კონდენციონერი უფუნქციოდ კიდია, უსარგებლო ყუთი გახდა, რადგან უკეთესი ალტერნატივა მაქვს

0
1443

ზაფხულია და ძალიან ცხელა. თუ არ გაქვთ კონდენციონერი, ცუდ დღეში იქნებით. ხოლო უბრალო ვენტილატორი ვერაფერს გიშველით – ატრიალებს ცხელ ჰაერს აქეთ-იქით, თვითონაც ცხელდება და ოთახის ტემპერატურას მაღლა წევს. პაპარაცის რედაქციამ კი იცის, თუ რა შეიძლება ჩამოაფაროთ ფანჯრებზე, რომ ქალაქის ხვატმა ოთახში ვერ შემოაღწიოს.

მეთოდი მარტივია და საკმაოდ იაფი, თან კარგად მუშაობს. თავიდან შეიძლება აფსურდად მოგეჩვენოთ, მაგრამ არა. ფიზიკის კანონის გათვალისწინებას თავისი შედეგი მოაქვს. უბრალოდ სცადეთ, რადგან ცხოვრება, დასვენება და მითუმეტეს მუშაობა სიცხეში აუტანელია.

რა ავაფაროთ ფანჯრებზე

კითხვა ნამდვილად აქტუალურია. ბევრი ვარიანტიც გაგვიხილია, თან არც ისე ცუდი მაგრამ დღეს მზისგან დასაცავ, ტემპერატურის შესანარჩუნებელ რეალურ საშუალებაზე ვისაუბრებთ.შეგიძლიათ ისარგებლოთ ფოლგით, საცხობი ქაღალდით. ფოლგა კარგად ირეკლავს მზის სხივებს და ფაქტიურად არ ცხელდება, მაგრამ ამ დროს ვკარგავთ ფანჯრების სილამაზეს და დღის შუქს მთლიანად. თუმცა ხანდახან ისე ცხელა, რომ ეს ყველაფერი წვრილმანია.პერგამენტიც დაიცავს ოთახს მზის სხივებისა და სიცხისგან, საკმარისი რაოდენობის შუქსაც შემოუშვებს, მაგრამ ფანჯრების სილამაზის რა გითხრათ, გარედან უშნო და დაბურული გამოჩნდება. ეს მეთოდი ეფექტურია, მაგრამ არა იდეალური. იდეალური ვარიანტისთვის უნდა მოვიფიქროთ უკეთეს მასალა.

მოაზროვნე მეცნიერებმა იფიქრეს, იფიქრე და მოიფიქრეს. ბურთულებიანი ცელოფანი! იდეალური ვარიანტია. მისი პრინციპი იგივეა, რაც ორმაგი შუშის ეფექტი. ბურთულებში მოთავსებული ჰაერი იდეალური თბოიზოლატორია. ის ეფექტურად იჭერს ცხელ ჰაერს და არ უშვებს ოთახში. ასეთ თბოიზოლაციას კიდევ რამდენიმე სასარგებლო ფუნქცია აქვს. მაგალითად:

არ აკავებს სინათლეს, ანუ ოთახი არ ჩამობნელდება.თავად პარკი დიდხანს გამოიყენება და ხუთ სეზონზეც კარგად გეყოფათ. იაფი ღირს, მისი ყიდვა ყველგან შეიძლება, ხელმისაწვდომია ყოველთვის. ადვილი მისაკრავია და შესანახადაც მარტივია რულონის სახით.იჭრება ყველანაირ ფორმაზე, ფანჯრის შესაბამისად.

როგორ გავაკრათ ბურთულებიანი პარკი ფანჯარაზე? ძალიან მარტივად:

1 . გაზომეთ ფანჯარა და ჩაიწერეთ ზომები. კარგად გაწმინდეთ ფანჯრები სპეციალური ხსნარით. გამოჭერით საჭირო ზომის ნაჭრები.

2 . თბილ წყალში შეურიეთ რამდენიმე წვეთი გლიცერინი, წაუსვით ფანჯარას შიდა მხრიდან. მჭიდროდ მიაკარით პარკი შუშას, ეცადეთ არ დაგრჩეთ ჰაერი შუალედებში. ყველაფერი უნდა იყოს თანაბრად.

როგორც ხედავთ, ფანჯრის მეორე მხარეს გადაძრომა არ გჭირდებათ, არც ორმხრივი სკოჩი. პარკი იდეალურად გაძლებს მთელი ზაფხული წყლისა და გლიცერინის ხსნარის დამსახურებით.

სულ ეს არის. ასეთი მანევრი ფანჯრის ხედს არ გაგიფუჭებთ, დაიცავს სახლს მაღალი ტემპერატურისგან და არ შეგიზღუდავთ შუქს. ბიუჯეტი – ძალიან იაფი, შესრულების დრო – რამდენიმე წუთი. რატომაც არ უნდა სცადოთ? მითუმეტეს, რომ არაფერს კარგავთ და თქვენი სახლი გახურებულ ღუმელს ჰგავს. იმედი გვაქვს, ჩვენი მეთოდი დაგეხმარებათ და გაიუმჯობესებთ თქვენს პირობებს. გელოდებით კომენტარებში!