კლეოპატრას უნიკალური რძის აბაზანა, თვალისმომრელად ლამაზი კანისთვის

567

თქვენ უკვე იცით, რომ რძე სასარებლოა ჩვენი ძვლებისთვის, თუმცა წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რომ იგი ჩვენი კანისთვისაც სასარგებლოა? ადამიანები საუკუნეების განმავლობაში უმატებდნენ რძეს აბაზანებს, კანის მოვლის მიზნით. ეს სწრაფი და მარტივი საშუალებაა კანის დასატენიანებლად და დასარბილებლად.

კლეოპატრას მსგავსად!

რა არაპრაქტიკულადაც არ უნდა გეჩვენებოდეთ ძველი, საშინაო მეთოდები, აღმოჩნდა, რომ კლეოპატრა ნამდვილად ერკვეოდა კოსმეტიკის საიდუმლოებებში. ნატურალური რძემჟავა, რომელსაც რძე შეიცავს, ესაა ალფა-ჰიდროქსიმჟავა (AHA). მჟავის ეს ტიპი მსუბუქად შლის ცილებს, კანის მკვდარი უჯრედების ასაქერცლავად, რაც გზას აძლევს ახალ კანს. რძემჟავას მეტისმეტად რბილი მოქმედება აქვს და შეუძლია მშრალი, ქავილიანი კანის დამშვიდება.

ამქერცლავი მოქმედების გარდა, რძე, ასევე, მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, მათ შორის, თუთიითა და E ვიტამინით. ეს მკვებავი ნივთიერებები თქვენს კანს საკმარისად დაატენიანებს და გახდის ელასტიურს. ყველა ამ პოტენციური უპირატესობის ცოდნისას, მარტივია იმის გაგება, თუ რატომ გამოიყენებოდა რძე მრავალი საუკუნის მანძილზე კანის მოსავლელად.

რძის აბაზანა – გზა სილამაზისკენ

თქვენ არ გჭირდებათ მთელი ქონების გაფლანგვა ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებზე, რათა რძის სარგებელი შეიგრძნოთ კანზე. ლეგენდარული რძის აბაზანის მომზადება ხომ სწრაფად და მარტივადაა შესაძლებელი საშინაო პირობებში. ამასთან, ყველა საჭირო ინგრედიენტი თქვენს სამზარეულოშია.

როგორ მოვამზადოთ რძის აბაზანა

ინგრედიენტები:

  • 2 ჭიქა მშრალი, ნატურალური რძე
  • 1/2 ჭიქა სიმინდის სახამებელი
  • 1/2 ჭიქა საკვები სოდა
  • 10 წვთი ლავანდის ეთერზეთი

მომზადება

შეურიეთ მშრალი რძე, სიმინდის სახამებელი და საკვები სოდა დიდ შუშის ქილაში. დაახურეთ თავსახური და შეანჯღრიეთ ჭურჭელი, სანამ ყველაფერი კარგად არ შეირევა.

სურვილისამებრ, დაუმატეთ ლავანდის ეთერზეთი დამატებითი არომატისა და დამამშვიდებელი ეფექტისთვის. ზეთის დამატების შემდეგ, კიდევ ერთხელ შეანჯღრიეთ.

დახურული ქილა 24 საათით უნდა დადგათ ბნელ, გრილ ადგილას, გამოყენებამდე. ეს ინგრედიენტებს თავიანთი შესაძლებლობების გახსნაში დაეხმარება.

როცა აბაზანის მისაღებად მზად იქნებით, დაუმატეთ ცხელ წყალს 1-2 ჭიქა მშრალი მასა და უბრალოდ მოდუნდით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს