როგორ მოიშორა ჩემმა ქმარმა ფსორიაზი: მარტივი და უვნებელი რეცეპტი

4989

ერთხელ გაზეთში ფსორიაზის სამკურნალო რეცეპტი ამოვიკითხე – ძალიან რთული იყო. მესმის, რომ დაავადება საკმაოდ ვერაგია და, რაც ერთს უხდება, შეიძლება მეორეს არ მოუხდეს, თუმცა მაინც მინდა, მკითხველებს უფრო მარტივი რეცეპტი გავუზიარო.

ჩემს ქმარს ფსორიაზი 1997 წელს გაუჩნდა. სულ წითელი ლაქებით დაიფარა. თანაც, ეს ლაქები ისე ექავებოდა, ვერ ვხვდებოდით, რა გვექნა. 2.5 თვით საავადმყოფოშიც კი იწვა და ყველაფერი უშედეგო აღმოჩნდა.

საავადმყოფოდან ახლადგამოწერილს, ორ კვირაში ლაქები ისევ გაუჩნდა და ექავებოდა. რამდენი მალამო არ გამოვცადეთ, რამდენი ფული დავხარჯეთ, ახლა გახსენებაზეც ნერვები მეშლება. უკვე ვემზადებოდი იმისთვის, რომ ეს დაავადება სამუდამო იყო.

როგორ განიკურნა: რეცეპტი

საბედნიეროდ, არსებობენ კეთილი ადამიანები. სამსახურში წასაკითხავად მათხოვეს ვალენტინა რავინკას წიგნი, თიხით მკურნალობის შესახებ. იქ სწორედ ფსორიაზის შესახებ ეწერა.

ჩვენც გადავწყვიტეთ თიხით მკურნალობა. თიხასთან ერთად, წიგნის ავტორის რეკომენდაციით, ზღვის მარილის კომპრესებსაც ვუკეთებდი ქმარს(მყარი მარილხსნარით უნდა გაჟღინთოთ ქსოვილი და დაიდოთ დაზიანებულ კანზე 15-30 წუთით).

თიხას თავიდან ფეხებამდე ვაწებებდი, შემდეგ იგი თბილში ეხვეოდა 1-2 საათით. ბოლოს თიხას ჩამოიბანდა, სვამდა თიხის დაყენებულ წყალსა და ციმბირულ ჩაის.

თიხა ასე მზადდება: თიხის ნაჭრები შრება, შემდეგ ტყდება და იქცევა ფხვნილად, რომელსაც უნდა დაასხათ წყალი და გააჩეროთ რამდენიმე საათით.

ასე ჩნდება ერთგვაროვანი მასა, რომელიც პლასტელინს მოგაგონებთ. თიხას ქსოვილზე 3 სმ სისქით უსვამენ და სიგრძეში დაზიანებული კანის მონაკვეთის სიგრძეს უნდა ემთხვეოდეს, შემდეგ უნდა დაიდოთ კანზე და ზემოდან დაითბოთ. კომპრესი 3 საათით უნდა გაიჩეროთ.

პროცედურის დასრულების შემდეგ, მოიხსენით კომპრესი, კანი გაიწმინდეთ ხელსახოცით ან ჩამოიბანეთ.

დაავადება თანდათან უკან იხევდა. სხეულმა წმენდა იწყო. დაახლოებით 3 თვის შემდეგ, იგი მთლიანად გასუფთავდა. ექიმები კი გვეუბნებოდნენ, რომ დაავადება უკურნებელია. ამიტომ, მადლობა ვალენტინა ტრავინკას.

ფსორიაზის მკურნალობის ხალხური მეთოდები

ამ დაავადების დროს აუცილებელია, მინიმუმამდე დაიყვანოთ მარილის, ცხოველური ცხიმების, ხორცისა და თევზის ბულიონის მოხმარება.

დაავადებულის რაციონში უნდა არსებობდეს კალმარი, კრევეტი, ზღვის კომბოსტო, ხილი, ბოსტნეული და მათი სალათები, მათი წვენები, რძემჟავას პროდუქტი, სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი კომბოსტო და გოგრა. გუშინდელი პური, გახუხული პური და გალეტები.

აუცილებელია ასკილის, შავი მოცხრის ან ქაცვის ჩაის დალევა.

რეცეპტი 1 

ფსორიაზს ძველად ასე მკურნალობდნენ:

თუჯის ჭურჭელში ურევდნენ 0.5 ლ ალოეს წვენსა და არაყს, 1 ლ თაფლსა და 200 გ ღორის შინაგან ქონს, მჭიდროდ ახურავდნენ, აწებებდნენ ცომით და დგამდნენ თუჯს ღუმელში 4 საათით. მზა მასას ფსორიაზით დაავადები დღეში სამჯერ, თითო ს.კ.-ს იღებდა.

გარდა ამისა, თბილ შემადგენლობაში ავლებდნენ მარლას და 1-2 საათით კომპრესის სახით იდებდნენ დაზიანებულ კანზე.

ასე კურნავდნენ ტროფიკულ წყლულებს, ანგინებს, პნევმონიას, ბრონქიტსა და ხველასაც.

რეცეპტი 2

მიიღეთ აფთიაქის არალიის ნაყენი დღეში ორჯერ, 25 წვეთი, ჭამამდე 20 წუთით ადრე. ასე მოიქეცით 25 დღის განმავლობაში, შემდეგ შეისვენეთ 10 დღით და გაიმეორეთ კურსი.

შემდეგი შესვენების შემდეგ, იმავე დოზებით მიიღეთ ელეუტეროკოკის ნაყენი.

რეცეპტი 3

გარდა ამისა, დააქუცმაცეთ და შეურიეთ 10 გ კოთხოჯის ფესვი, არყის კვირტები, ძახველის ფოთლები და ცხენისკუდას ბალახი, 15 გ თავშავას ბალახი და ღვიის კენკრა, 20 გ სალბის ბალახი, შემდეგ 1 ს.კ. მასას დაასხით მდუღარე წყალი, 30 წუთში გადაწურეთ და მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში ორჯერ, ჭამამდე, 5-6 კვირის განმავლობაში.

ყოველდღიურად მოამზადეთ ახალი ნაყენი. ბალახეული გამომშრალი სახით უნდა იყოს.

ხალხური მედიცინის რეცეპტები გარეგანი გამოყენებისთვის

ფსორიაზის სამკურნალოდ იყენებენ შემდეგ მალამოებს:

  • სოლიდოლის მალამო;
  • სოლიდოლის მალამო ქრისტესისხლას ბალახის ფხვნილთან შერეული. 5:1 პროპორცია;
  • სოლიდოლი 1:5 პროპორციით პოდოფილის ან ტუას 10%-იანი ნაყენი;
  • ასკილის ტოტების ფერფლის მალამო: ღორის ქონი შეურიეთ ფერფლს 1:1 პროპორციით.

ქრისტესისხლას ბალახისგან ამზადებენ თაფლის კვერებს (2:1) და იდებენ დაზიანებულ ადგილებზე.

იკეთებენ ქრისტესისხლას, ოროვანდის ბალახების, ღვიის კენკრის ნახარშების ან ნაყენების აბაზანებს. 200 გ მცენარეულ ნედლეულზე მოდის 500 მლ მდუღარე წყალი, უნდა ადუღოთ 15 წუთით, ჩაასხათ აბაზანაში, 37–90 °C ტემპერატურის წყალში.

ხალხური მედიცინა გვირჩევს ფსორიატიკული კოლტების იაპონური საფორას სპირტის ნაყენით, ქაცვის ქერქის 10%-იანი ნაყენით ან ქერის თესლის 30%-იანი ნაყენით დამუშავებას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს