ვანგა ურჩევდა სახლში ამ 22 ნივთის შენახვას, რაც ენერგიით ავსებს ოჯახს

43671

ჩემი სახლი – ჩემი ციხე-სიმაგრეა. მეზობლები ხშირად შემოდიან ჩემთან და წასვლა არ უნდათ ხოლმე. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ცნობილ ბულგარელ ნათელმხილველს – ვანგას ურჩევია 22 ნივთი, რომელსაც ოჯახში შეაქვს კეთილდღეობა. დღეს <<paparazzi.ge>> რედაქცია მოგიყვებათ, თუ რომელ ნივთებს მოაქვთ ოჯახში ბედნიერება და წარმატებული ფინანსური მდგომარეობა.

რა მოიტანს კეთილდღეობას ოჯახში

ალბათ იკითხავთ, რატომ მაინც და მაინც 22 ნივთი? ვანგა თვლიდა, რომ რიცხვი 22 მოიცავს კოსმიური ენერგიის კოდს, ის აძლევს ძალას ნათელ ენერგიებს გაიმარჯვოს ბნელზე. თუ თქვენ თავს მოუყრით სახლში ზუსტად ამ 22 ნივთს, ენერგია გააქტიურდება და დაიწყებს მუშაობას.

ვაშლები – ვანგას რჩევა ასეთია: “თუ გსურთ, რომ სახლში მუდამ იყოს საკმარისი ბედნიერება და კეთილდღეობა, მიაქციეთ ყურადღება, რომ სამზარეულოში მუდამ იყოს ვაშლი. ამ ვაშლს ნურავინ შეეხება, იდოს თავისთვის და იმუშაოს თქვენი კეთილდღეობისთვის.”

თაფლი – “თაფლი სახლში – ეს დიდი ნამატია!” – ამბობდა ვანგა. არსებობს რწმენა, რომ თაფლი განსაკუთრებულად უყვართ სახლის უჩინარ ბინადრებს, სულებს. ხოლო თუ ისინი კმაყოფილნი იქნებიან, გარშემო სიმყუდროვე დაისადგურებს.

შალის ძაფების გორგალი – ვანგა ამბობდა: “გინდათ იპოვოთ გზა ბედნიერებისკენ? მუდამ გრძნობდეთ თავს სხვებისთვის საჭიროდ მთელი ცხოვრება? გინდათ თქვენთან იყვნენ თქვენი საყვარელი ადამიანები? მაშინ შეინახეთ ყველამ შალის ძაფის გორგალი.”

სანთლები  – ენერგიებზე საუბრისას, ვანგა ამბობდა: “სანთლები – აი რა დაეხმარება ადამიანებს შეინარჩუნონ და მუდამ ჰქონდეთ ენერგია სახლში. ნამდვილი სანთლები, რომლებიც ჩამოსხმულია თაფლის სანთლისგან, გასაოცარ ძალას ფლობენ.

სარკე – აუცილებლად იქონიეთ სახლში მრგვალი სარკე და ის ბედნიერებას შემოიტანს თქვენს სახლში.

ბოტები – იმისათვის, რომ ბედი მოწყალე იყოს თქვენთვის, შეიძინეთ წყვილი ბოტი. “ბედი – კეთილი ქალბატონია, მას არ ენანება საჩუქრები. უბრალოდ უნდა დავეხმაროთ სიკეთის გამოვლინებაში. მოიმარაგეთ ბოტები და საჩუქრებს შიგნით ჩაგილაგებთ.

ნალი – ყველამ იცის, რომ ნალი სახლის შემოსასვლელში ბედნიერების მომტანია. მაგრამ უნდა დაკიდოთ როგორც ასო «U». იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, სახლი იყოს როგორც “სავსე ჯამი”

ქინძისთავები – “ქინძისთავები დაგიცავთ თქვენ და თქვენს ახლობლებს ავი თვალისგან – გვირჩევს ნათელმხილველი.

ქარვა – ქარვა გაქვავებულ მზეს მოგაგონებთ. ის დაგეხმარებათ სწორად და ჯანსაღად აზროვნებაში, ქარვასთან ერთად უფრო ნათელი და საღი აზრები გექნებათ.

ნიორი – ჩამოკიდეთ ეს საოცარი მცენარე კუთხეში და ის გახდება ერთგული დამცველი სხვდასხვა ნეგატიური ძალის და ცუდი ენერგეტიკისგან. ბოროტი ადამიანები თქვენს სახლს გვერდს აუვლიან.

ტირიფი – “ტირიფის ტოტები წყალობას მოგიტანთ, მოიზიდავ სიმდიდრეს და წარმატებას ყველა საქმეში” – გვასსწავლიდა ვანგა.

ფინიკის პალმა – მისი გაზრდა პატარა მარცვლიდანაც შეგიძლიათ. ვანგა ამბობდა, რომ ფინიკის პალმა წმინდა მცენარეა, რომელსაც შეუძლია გაწმინდოს სახლი და გაავრცელოს მადლი და სისუფთვე.

საპონი – ვანგა ასე ფიქრობდა: “თანამედროვე სამყაროში ადამიანებმა დაიწყეს ცხოვრება ჩქარ ტემპში, იმის შიშით, რომ ვერაფერს მოასწრებენ. მათ ენანებათ 5 წუთი იმისთვის, რომ ხანდახან დაფიქრდნენ საგნების არსზე, რომელსაც ყოველდღიურობაში იყენებენ. საპნის გამოყენება ხდება ფიზიკური გასუფთავებისთვის, სინამდვილეში კი მას მეტი შეუძლია. უნდა იქონიოთ ერთი ხელუხლებელი საპონი სახლში და ის ყველანაირ ნეგატივს ჩამორეცხავს. ოღონდ საპონი უნდა იყოს ნატურალური, ქიმიური და სურნელოვანი დანამატების გარეშე.

ასევე უნდა იქონიოთ – კვერთხი, ვერცხლის ან ფოლადის ზარები, ქარის “ბორბალი”, თევზის გამხმარი ქერცლი, ყაისნაღი, სალესი, ქვიშის საათი, ბედნიერების ჩიტის გამოსახულება, ან სურათი, ხატი და შავი ქვა.

რჩევა რედაქციისგან – რას მოაქვს ბედნიერება სახლში? “პოზიტიურ აზროვნებას, რწმენას და კეთილ საქმეს! – ასე ვფიქრობ მე, მაგრამ ვანგას რჩევებსაც შეიძლება მოუსმინოთ. ასევე დიდი ბებია ამბობდა, რომ ვაშლი და თაფლი – ცოცხალი ორგანიზმებია, რომელთაც სახლში სითბო და სიმშვიდე შემოაქვთ, ხოლო ბავშვებს გონებას უხსნისო.ხოლო ჭურჭელი, რაზეც აწყვია ხილი და თაფლი, უნდა იყოს ლამაზი: ფაიფურის, ბროლის, კერამიკის ან ხის. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს რკინის.

ნალს კიდებდნენ შესასვლელი კარების თავზე, საპონს დებდნენ კარადაში, სადაც თეთრეული და ბეწვის ტანსაცმელი იყო – ჩრჩილისგან დასაცავად და კრაგი სურნელისთვის. ქვები – ძლიერი წყაროა ენერგიის და ძალების. ბებია ამბობდა: თუ წყალში იპოვი პატარა, ლამაზ ქვას, ყოველთვის წამოიღე სახლშიო.

როდესაც ცუდი განწყობა ან უსიამოვნებები გექნება, აიღე ის ქვა ხელში, წარმოიდგინე წყალი, საიდანაც ქვა წამოიღე და სთხოვე შენი შფოთვის წაღება, ხოლო ქვას სთხოვე ენერგიით დაგეხმაროს.თქვენ გჯერათ ხალხური რჩევების? რას ითვალისწინებთ ხოლმე ბებიებისგან გადმოცემულს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს