავს თქვენს ორგანიზმს სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით, რაც სასარგებლოდ აისახება თქვენს ზოგად ჯანმრთელობაზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს