ქალის ბედი, რომელიც მთელი დეკრეტი ქმარს ფულს სთხოვდა

472

ფული დამოუკიდებლობაა. ის თავისუფლების, თვითკმარობის და სიმშვიდის შეგრძნებას იძლევა. ფულით სავსე ჯიბით მომავლის შიში ქრება. ოჯახს კი გადარჩენის შესაძლებლობა აქვს. მეორე მხრივ, ოჯახისგან დამალული პირადი ფულადი სახსრები შეიძლება ნათესავების ღალატად ჩაითვალოს. ასეთი ისტორიის ცენტრში ლია აღმოჩნდა, რომლის ამბავსაც Paparazzi დღეს გიზიარებთ.

პირადი ფულადი სახსრები

ცხოვრება დეკრეტში – როცა ლია დედა გახდა, მისთვის თვითშეზღუდვის და ქმრისთვის ფულის თხოვნის პერიოდი დაიწყო. ყველაფრისთვის ფულის თხოვნა უწევდა: ბავშვისთვის, პროდუქტებისთვის, კოლგოტისა და სხვა წვრილმანი პირადი ნივთისთვის. რა თქმა უნდა, მეუღლე საჭირო თანხას აძლევდა, მაგრამ ყოველ ჯერზე ახსენებდა, რომ ეკონომია საჭიროა. ლია არ ბრაზდებოდა, მაგრამ ასეთი სიტუაცია არ სიამოვნებდა.ლია დეკრეტული შვებულების შემდეგ გარდაიქმნა, გალამაზდა და სამუშაო ადგილი შეიცვალა. თავიდან მცირე ხელფასი ჰქონდა. ბევრი ძალისხმევის გაღება მოუწია, რომ უფროსობას მისი ღირსებები დაეფასებინა. როცა ხელფასი ოდნავ გაეზარდა, ლიამ ამის შესახებ მეუღლეს უამბო და უთხრა, რომ ნაწილს თავად გამოიყენებდა. ქმარი არ შეწინააღმდეგებია, მაგრამ დაზოგვაზე მორიგი ნოტაციებისგან თავი მაინც ვერ შეიკავა.

ახალი თანამდებობა და ახალი ხელფასი – 1 წელში ლია დააწინაურეს. კიდევ 1 წელში განყოფილების უფროსი გახდა. ახლა 2–ჯერ მეტი ხელფასი ჰქონდა, ვიდრე მის მეუღლეს, მაგრამ ამის შესახებ არ უთქვამს.„ჩემი ქმრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის მთავარი მარჩენალი თავად იყოს. გიორგის არ ესიამოვნება, თუ ქალი უფრო მეტს გამოიმუშავებს. ასე თავს უსარგებლოდ და ზედმეტად იგრძნობს და ჩხუბი დაიწყება. ამისგან მისი დაცვა გადავწყვიტე“ – განმარტავს ლია.

დაზოგილი თანხა გაიზარდა, ამიტომ საკუთარი საბანკო ანგარიში გახსნა. აქედან დროდადრო საკუთარ თავზე ფულს ხარჯავდა. ტანსაცმელი, თეთრეული, კოსმეტიკა, სილამაზის სალონებ – ყველაფერი, რაშიც ქმარი ვერ ერკვევა და რაზეც ფულს დიდი სურვილით არ აძლევდა. ასევე უფრო ხარისხიან პროდუქტებს ყიდულობდა, ვიდრე ადრე. საბედნიეროდ, მეუღლე ამას ვერ ამჩნევდა.”არ აინტერესებს, თუ რა მაცვია და როგორი ჩანთა მაქვს. ვუთხარი, რომ ბრენდის ასლი ვიყიდე და დამშვიდდა” – ამბობს ლია.საქმე ცუდად წავიდა, როცა ლიას ერთ–ერთი ბრენდული ჩანთა ირინამ, მულმა დაინახა. ძმისგან განსხვავებით ბრენდულ ტანსაცმელსა და კოსმეტიკაში ერკვეოდა.

– უყურე შენ! – გაოცდა ირინა, – გამოდის, ძმის ოჯახი ახლა განცხრომაში ცხოვრობს?

– კარგი, რას ამბობ! – ხელი ჩაიქნია ლიას დედამთილმა, – ძველებურად ცხოვრობენ, ეს უბრალოდ ასლებია.

ირამ თავი გააქნია:

– არა, ეს ასლი არაა. დედა, ასეთი ჩანთა შენი 1 თვის პენსია ღირს.

მხილება და შედეგი – ამის შემდეგ ირინამ ყოველდღიური გარდერობის ღირებულება შეაფასა და დაასკვნა, რომ ლიას თაყვანისმცემელი ყავდა. გიორგიმ ამის შესახებ გაიგო და სკანდალი მოაწყო. მაშინ ლიას სიმართლის თქმა მოუწია, მაგრამ ამან არ უშველა. გამოდის, სანამ სამსახურში დავდივარ, საკუთარ თავზე ფულს ვზოგავ, შენ ფეხსაცმელში ათასობით ლარს აძლევ? შენი ტუჩსაცხი იმდენი ღირს, რამდენიც კაფეში ერთკვირიანი ვიზიტი! შენი ჩანთა, როგორც ჩემი ნახევარი თვის ხელფასი. რატომ? რატომ გააკეთე ასე? როგორ შეგეძლო საკუთარი ანგარიშის დამალვა? სადმე გაქცევას აპირებ თუ კიდევ არის რამე, რაც არ ვიცი?

– ეს ანგარიში ჩვენი ოჯახისთვისაა. თუ ჩემი ფულით რამე ვიყიდე, იმიტომ, რომ დეკრეტიც მეყო. მაშინ შენი გაკიცხვის გარეშე კოლგოტის ყიდვაც არ შემეძლო! მუდმივად მიმტკიცებდი, რომ ეკონომია აუცილებელია. ფიქრობ, ეს სასიამოვნო იყო? ბუნებრივია, ანგარიში გავხსენი, რომ დანაზოგი მქონოდა. დაე, ის ჩემია, მაგრამ ფული საერთოა. ვერ ვხვდები, ასე რა გეწყინა.

– ნუთუ ფულს არ გაძლევდი? – კიდევ უფრო აღშფოთდა გიორგი. – დიახ, ფული მე გამოვიმუშავე და უფლება მქონდა მცოდნოდა, თუ რაში დახარჯავდი . და მაინც, ოჯახიდან ერთი თეთრიც არ დამიმალავს. ყველაფერს შენ და პატარას გაძლევდით. ვფიქრობდი, რისთვის რამდენი გამომეყოფა, რომ კრედიტი გადამეხადა და შვილისთვის ჩამეცვა. არასდროს მომიტყუებიხარ!

ამ ლაპარაკიდან 2 კვირა გავიდა. გიორგი საცხოვრებლად დედასთან გადავიდა. შვილს უთხრა, რომ დახმარება სჭირდება, ამიტომ გარკვეული პერიოდი არ ეცლება. ლიასთან საუბარს თავს არიდებს. ლიამ გულწრფელად ვერ ხვდება, თუ ასეთი რა აწყენინა. რაც მთავარია, რა გააკეთოს სამომავლოდ?!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს