ქოქოსის ზეთი: 7 სასარგებლო “გვერდითი მოვლენა”

267

ქოქოსის ზეთის სარგებლის შესახებ ძველი დროიდან ცნობილია, თუმცა, ეს ნატურალური პროდუქტი დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია კულინარიაში, მედიცინასა და კოსმეტოლოგიაში. შემადგენლობაში მრავალი სასარგებლო ნივთიერების არსებობის, სასიამოვნო სუნისა და შედარებით დაბალი ფასის წყალობით, იგი შეუცვლელი დამხმარე ხდება სხვადასხვა სფეროში.

ქოქოსის ზეთის 7 გასაოცარი ეფექტი

თუ ჯერ კიდევ არ იცნობთ ამ პროდუქტს, დროა, ეს გამოასწოროთ და დაიწყოთ მისი გამოყენება 100%-ით. საუკეთესო ეფექტისთვის შეარჩიეთ არარაფინირებული ქოქოსის ზეთი, რომელიც არ დაქვემდებარებია დამუშავებას და ინარჩუნებს მეტ სასარგებლო ნივთიერებას.

1. გახდომა

©Lifehelper

მრავალი სამეცნიერო კვლევა აჩვენებს, რომ ქოქოსის ზეთი შეიძლება იყოს შესანიშნავი დამხმარე ჭარბ წონასთან ბრძოლაში. შუა ჯაჭვის ნაჯერი ცხიმები, ქოქოსის ზეთის შემადგენლობაში, მოითხოვს მეტ ენერგიას დასაწვავად, ცხიმის სხვა სახეობებისგან განსხვავებით. ეს იწვევს მეტაბოლიზმის აჩქარებას, რაც გახდომაში გეხმარებათ.

2. გულის ჯანმრთელობა

©Lifehelper

ქოქოსის ზეთი ზრდის სასარგებლო ქოლესტერინის დონეს. ქოლესტერინის ეს სახეობა დაგეხმარებათ გულის დაავადებების მკურნალობაში ქოქოსის ზეთის რეგულარული მოხმარების შემთხვევაში.

3. იმუნიტეტის გაძლიერება

©Lifehelper

ქოქოსის ზეთს აქვს ანტიმიკრობული და ანტივირუსული თვისებები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმს ბაქტერიებთან ბრძოლაში ეხმარება. ასეთ ეფექტს ქოქოსის ზეთი თავის შემადგენლობაში არსებულ ლაურინის მჟავას უნდა უმადლოდეს, რომელიც ებრძვის პათოგენურ მიკრობებს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ზამთრის შემდეგ, როცა ორგანიზმი დასუსტებულია ვიტამინების უკმარისობით და ჩვენს მხარდაჭერას საჭიროებს.

4. თმის მოვლა

©Mysekret

ქოქოსის ზეთი თმის შესანიშნავი ნატურალური დამატენიანებელია. იგი იცავს ჩვენს თმას ტემპერატურის ცვლილებებისგან და უნარჩუნებს სირბილეს, სილამაზესა და ელვარებას. გაათბეთ ხელში ცოტაოდენი ზეთი და დაიტანეთ სველ თმაზე, ბანაობის შემდეგ.

5. კანის მოვლა

©justrightneauty

ქოქოსის ზეთს არამხოლოდ ანტიმიკრობული, არამედ ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედებაც აქვს. ეს ეფექტი სასარგებლოა კანის ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა ფსორიაზი, ეკზემა, კანის სიმშრალე. უბრალოდ უხვად შეიზილეთ კანის დაზიანებულ მონაკვეთებზე ზეთი, აუცილებლობის შემთხვევაში.

6. სოკოვანი ინფექციების მტერი

©healthylivinghabits

კვლევებმა აჩვენა, რომ ქოქოსის ზეთი ეფექტურად ამცირებს Candida-ს ჯგუფის სოკოების გამრავლებას. სწორედ ეს სოკოები იწვევს ჩახურებას, კანდიდოზსა და სოკოვან ინფექციებს. ზეთს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს კანზე ქავილისა და წვის წარმოქმნის შემთხვევაში.

7. ჯანმრთელი კბილები და ძვლები

©vegmart

ქოქოსის ზეთი პოპულარული საშუალებაა კბილების გასათეთრებლადაც. იგი, ასევე, შესანიშნავად უმკლავდება პირის ღრუს დეზინფიცირების, კარიერის პროფილაქტიკის ფუნქციასაც. ქოქოსის ზეთის ამ მიზნით გამოყენების ყველაზე გავრცელებული მეთოდია ზეთის დნობა ენაზე. უბრალოდ აიღეთ ცოტაოდენი ზეთი, მოითავსეთ პირის ღრუში და “გამოივლეთ” პირში 10 წუთის განმავლობაში, თითქოს ეს ჩვეულებრივი სავლები იყოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს