მემკვიდრეობა თუ სასჯელი – ბებიის ბინა ოჯახში დიდი უთანხმოების მიზეზი გახდა

0
1369

გაუცრუებიათ ახლობელ ადამიანებს იმედები? როგორ პოულობდით საკუთარ თავში პატიების და მიტევების ძალებს? პაპარაცის რედაქცია დღევანდელ რესპოდენტს სახელად მარინას, ცოტა ხნის წინ უსიამოვნო სიტუაციაში მოუწია ყოფნა. ბებიის ბინა გახდა მას და ძმას შორის განხეთქილების მიზეზი. ეხლა გოგონა დაბნეული და გაოგნებულია, ამიტომ ჭირდება ბრძნული რჩევა გამოცდილი ადამიანებისგან. იმედი გვაქვს, არ დაიზარებთ:

ბებიის ბინა

“ბებია ყოველთვის გვაქებდა მე და ჩემს ძმას ჰარმონიული ურთიერთობისთვის. ჩვენს ოჯახში ყველა ჩხუბობდა და სკანდალებს აწყობდა. მხოლოდ მე და ძმა ვახერხებდით კონფლიქტის მიღმა ყოფნას. ალბათ ამიტომ დაგვიტოვა ბებიამ ბინა ჩვენ.მახსოვს, ამბობდა, რომ არ უნდოდა ახლობლებს მისი სიკვდილის შემდეგ ქონების გაყოფაზე ეჩხუბათ… თავიდან მე და ძმას გადასვლა და მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება გვინდოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ გავთხოვდი და სხვა ქალაქში გადავედი. ამიტომ გადავწყვიტეთ ბინის გაყიდვა და ფულის თანაბრად გაყოფა.რადგან ჩემი ძმა ადგილზე იყო, დამპირდა ყველაფრის ორგანიზება და მთხოვა არაფერზე შევწუხებულიყავი. მეც ყველაფერი მივანდე მას, არც მქონია არანაირი ეჭვის საფუძველი.

მაგრამ გავიდა მთელი წელი და რატომღაც მყიდველი არ ჩანდა. ძმა მიმტკიცებდა, რომ ბაზარზე დიდი კონკურენცია და ჩვენი ბინა მთლად საუკეთესო ვარიანტი არ არისო.  მე კი მესმოდა ეს, მაგრამ ფასიც ადეკვატური იყო. მაინც უცნაურად მეჩვენებოდა ამხელა დროის განმავლობაში არავინ რატომ არ დაინტერესდა სახლით.

საბოლოოდ ამომივიდა ყელში ძმის წუწუნი, თან ვგრძნობდი რაღაც არ იყო რიგზე და გადავწყვიტე თავად გავრკვეულიყავი. სამწუხაროდ, ინტუიციას არ მოვუტყუებივარ… აღმოჩნდა, რომ ჩემი ძმა უზრუნველად ცხოვრობდა სახლში და არც ფიქრობდა გაყიდვაზე. გაოგნებულმა ვკითხე, მაშინ რაღატომ მატყუებდა საბუთებზე და მაკლერებზე? მიპასუხა, რომ ელოდებოდა, თვითონ როდის მივხვდებოდი მისთვის ბინის დათმობას, მითუმეტეს ფული არ მიჭირდა… ასეთმა უპასუხისმგებლობამ შოკში ჩამაგდო! ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთი მოქცევა თუ შეეძლო. რა თქმა უნდა, სკანდალი ვერ ავიცილეთ თავიდან. სახლიდან წასვლას ვერ ვაიძულებ, მაგრამ არც მისი ასეთი ქცევის გატარებას ვაპირებ… მაგრამ რა უნდა ვქნა ასეთ სიტუაციაში, არ ვიცი.

ერთი კი ცხადია: ჩვენი საყვარელი ბებია ძალიან ინანებდა თავის გადაწყვეტილებას, რომ სცოდნოდა, თუ რითი მოუბრუნდებოდა ის… რა რჩევას მისცემდით ჩვენს რესპოდენტს? როგორ ფიქრობთ, უნდა გაყიდონ სახლი? თუ უნდა მისცეს ძმას უფლება მშვიდად განაგრძოს იქ ცხოვრება?