ოჯახის დახმარება წმინდათა წმინდა საქმე, სიძე კი ამ აზრს არ იზიარებს.

0
142

ქალბატონი მარინა ვერასდროს იფიქრებდა, რომ მისი დახმარების თხოვნა  სიძისთვის დიდი პრობლემა გახდებოდა. მან თავის უმცროსი გოგოს დახვედრა სთხოვა და პასუხად გაიგო: “ნუთუ ტაქსით წამოსვლა არ შეუძლია?” რა თქმა უნდა, ძალიან საწყენი იყო…

ოჯახის დახმარება

ქალიშვილის ჩამოსვლა – ქალბატონ მარინას ორი ქალიშვილი ყავს. უფროსი ახლოს ცხოვრობს, ხოლო უმცროსი თეონა – მეზობელ ქვეყანაში. ორივე გათხოვილია და ყავთ ბავშვები. უმცროსს 2 წლის ბავშვი ყავს და დახმარება ჭირდება ხოლმე. ამიტომ პერიოდულად ჩამოდიოდა სტუმრად ერთი კვირით ან მეტით.ამჯერად თეონა უნდა ჩამოფრენილიყო მშობლებთან სტუმრად. რეისი საკმაოდ რთული იყო და რადგან მარინამ და მისმა მეუღლემ მანქანა სიძეს აჩუქეს, დახმარება სთხოვეს. როდესაც სიძემ რეისის დრო გაიგო, უარი უთხრა – დილით ადრე ვარ სამსახურში წასასვლელი, ღამის გათენებას ვერ შევძლებ, ჯობია ტაქსით წამოვიდესო. მარინა ნერვიულობდა, როგორ უნდა წამოსულიყო პატარა ბავშვით ხელში თეონა ტაქსით.

სიძის უმადურობა – ქალბატონი მარინა არ ელოდა ასეთ პასუხს. ასეთი დამოკიდებულება ოჯახში მისთვის მიუღებელი იყო. დიდი ამბავი, თუ ერთი დღე ვერ გამოიძინებდა. სიძეს არაერთხელ გაუთენებია ღამე კომპიუტერული თამაშების გამო, მაგრამ თეონას წამოყვანა აეროპორტიდან არ შეუძლია! მითუმეტეს, რომ მატერიალურად ეხლაც უზრუნველყოფენ, სახლის რემონტი, მანქანა – სულ მარინას და მისი ქმრის ხარჯზეა. ამიტომ ჯობდა გაჩუმებულიყო და თავისი მოვალეობა შეესრულებინა!” სიძის უმადურობა ერთხელაც ყელში ამოუვა! რა უნდა ქნას ეხლა? ისევ მოთხოვოს გაყოლა სიძეს თუ თავად იქირავონ ტაქსი და დახვდნენ შვილს და პატარა შვილიშვილს? როგორ უნდა წამოვიდნენ მარტოები?

თქვენ როგორ ფიქრობთ? სიძის საქციელი მართლა უპატივცემულობის გამოხატულებაა? თუ უბრალოდ ქალბატონი მარინა აზვიადებს და ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვს? რაში ხედავთ თქვენ გამოსავალს?