როგორ ავუხსნა ზრდასრულ შვილებს,რომ მინდა მარტო ცხოვრება,მათი და შვილიშვილების გარეშე?

291

“40 წლის ასაკში ცხოვრება მხოლოდ იწყება,10 წლის შემდეგ კი ბებია ხდები…”როგორც ჩანს,არ მაცდიან ხანდაზმულობაში მშვიდად სიცოცხლეს. რატომღაც საზოგადოებაში მიღებულია წესი,რომ ბებია შვილიშვილებთან უნდა  იჯდეს და ამით ტკბებოდეს.თუ მე მათ კატეგორიას არ განვეკუთვნები,მაშინ? იქნებ ოდესმე საკუთარი თავისთვის მინდა ვიცხოვრო?

დედა და ბებია – ვარ 57 წლის,3 ზრდასრული შვილის დედა და ამით ვამაყობ. უფრო ვაჟი დაოჯახებულია და პატარა ბავშვი ჰყავს.შუათანა,სავარაუდოდ,მალე მოიყვანს ცოლს,უმცროსი კი ჯერ უნივერსიტეტში სწავლობს-მის პირად ცხოვრებაზე ჯერ ბევრი არ რამ არ ვიცი.  ვერ ვიტყვი,რომ რაღაც არ მომწონს,თუმცა სულ უფრო და უფრო მაწუხებს,როცა უფროსი შვილი რეგულარულად მირეკავს და მთხოვს შვილიშვილის უქმეებზე ჩემთან დატოვებას.პატარა ძალიან მიყვარს და მისთვის ყველაფერს გავაკეთებ. მე ხომ ვიცი ვაჟის ნამდვილი განზრახვა,მას სურს მეგობრებთან დასვენება.

იყო ძიძა-ეს დასვენებაა? – მათ არაერთხელ უთქვამთ,რომ აკლიათ თავისუფლების და მხიარულების განცდა,არიან ახალგაზრდები და თითოეული მომენტი უნდა გამოიყენონ.ნუთუ მე არ მინდა მოვდუნდე და დავტკბე ცხოვრებით? მეც მსურს ზოგჯერ დაქალებთან ყავის დალევა,ცეკვის კურსზე წასვლა.დავკავდე თვითგანვითარებით და სიახლის შესწავლით. ამას წინათ უმცროსი ვაჟი მესტუმრა და სასიხარულო ამბავი მაცნობა,მითხრა,რომ უახლოეს მომავალში შვილი ეყოლებოდა და ახალი საქმეები გამომიჩნდებოდა. რასაკვირველია,ძალიან გამიხარდა ჩემი ბიჭის მამობა. თუმცა ვინ უთხრა,რომ საქმეები შემომელია? ერთხელ უკვე აღვზარდე შვილები და სიბერეში დასვენება მინდა! ვფიცავ,ქალიშვილიც მსგავსი თხოვნით თუ მომაკითხავს,სადმე გავიქცევი!

მშვიდი მარტოობის სურვილი – ახლა არც კი ვიცი,შვილებს როგორ ავუხსნა,რომ არ მინდა მათი ბავშვების ძიძის როლში ყოფნა.ერთი მხრივ,უხერხულია,ბებიები ხომ ხშირად მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში,მეორე მხრივ კი – მათ არ ვგავარ. რატომ შედის ჩემს მოვალებებში მათ ბავშვების მოვლა,როცა საკუთარი თავისთვის მინდა ვიცხოვრო? ალბათ,მსგავსი რეაქცია არ მექნებოდა,შვილებს თავიდან რომ ეკითხათ მაინც,მზად ვიყავი თუ არა მათი შვილების აღზრდისთვის და პირდაპირ ფაქტის წინაშე არ დავეყენებინე.

გვერდიდან შეიძლება მოგეჩვენოთ,რომ ნამდვილი ეგოისტი ვარ. ეს ასე არაა. ნუთუ მარტოდ დარჩენის სურვილი ან საკუთარი თავისთვის ყურადღების დათმობა-ეგოზიმია?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს