რა ამჟღავნებს ქალის მდაბიო ბუნებას და რას არ გააკეთებს არასდროს ელეგანტური მანდილოსანი

9169

როგორ უჭირავს თავი ჭეშმარიტად დახვეწილ ქალბატონს? “paparazzi.ge”-ს ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ათას ქალში ამოიცნობთ ხმით, თვალებით და სიარულის მანერით. მოგიყვებით ნამდვილი ლედის ღირსებებზე და იმ თვისებებზე, რომელიც პროვინციული ქცევის ქალბატონებისგან განასხვავებს. კომენტარებში გაგვიზიარეთ ამ ორი ტიპაჟიდან რომელში ამოიცნობთ საკუთარ თავს. ეხლა კი დავიწყოთ ელეგანტურობის კანონების მიმოხილვა.

ელეგანტური ქალბატონი

პირველი თვისება, რაც ნამდვილ ლედის ახასიათებს, არის კონფლიქტისგან თავის ლამაზად არიდების უნარი. ყველას გვიხდება უსიამოვნო სიტუაციებში მოხვედრა და უტაქტო ადამიანებთან კონტაქტი. სამწუხაროდ, ყველა ვერ ახერხებს აგრესორთან დაძაბული საუბრისგან თავის არიდებას. ზოგი ხელჩართულ ჩხუბშიც ერთვება და ქალურ მომხიბვლელობას საერთოდ ივიწყებს.რაც შეეხება ელეგანტურ ქალბატონს, ის არავითარ შემთხვევაში არ დახარჯავს დროს და ენერგიას მსგავს სიმდაბლეზე. თუ მდაბიოსთვის საუკეთესო თავდაცვა – თავდასხმაა, ნამდვილი ლედისთვის – სრული იგნორირებაა. მისთვის არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს თავხედის არშემჩნევა.

მეორე პუნქტი იმიჯს ეხება. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ელეგანტური ქალის გარდერობი უნდა შედგებოდეს მხოლოდ ბრენდული ნივთებისგან და ეს ყველაზე გავრცელებული შეცდომაა.სინამდვილეში, იმისათვის, რომ მდიდრულად გამოიყურებოდეთ, არ არის საჭირო ძვირადღირებული ტანსაცმელი. მთავარი ის კი არ არის, რა ღირს და რომელმა დიზაინერმა შეკერა კაბა, არამედ როგორ ატარებთ და რას უხამებთ მას. ელეგანტურობა არის განსაკუთრებული სტილი, ტანსაცმელთან ერთად განწყობის და თავდაჯერებულობის ნაზავი.

სიარულის მანერა – ეს არის პირველი, რითიც შეიძლება განსაზღვროთ, რითი ცხოვრობს და სუნთქავს ქალი. ელეგანტურ მანდილოსანს ყოველთვის მსუბუქი და ჰაეროვანი ნაბიჯები აქვს. მას არასდროს არ ეჩქარება, არ იყურება აქეთ-იქეთ ან პირიქით მხოლოდ მიწას არ აშტერდება. მისი ნაბიჯები თანაბარია, ხოლო ნიკაპი ამაყად აწეული ზემოთ.იმისათვის, რომ განსაზღვროთ ვინ დგას თქვენს წინ, ელეგანტური ქალი თუ გლეხის გოგო, დააკვირდით ჯდომის მანერას კაფეში. მაღალგანვითარებული ლედი არასდროს დაჯდება მოშვებულად და ფეხების ქნევით. არ შეაწუხებს გარშემომყოფებს უადგილო ხმაურით. ის მიიღებს მოხერხებულ და ამავე დროს დახვეწილ პოზას თავისთვისაც და სხვებისთვისაც.

რაც შეეხება დიალოგს, ნამდვილი ლედი მაქსიმალურად ფრთხილად ირჩევს სასაუბრო თემას. ის არასოდეს არ ჩაერევა სხვის დიალოგში უადგილო რჩევებით.

თქვენ როგორ ფიქრობთ, გაქვთ თუ არა ნამდვილი ლედისთვის დამახასიათებელი მანერები? არ მოგერიდოთ კომენტარებში გაზიარება თქვენი მოსაზრებების. გაგვიზიარეთ სტილის და მანერების ნიუანსები, რომელიც თქვენი აზრით უნდა ჰქონდეს დახვეწილ ქალბატონს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს