გამოცდილი ხრიკი, როგორ გავტეხოთ ნიგოზი ისე, რომ კაკალი მთელი დარჩეს

15682

სტუდენტობის პერიოდში დედასთან და მის დაქალებთან ერთად ზედიზედ რამდენიმე წელი ყირიმში ვისვენებდი. ნაცნობობით მისხორში პატარა სახლი ვიპოვეთ, რომელსაც ერთი კოლორიტული ქალი აქირავებდა. გამგზავრების დღეს ყოველთვის რაიმე გემრიელობას გვთავაზობდა: ლეღვის მურაბა, საკუთარი ხიდან შეგროვებული ხმელი დაფნის ფოთლების ტომარა. მაშინ პირველად ვნახე, თუ როგორ შეიძლება ნიგვზის გასუფთავება შამპუნის ბოთლით.როგორც წესი, უკვე გასუფთავებულ ნიგოზს ვყიდულობ, მაგრამ ზოგჯერ ბაზარში ნიგოზი ისეთ ლამაზ ნაჭუჭში გვხდება, რომ გვერდის ავლა ცოდვაა. ამ დროს ეშმაკურ ხრიკს ვიყენებ. მთავარი უპირატესობა: კაკალი მთელი რჩება.

როგორ გავტეხოთ ნიგოზი

ყველაფერი შედარებითია, ამიტომ Paparazzi ნიგვზის გასუფთავების რამდენიმე მეთოდს გთავაზობთ.

კაკლის სატეხი: აშკარა მეთოდით დავიწყოთ: ნიგოზი შეგიძლიათ კაკლის სატეხით გატეხოთ. პირადად, ეს მეთოდი არ მიყვარს, რადგან ჰერკულესის ძალას მოითხოვს. სამწუხაროდ, შედეგიც სასიამოვნო არაა: კაკლის ბირთვი დანაწევრებულია.

ჭკვიანური დაფის გამოყენებით: გულწრფელად რომ ვთქვა, ეს მეთოდი უფრო მომწონს. ალბათ, იმიტომ, რომ ასეთი მოწყობილობა სახლში უკვე მაქვს. ხვრელში ნიგოზი ბასრი მხარით ზემოთ ჩადეთ. პატარა ჩაქუჩი ფრთხილად დაარტყით, ძალა არ დაატანოთ, რომ ბირთვი არ გატყდეს. დიდი უპირატესობა: რამდენიმე წუთში 8 კაკალს მარტივად გაასუფთავებთ.

დაფით და ჩაქუჩით: კიდევ ერთი, უფრო ტრადიციული მეთოდი, რომლისთვისაც დაფა და ჩაქუჩი დაგჭირდებათ. კაკალი დაფაზე დადეთ და ჩაქუჩი დაარტყით. შედეგი სასიხარულო ნამდვილად არაა: ბირთვი იფშვნება, ხოლო ნაჭუჭი ყველა მხარეს იფანტება.

ხელებით: ასეთ მეთოდს ჩემი მეუღლე იყენებს, როცა რომელიმე რეცეპტისთვის რამდენიმე ცალი ნიგვზის გასუფთავება მჭირდება. ამისთვის 2 ნიგოზი ხელში დაიჭირეთ და მოუჭირეთ. შედეგად, 1 ნიგოზი გატყდება, მეორეს – თითქოსდა არაფერი მომხდარა.

ხრიკი შამპანურის ბოთლით: მეთოდი ყოველთვის მუშაობს. ეს ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია, რომლის შესახებ ვიცი.აღსანიშნავია, რომ სწორედ შამპანურის ბოთლი უნდა გამოიყენოთ, რადგან ის უფრო გამძლეა, ვიდრე სხვა. გარდა ამისა, ბოთლის პირი უფრო მკვრივია.კაკალი ბასრი მხარით ქვემოთ ბოთლში ჩადეთ. ძალდატანების გარეშე ჩაქუჩი დაარტყით.ნიგოზი ქვემოთ წინააღმდეგობას არ ხვდება და არ იშლება. ნაჭუჭი იბზარება, მაგრამ კაკალი მთელი რჩება.ხალხის საზრიანობას საზღვარი არ აქვს. კარგია, როცა არანაირი სპეციალური მოწყობილობა არ გვჭირდება, არამედ მხოლოდ ბოთლი და ჩაქუჩი. იცოდით, რომ შამპანურის ბოთლით ნიგვზის გასუფთავება შეიძლება? ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელია უფრო მოსახერხებელია თქვენთვის?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს