როგორ აღმოვფხვართ პენსიაზე გასული სიდედრის მბრძანებლური დამოკიდებულება

266

“ჩემი სიდედრი მიჩვეულია ფართოდ ცხოვრებას ყველანაირი გაგებით. ის ეხლახანს პენსიაზე გავიდა, თავისი დანაზოგი მხოლოდ რამდენიმე თვე ეყო ფუფუნებაზე, მაგრამ ფული რომ გაუთავდა, ჩვენთან გადმოვიდა საცხოვრებლად. მას საერთოდ არ გამოსდის ეკონომიურად ცხოვრება, ამიტომ ჩვენს ოჯახურ ბიუჯეტს საფრთხე დაემუქრა.”

ხელგაშლილი ცხოვრება

“დაქორწინებულები ვართ 6 წელია, მიყვარს ჩემი ცოლი და მასთან ერთად გატარებული თითოეული წუთი, მაგრამ სიდედრზე ამას ვერ ვიტყვი. მან თავიდანვე ამითვალწუნა და დიდად ვერ ავაწყვეთ ურთიერთობა. ალბათ იმიტომ, რომ მე შემოქმედებითი ადამიანი ვარ, ვმუშაობ დიზაინერად, თავისუფალი გრაფიკით. სიდედრისთვის კი მამაკაცი დილიდან საღამომდე უნდა იყოს სამსახურში და ფულს შოულობდეს, სახლში თვითონ უნდა აკეთებდეს გაფუჭებულ ტექნიკას. მე კი ვთვლი, რომ უმჯობესია ყველაფერი სპეციალისტმა გააკეთოს და თანხა გადავუხადო, ვიდრე მე ვიწვალო.ქორწილის მერე სიდედრის სახლში გადავედით საცხოვრებლად. სახლი მან ქალიშვილს გადასცა საქორწინო საჩუქრის სახით. მადლობის მეტი რა გვეთქმოდა, მაგრამ ორი წელი მოვუნდით ბოლომდე გარემონტებას, დავამთავრეთ როგორც იქნა, ამოვისუნთქეთ და მშვიდ ცხოვრებას დავუბრუნდით.შარშან ჩემი სიმამრი გარდაიცვალა, მალე სიდედრი პენსიაზე გავიდა. უბედურება ის არის, რომ პენსია ძალიან ცოტაა, მითუმეტეს ჩემი სიდედრისნაირი მფლანგველი ქალისთვის. თავისი მრავალი წლის დანაზოგი რამდენიმე თვეში დახარჯა, შემდეგ ქალიშვილისგან სესხულობდა პენსიამდე”.

სიდედრი მბრძანებლობს – “წინ უარესი გველოდა. სიდედრმა სტუმრობას მოუხშირა და ერთხელაც ჩემოდნებით მოგვადგა. ეხლა ვცხოვრობთ სამნი, რადგან სიდედრი გვავალდებულებს მასზე ზრუნვას. სიტუაცია იძაბება დღითი-დღე.როდესაც მე და ჩემი ცოლი პროდუქტების საყიდლად მივდივართ, სიდედრი თავის საყიდლების სიას გვატანს. სიაში ხან ძვირადღირებული შოკოლადებია, ხან ავოკადო, აგრეთვე ძალიან უყვარს საღამოების გატარება თეთრი მშრალი ღვინის ბოკალით და ძვირადღირებულ ყველთან ერთად. სხვათა შორის, სიდედრის საყვარელ დელიკატესებზე სამჯერ მეტ ფულს ვხარჯავთ, ვიდრე მთელი ოჯახის საერთო საკვებზე.იყო შემთხვევა, რომ ხელფასი დამიგვიანეს. წინა თვის ხარჯები ვერ გავთვალეთ და ფაქტიურად, ორი კვირა საკვების გარეშე დავრჩით. ასე მოგვიწყო საქმე ჩვენმა სტუმარმა, რომელმაც გადაწყვიტა სხვის ხარჯზე განცხრომაში ყოფნა.დასვენების დღეებში სიდედრი იწყებს სახლის დალაგებას და ქალიშვილს აიძულებს მთელი დღე ალაგოს და საჭმელი აკეთოს. არადა შაბათ-კვირას ერთმანეთს ვუთმობდით ხოლმე დროს, ვისვენებდით, ვუკვეთავდით მზა საკვებს… შეუძლებელია დაისვენო მუდმივად მოფუსფუსე გარემოში. უკვე ვფიქრობ ქირით გადასვლაზე. ბინის ქირა ბევრად ნაკლები დაჯდება სიდედრის მოთხოვნებზე. მაგრამ ერთი რამ ცხადია: ის იქაც მოგვაგნებს.”

რედაქციისგან: ქალბატონის უცნაური ქცევა შეიძლება განპირობებულია მარტოობის შეგრძნებით ქმრის გარდაცვალების შემდეგ. ის  თანაგრძნობას იმსახურებს. როდესაც კარგად იყო, არ დაინანა ბინის ჩუქება, ეხლა კი გადაიფიქრა. ამიტომ კარგად უნდა დაილაპარაკოს სამივემ. თუ ქალბატონი სახლს თავის საკუთრებად თვლის და არა საქორწინო საჩუქრად, ჯობია ცოლ-ქმარი გადავიდეს. სხვა შემთხვევაში მათი ურთიერთობა დაინგრევა არასწორი გავლენის ქვეშ. ეს კი არ უნდა დაუშვან. თქვენ როგორ ფიქრობთ? რაში ხედავთ გამოსავალს?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს