უნდა მოუაროს თუ არა ქალიშვილმა დედას, რომელმაც მას უბედური ბავშვობა აჩუქა.

0
868

ყველა პატარას აქვს ბავშვობის და მშობლის სიყვარულის უფლება,რასაც,სამწუხაროდ ზოგი ივიწყებს. ამბობენ,რომ მშობლებს არ ირჩევენ და ეს სიმართლეა.თუმცა ყველა ბავშვს არ უმართლებს,დაიბადოს ისეთ ოჯახში,სადაც ნადმვილად ეყვარებათ. ჩვენი ისტორიის გმირი,თათა,აღმოჩნდა რთულ სიტუაციაში. ის დიდი ხანია გაიზარდა და დატოვა მშობლიური მხარე,სადაც არავის სჭირდებოდა. მისი ცხოვრება დალაგდა,თუმცა დეიდის უეცარმა ზარმა და დედის ამბავმა ყველაფერი თავდაყირად დააყენა.

ბავშვობის უფლება

ჩემს ბავშვობას რთულად შეიძლება ეწოდოს ბედნიერი. როცა 5 წლის გავხდი,დედამ პირდაპირი მნიშვნელობით შემიძულა. ის თვლიად,რომ მამამ ოჯახი სწორედ ჩემს გამო მიატოვა. მე კი ვერც ვხვდებოდი, რა და რატომ მოხდა. ვიზრდებოდი ტოტალურ უსიყვარულობაში და ამას ვერაფერს ვუხერხებდი,ვამჩნევდი,რომ ოჯახები განსხვავებულად ცხოვრობდნენ. თავს გარიყულად  ვგრძნობდი,რადგან ჩემთან მეგობრობა არავის სურდა. დედასთან ურთიერთობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. ის ხშირად მიყვიროდა,მიწერდა მოთხოვნების ჩამონათვალს,რომლებიც უნდა შემესრულებინა. განათლებას მივიღებდი თუ არა,საერთოდ არ აინტერესებდა.

12 წლის ასაკში გამიჩნდა ცხოვრების მთავარი ოცნება,ჩამებარებინა უნივერსიტეტში და საბოლოოდ მოვშორებოდი დედაჩემის გარემოცვას.მონდომებით ვსწავლობდი დასახული მიზნის მისაღწევად,სკოლაში მაქებდნენ,თუმცა ამის აღქმა მიჭირდა,რადგან ადრე ეს არასოდეს განმიცდია. დედა სკოლის გამოშვების დღესაც არ იყო ჩემს გვერდით,ადრე რაღაცას მაინც იმიზეზებდა,ახლი კი აღარაფერი უთქვამს.როცა სასწავლებლად დედაქალაქში მივემგზავრებოდი,მითხრა,რომ იქ დიდხანს ვერ გავძლებდი და უკან მალევე დავბრუნდებოდი,ამან კი მხოლოდ მოტივაცია შემმატა. უნივერსიტეტში ჩემი მომავალი ქმარი გავიცანი. სწავლის დასრულების შემდეგ ხელი მოვაწერეთ და თანაცხოვრება დავიწყეთ. როგორც იქნა გავიგე,თუ რას ნიშნავს მშვიდი ცხოვრება. რაც ყველაზე მთავარია-მიხვდი ნამდვილი სიყვარულის არსს.

სხვა ცხოვრება – ასე გავიდა მთელი 15 წელიწადი. ამ დროის განმავლობაში ერთმანეთს ერთხელაც კი არ შევხმიანებივართ.ისე ვცხოვრობდი,თითქოს ის არც კი არსებობდა. თუმცა ერთ მომენტში კვლავ დამეწყო განგაშის შემოტევები,დამირეკა დეიდამ და მითხრა,რომ დედა მძიმედ იყო ავად და აღარ შეეძლო დამოუკიდებლად თავის მოვლა.თავდაპირველად არ მქონდა მისი დახმარების სურვილი,თუმცა შემდეგ ჩემში სინდისის გრძნობამ გაიღვიძა. აღარ შემეძლო მის გარდა სხვა რამეზე მეფიქრა. მეუღლემ მითხრა,რომ მხარს დაუჭერდა ჩემს ნებისმიერ გადაწყვეტილებას. შედეგად დედასთან გავემგზავრე. ამ წლების განმავლობაში ის დაბერდა,უბედურად გამოიყურებოდა.მასთან ორი კვირა გავატარე,რა დროშიც დამეგობრება მოვასწარით,ვცდილობდით არ გაგვეხსენებინა წარსული და უბრალოდ დავმტკბარიყავით მომენტით.დღეების განმავლობაში ვჭორაობდით,ვიცინოდით და ვტიროდით. დედასთან ახლოს არასოდეს ვყოფილვარ,მხოლოდ ახლახანს აღმოვაჩინე,რომ ეს კავშირი ყოველთვის მჭირდებოდა. კარგად მესმის,რომ მის პატიებას ვერასოდეს შევძლებ,როგორც არ უნდა მინდოდეს. შესაძლოა,ისიც ნანობს,თუ როგორ მომექცა.ახლა ამ ყველაფერს რაღა მნიშვნელობა აქვს?

რედაქციისგან: შეიძლება მთელი ცხოვრება ისე გაატაროთ,რომ მშობლებთან ურთიერთობა ვერ დაალაგოთ. თუმცა ყველაზე წარუმატებელი და მწარე გამოცდილება დაგეხმარებათ სწორი დასკვნების გამოტანაში და საკუთარ ოჯახში მსგავს სცენარს არასოდეს გაიმეორებთ.მთავარი გმირის ადგილზე თქვენ როგორ მოიქცეოდით? გაგვიზიარეთ  შეხედულებები კომენტარებში!