თუ ოჯახში უცბად მოგინდათ რაიმე ტკბილი და გემრიელი, ხოლო მასალის მარაგი შემოგელიათ, შეგიძლიათ გამოაცხოთ კლასიკური მანის ნამცხვარი კეფირით. არ შეიძლება იმის თქმა, რომ ეს იქნება განსაკუთრებულად სასარგებლო ან პიკანტური კერძი, მაგრამ იქნება მარტივი მოსამზადებელი, მსუყე და გემრიელი. ეს იქნება საინტერესო დესერტი ჩაისთან, ყავასთან ან წვენთან. შეგიძლიათ დაარეგულიროთ სიტკბო სურვილისამებრ. მაშ ასე, პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ რეცეპტს მწირი ინგრედიენტებისგან:
კლასიკური მანანის ნამცხვარი კეფირით
ინგრედიენტები: 500 მლ. კეფირი; 1,5 ჭიქა მანანის ბურღული; 0,5 ჭიქა ფქვილი; 2 ს/კ მაიონეზი; 2 კვერცხი; 40 გრ. კარაქი; 0,5 ჩ/კ. სოდა;
მომზადების წესი
1 . გამოიღეთ მაცივრიდან კეფირი და დაივიწყეთ რამდენიმე საათით. დაბალ ტემპერატურაზე ის გათბება და ამჟავდება. სწორედ ასეთი გვჭირდება ჩვენ. მოათავსეთ კეფირი, კვერცხი და მაიონეზი ღრმა ჯამში.
2 . კარგად აურიეთ ეს სამი ინგრედიენტი სათქვეფი ჩოთქით. არ შეგაშინოთ მაიონეზმა. ამ რეცეპტისთვის სწორედ ის არის იდეალური დანამატი. ცალკე ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, შაქარი და მანანის ბურღული. აუცილებელია ფქვილი ჩაყრამდე გაცრათ 1-2-ჯერ. ეს კარგად იმოქმედებს ცომის ტექსტურაზე.
3 . აურიეთ მშრალი და სველი ინგრედიენტები ერთმანეთში, დადგით დაახლოებით 50 წუთი. ცომი ცოტათი უნდა ამოვიდეს. მანამდე გაადნეთ კარაქი და შეაგრილეთ და ჩაყარეთ სოდა. შეურიეთ დაყენებულ ცომს. სოდის შერევის ეს მეთოდი საუკეთესოა ვარიანტია ასეთი ცომისთვის.
4 . აიღეთ საცხობი ფორმა, წაუსვით კარაქი, შემდეგ მოაყარეთ ცოტა მანანის ბურღული, რათა ცხობის დროს არ მიიკრას. შედგით ღუმელში 40 წუთით 180 გრადუსზე. შეამოწმეთ ხოლმე ჩხირით. უნდა მიიღოთ ოქროსფერი, ხრაშუნა ზედაპირი.
ეხლა კი დროა, ჩამოასხათ ჭიქაში გამაგრილებელი სასმელი და დატკბეთ საკუთარი შემოქმედებით. თუ გაითვალისწინეთ ყველა რჩევა, ცომი საკმაოდ ამოვა, ექნება ფორებიანი და ჰაეროვანი ტექსტურა. რასაც ჰქვია, დადნება პირში. მისი გემო მოეწონება დიდსაც და პატარასაც.
შეგიძლიათ ნამცხვარი გაჭრათ შუაში და წაუსვათ შოკოლადის კრემი, ხაჭო, ჯემი ან მურაბა. თავზე მოაყარეთ შარის პუდრა და თქვენი უბრალო ნამცხვარი, სადღესასწაულო კერძად გადაიქცევა. ჩვენ კი გისურვებთ წარმატებულ ექსპერიმენტებს კულინარიულ მხარეში. გაგვიზიარეთ კომენტარებში გამოცდილება და რჩევები.