რატომ არ შეიძლება არყის ხის დარგვა სახლთან ახლოს

0
349

ხეები – მიწის ნაკვეთის საუკეთესო სამკაულია. ისინი გრილ ჩრდილს აფენენ არე-მარეს და ლამაზი სიმწვანით გვიმასპინძლდებიან. დამეთანხმებით, ეზო ხის გარეშე არ არის მყუდრო და ცარიელია, მაგრამ ეზოში ყველანაირი კულტურის დარგვა არ შეიძლება. ამ სტატიაში პაპარაცის რედაქციამოგიყვებათ თუ რა ნეგატიური შედეგები მოყვება არყის ხის ეზოში დარგვას.

არყის ხე ეზოში, სახლთან ახლოს

საეჭვო ცრურწმენების გვერდით, არსებობს ბევრი ობიექტური მიზეზი, რის გამოც არყის ხის დარგვა ეზოში არ შეიძლება. აღმოჩნდა, რომ ამ ლამაზმანს, რომელსაც უმღერიან მუსიკოსები, ეტრფიან პოეტები, მხატვრები, თურმე ბევრი პრობლემის მომტანია.

არყის ხე – საკმაოდ მაღალი ხე ფართო ფესვთა სისტემით. სწორედ ამ უკანასკნელის გამო შეიძლება არ შეიძლება მისი ეზოში დარგვა, რადგან გააფუჭებს სახლის ფუნდამენტს. თუ მაინც გადაწყვიტავთ ეზოში დარგვას, მოაშორეთ სახლს მინიმუმ 8 მეტრით.მეორე პრობლემაა სიმაღლე. არყის ხის ტოტები შეიძლება მოედოს ელექტროსადენებს ქარიან ამინდში და დააზიანოს. ეს კულტურა ძალიან ალერგიულია ყვავილობის დროს. ბევრ ადამიანს უქმნის დისკომფორტს მისი ყვავილის მტვერი.არყის ხე ადვილად იწვის. ამიტომ მისი მეზობლობა სახლთან ხანძრის საშიშროებას ამძაფრებს. არყის ხე – ტენისმოყვარული მცენარეა. ის ინტენსიურად ისრუტავს წყალს ნიადაგიდან და მასთან ერთად სასარგებლო ნივთიერებებს. 3-4 მეტრის რადიუსში სხვა მცენარეები ვერ გაიხარებენ.ხის მცირე ნაწილები: პატარა ჩამოცვენილი ფოთლები, ყვავილედები, , ქერქის ნაწილები ეზოში დაბინძურების გარდა სხვა პრობლემებსაც შეგიქმნით. შეიძლება გაჭედოს წყლის მილები, სახურავისჟოლოფები.

როგორც ხედავთ, არყის ხე საკმაოდ პრობლემურია, თუ იქნება სახლთან ახლოს. აჯობებს მისი სილამაზით შორიდან დატკბეთ, ხოლო თქვენს ნაკვეთში დარგეთ ნაკლებად პრეტენზიული კულტურები. არყის ხესთან დაკავშირებულია კიდევ რამდენიმე ცრურწმენა. ჩვენ რა თქმა უნდა, არ მოგიწოდებთ დაჯერებას, უბრალოდ განვიხილოთ.

ცრურწმენა დაკავშირებული არყის ხესთან

ადრე ითვლებოდა, რომ არყის ხე, რომელიც სახლთან ახლოს არის დარგული, იზიდავს ნეგატიურ ენერგიას, ხოლო სახლი, რომელიც აშენებულია არყის ხის ტყის ადგილას, ბედნიერი ვერ იქნება. არყის გაშლილი ტოტები ქალთევზების თავშესაფრად ითვლებოდა. ხოლო მისი ფოთლების შრიალი – გარდაცვლილი წინაპრების ჩურჩულად. ადრე სჯეროდათ, რომ არყის ხე, რომელიც მარტო დგას, იზიდავს დაბნეულ სულებს.

მაგრამ ყველაფერი არც ისე ცუდად არის. არყის ხეზე კარგსაც ამბობენ.

ძველი მორწმუნეების აზრით, ჭიშკართან დარგული ალვის ხე აფრთხობს ბოროტ სულებს და თვალს.ასევე სჯეროდათ, რომ არყის ხის ტოტებისგან დამზადებული ცოცხი, რომელიც ახლო-მახლო უნდა დაიდოს, ამსუბუქებს მშობიარე ქალის ტკივილებს.ძველად არყის ხისგან ამზადებდნენ ამულეტებს, თილისმებს, რომლებიც იცავდნენ ავი თვალისგან, ხოლო ტოტებით რთავდნენ ახლადვ შეუღლებულების ტორტს, რათა მათ ოჯახში ყოფილიყო ჰარმონია და ბედნიერება.არყის ხის ტოტებს ათავსებდნენ აგრეთვე საქათმეში ან არჭობდნენ ყანაში იმისთვის, რომ კარგი მოსავალი ყოფილიყო, ხოლო ფრინველი და ცხოველი უკეთ გამრავლებულიყო.

რა თქმა უნდა, არყის ხე ძალიან ლამაზი ხეა, მაგრამ სახლთან ახლოს მისი დარგვა არ შეიძლება. რა მცენარეები ამშვენებენ თქვენს ეზოს? მოგვიყევით კომენტარებში…