ვაჟი უკვე ზრდასრული და განათლებულა მე კი დღემდე ვიდანაშაულებ თავს, რომ მის აღზრდას საკმარისი დრო არ დავუთმე

79

მზრუნველ დედას ყველაფერი შეუძლია.რეალობაში ყველა ქალი ვერ ახერხებს მიუძღვნას საკუთარ თავი შვილებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში. საჭიროა კი? ქალი იტვირთავს ხოლმე სამსახურს,სახლის საქმეებს და ამავდროულად რჩება მოსიყვარულე მეუღლე და კარგი დედა.საზოგაოებამ მოგვაწება იარლიყები,რომელთა გამოც დედები არ თვლიან თავს ღირსეულ მშობლებად.

მზრუნველი დედა

ბავშვის ზრდასრულ პიროვნებად ჩამოყალიბება დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს.არ არსებობს მათი გენიოსებად და კეთილ ადამიანებად აღზრდის ერთიანი ფორმულა. ქმედებების მიხედვით შეიძლება გავიგოთ,როცა ბავშვი ბედნიერია და გრძნობს დედის სიყვარულს.

პატარა გიზიარებთ საკუთარ ემოციებს – თუ ბავშვი გენდობათ,ის გაგიზიარებთ თავის ოცნებებს,შიშებს. ემოციების არ დამალვა ნიშნავს იმას,რომ ის თქვენთან თავს უსაფრთხოდ გრძნობს,გააზრებული აქვს,რომ შეუძლია დედას ყველაფერი უამბოს.მან იცის,რომ მშობელი ყოველთვის შეისმენს და ჩაეხუტება.

ბავშვს სურს თქვენთან დროის გატარება – თუ შვილი ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოდის თქვენთან,გეკითხებათ,თუ როგორ ხართ,გამოხატავს თამაშის სურვილს,ესე იგი თქვენი ბავშვი ბედნიერია.პატარებისთვის აუცილებელია ზოგჯერ დედის გვერდით ყოფნა.

თავაზიანი ბავშვი – თუ პატარა მუდმივად გამოხატავს მადლიერებას და არ ცდილობს ისტერიკული ტირილის ხარჯზე გამოგძალოთ სათამაშო,ალაგებს თავის ოთახს,ესე იგი თქვენზე ზრუნავს. რასაკვირველია,ეს თქვენი დამსახურებაა.

მან იცის უსაფრთხოების წესების შესახებ – კარგი მშობლები პატარაობიდანვე ასწავლიან ბავშვებს,რომ იყვნენ ყურადღებით და დაიცვან უსაფრთხოების წესები. თუ შვილი გზაზე გადასვლისას ორივე მხარეს იხედება  და ეზოდან სახლში შეხსენების გარეშე ბრუნდება,ესე იგი ის უკვე დამოუკიდებელია,ამიტომ არაფერზე არ უნდა იღელვოთ. ასეთი ბავშვი თავს არავის დააჩაგვრინებს,ის ფიქრობს საკუთარი ქმედებების შედეგებზე,რადგან მზუნველმა დედამ ასე აღზარდა.

ბავშვი ცნობისმოყვარეა – თქვენი ბავშვი აქტიური და ცნობისმოყვარეა,თუ მას აქვს ჰობი ან სხვადასხვა წრეზე დადის. მისი ინტერესი განსაზღვრული სფეროების მიმართ იზრდება და თქვენ აძლევთ მას საკუთარი თავის გამოვლენის საშუალებას. ეს კარგი ბიძგია საყვარელი საქმის მიმართულებით ზრდასრულ ცხოვრებაში.

თქვენ აძლევთ მაგალითს პატარებს – თუ მშობლები საკუთარი ქმედებებით არ აძლევენ შვილებს მაგალითს,მაშინ ნებისმიერი სწავლება-მხოლოდ ცარიელი სიტყვებია. თუ ბავშვს განრისხებულ მდგომარეობაში მყოფი რაიმეს დაუშლით,ამას შედეგი არ ექნება. თუ ცდილობთ  ყოველთვის თავშეკავების შენარჩუნებას, უარს ამბობთ მავნე ჩვევებზე,დარწმუნებული იყავით,რომ თქვენი შვილი აუცილებლად დაგემსგავსებათ.

ბავშვები სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ყველაფერს მშობლებისგან სწავლობენ. ისინი იმეორებენ მიმიკებს და ჟესტებს,ჩვევებს,ლექსიკურ მარაგს.არავინაა იდეალური და ყველა უშვებს შეცდომებს. თქვენ ხართ მზრუნველი დედა,თუ პატიებას ითხოვთ დაშვებული შეცდომების გამო,ცდილობთ იყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია,რათა ბავშვს სითბო და სიყვარული არ მოაკლდეს. არასოდეს დაიდანაშაულოთ თავი იმაში,თუ გასნხვავებული სოციალური სტატუსი გაქვთ. ბავშვებისთვის ყველაზე მთავარი- დედის მხრიდან ყურადღება,გაგება და მხარდაჭერაა,დანარჩენს კი შედარებით გვიან გაიგებენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს