ჭინჭრის კომპრესი რევმატიზმის და რადიკულიტის ტკივილს რამდენიმე დღეში აქრობს

0
190

ალბათ, ჭინჭრისგან დამწვრობა ერთხელ მაინც მიგიღიათ. მახსოვს, როცა ვტიროდი, დედა მეუბნებოდა, რომ ეს სასარგებლოა. მისი სიტყვები მხოლოდ ახლა გავიაზრე. ჭინჭარი ხომ ნამდვილად უნიკალური საშუალებაა, რომლის საფუძველზე მრავალ სამკურნალო პრეპარატს ამზადებენ.2 წლის ჭინჭარი ჩვენი მხსნელი გახდა. დედა ზურგის და სახსრების ტკივილებმა შეაწუხა და ახლობელმა ჭინჭრის საფენების დადება გვირჩია. ის რადიკულიტს და რევმატიზმს შესანიშნავად შველის. იმ დღიდან ვცდილობ, ჭინჭარი ყოველი შემთხვევისთვის მოვიმარაგო.

ჭინჭრის სარგებელი და გამოყენების მეთოდები

შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ ნატურალურ საშუალებას უკუჩვენებები აქვს და ჭინჭარი გამონაკლისი არაა. სისხლის გაზრდილი შედედების დროს მისი ნახარშების და ნაყენების დალევა აკრძალულია, რადგან თრომბის განვითარება შეუძლია. ასევე ჭინჭრის საშუალებების მიღება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის სერიოზული დაავადებების, მაგალითად, კუჭის გაზრდილი მჟავიანობის და წყლულოვანი დაავადების, ასევე საშვილოსნოს სიმსივნის დროს არ შეიძლება.

ჭინჭრის წვენი რევმატიზმის დროს – ჭინჭარი კარგად გარეცხეთ და მდუღარე წყალი გადაავლეთ. წვრილად დაჭერით და ნაჭერით გაწურეთ. 1 ს/კ ჭამამდე 20 წუთით ადრე, დღეში 3–ჯერ დალიეთ. დააკვირდით, თუ ორგანიზმი წვენს კარგად იღებს, რაოდენობა დღეში 6 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ.

ჭინჭრის კომპრესები რადიკულიტის დროს – ორსახლიანი ან მწველი ჭინჭარი შეაგროვეთ, მდუღარე წყალი გადაავლეთ ან ნაყენი მოამზადეთ. 2 ს/კ წვრილად დაჭრილი ბალახი და 1 ჭიქა ცხელი წყალი დაგჭირდებათ. ინგრედიენტები აურიეთ, თბილ ქსოვილში გაახვიეთ და 30 წუთით დააყენეთ, შემდეგ გადაწურეთ.მიღებულ სითხეში ნაჭერი დაასველეთ და დაზიანებულ ადგილას დაიდეთ. კარგად შეიფუთეთ და 1,5-2 საათით გაიჩერეთ. პროცედურა დღეში 1–2–ჯერ ჩაიტარეთ.

ჭინჭრის ნაყენი გარე გამოყენებისთვის – რადიკულიტის და ოსტეოქონდროზის დროს 2 ს/კ ახალი, დაქუცმაცებული ჭინჭარი აიღეთ და 250 გრ არაყი დაასხით. კარგად შეკარით და ბნელ ადგილას კომოდში ან საკუჭნაოში შეინახეთ. 1 კვირა დააყენეთ. მზა ნაყენი გადაწურეთ და დღეში 1–2–ჯერ ზურგზე შეიზილეთ.

ბალახების ნაკრები რევმატიზმის დროს – ზაფხულში შეგიძლიათ ჭინჭარი შეაგროვოთ და გაახმოთ. 15 გრ მწველი ჭინჭარი და 25 გრ ჭაობის იელი აურიეთ. საჭიროების შემთხვევაში თერმოსში ჩაყარეთ და 1 ლ ცხელი წყალი დაასხით. 8 საათით გააჩერეთ, გადაწურეთ და 100 მლ ნაყენი დღეში 4-5-ჯერ, ჭამის შემდეგ დალიეთ. მკურნალობა 1 კვირა გრძელდება.გაფრთხილებთ, რომ სამკურნალო დოზის გადაჭარბება არ შეიძლება, რადგან ჭაობის იელი შხამიანი მცენარეა. თავის ტკივილის და კუჭის პრობლემების შემთხვევაში საშუალების მიღება შეწყვიტეთ.

ჭინჭრის გამოყენებით რადიკულიტის და რევმატიზმის ტკივილი რამდენიმე დღეში გაქრება. თავად სცადეთ. ჭინჭარი ადამიანისთვის ნამდვილად სასარგებლოა.