დედამთილმა ახალდაქორწინებულებს ბინის გასაღები მისცა, მათ კი სხვა ბინა იქირავეს

1773

მშობლები შეძლებისდაგვარად ცდილობენ შვილებს საქორწინოდ საუკეთესო საჩუქარი გაუკეთონ. ხანდახან შეიძლება უფროსი თაობის საუკეთესო განზრახვა გაუგებრობის და კონფლიქტის მიზეზი გახდეს. მითუმეტეს თუ საჩუქარს განსაზღვრული პირობები ახლავს. დღეს პაპარაცის რედაქცია მოგიყვებათ ერთი ქალის ისტორიას. მისი ქალიშვილი ცოტა ხნის წინ გათხოვდა და ქმრის დედამ ძვირფასი საჩუქარი მისცა. მაგრამ ახალგაზრდებს მალე მოუწიათ მასზე უარის თქმა. რა მოხდა სინამდვილეში?

საჩუქარი ახალგაზრდებს ქორწილში – “ქორწილში ჩემმა მძახალმა ხმამაღლა გამოაცხადა, რომ ახალგაზრდებს ბინას ჩუქნიდა. რა თქმა უნდა, ყველას გაგვიხარდა, მაგრამ საჩუქარს თავისი პირობა მოყვა: სახლს უთმობდა, მაგრამ გადაფორმებას არ აპირებდა. მიანიშნა, რომ ჯერ იცხოვრონ, შევხედოთ, იქნებ გაშორდნენ… ყველაფერი ხდება…ახალგაზრდები გადასასვლელად მოემზადნენ, ჩაალაგეს ნივთები და ადგილზე მისულებს დედამთილი დახვდათ, რომელსაც “დახმარება” უნდოდა საქმეებში.პირველ რიგში მოსთხოვა რძალს ჯერ სახლი დაესუფთავებინა, დაეწმინდა და მერე შეეტანა ნივთები. სარეცხი და სახეხი ქიმიაც წამოეღო რომ ერთად დაელაგებინათ სახლი.შემდეგ გადაათვალიერა მოტანილი ნივთები. საწოლი დაიწუნა, ახალი დივანის შეტანა არ ჩათვალა საჭიროდ, ძველი იყოსო და კიდევ ბევრი რამ.ახალგაზრდებმა გადახედეს ერთმანეთს დაუბრუნეს გასაღები დედამთილს, შეაგროვეს თავისი ნივთები  და დაბრუნდნენ ნაქირავებ სახლში. კიდევ კარგი მეპატრონეს ჯერ გაქირავებული არ ჰქონდა.ქალიშვილმა ამიხსნა, რომ ამას საჩუქარი არ ქვია. ჯერ არ გადავსულვართ და რა და როგორ გავაკეთოთ, გვიწყვეტს და თან უხეში ხერხით. ისევ ნაქირავებში ყოფნა ჯობია მშვიდად და ბედნიერად. ვიმუშავებთ და ბინის ფულს ჩვენ თვითონ მოვაგროვებთო.

დედამთილის პოზიცია – “ის ძალიან გაბრაზდა შვილზე და რძალზე. მან ბინიდან მდგმურები გაუშვა, ქორწილში ყველას თვალწინ გასაღები გადასცა და მადლობის მაგივრად ცხვირს უბზუებენ! რას იტყვის ხალხი? სახლი ვაჩუქე და ნაქირავებში გარბიან მაინც…”ასევე მოითხოვდა, რომ რადგანაც ბინა შვილებს “აჩუქა”, აწი მათ უნდა გადაიხადონ კრედიტის და კომუნალურების ხარჯებიო. მე ვუპასუხე, რომ ბინა მასზეა გაფორმებული და ახალგაზრდები იქ არ ცხოვრობენ. ამიტომ ხარჯები მის სახელზე იქნებოდა.დედამთილმა ამ სიტყვების მერე პრეტენზია წამომიყენა, რომ ეს სცენები ბინის გადაფორმებისთვის იდგმებოდა და არავის არფერს არ გადაუფორმებს. ბოლოს გაბრაზებული წავიდა…ეხლა კი მივხვდი, რომ შვილები სწორად მოიქცნენ. ასეთი ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრებას ვერ შეძლებდნენ. ვერც ავეჯს დადგამდნენ, ვერც მოაწყობდნენ და ბოლოსდაბოლოს ვერც გააქირავებდნენ.”როგორც ჩანს, დედამთილმა ბინის ჩუქების სცენა კონტროლის შესაძლებლობის გამო მოაწყო, მაგრამ ახალგაზრდები უფრო წინდახედულები და ჭკვიანები აღმოჩნდნენ და სწორი არჩევანი გააკეთეს. იმედია დედამთილიც მიხვდება თავის შეცდომებს და დალაგდება ყველაფერი. თქვენ რაში ხედავთ გამოსავალს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს