გადავწყვიტე ცოლთან დაშორება, მან კი გამომიცხადა, რომ ფეხმძიმედ იყო

0
487

ცოლ-ქმარს შორის გაყრის პროცესი – ყოველთვის რთულია. რთულია უთხრა “დავშორდეთ” ერთად გატარებული წლების მერე, მითუმეტეს თუ არსებობს ბევრი ბედნიერი წუთი და მოგონება. მაგრამ არა ჩვენი რესპოდენტისთვის. მისთვის ქორწინება იყო სტატუსი, ხოლო ცოლი – კომფორტი. და აი, 35 წლის ასაკში მას პირველად შეუყვარდა…

გაყრა ცოლ-ქმარს შორის

ახალი ვნება და გაყრის გადაწყვეტილება – პირველი ნამდვილი სიყვარული ყოველთვის ძლიერია. ასაკის მიუხედავად, ადამიანი თავს კარგავს და მზად არის თავისი ცხოვრების ამოსატრიალებლად. ასე მოხდა ნათიას და გიორგის შემთხვევაში. ნათია რამდენიმე წლით პატარა იყო, ქმარს გაშორებული, ბავშვიანი. გიორგის ეს არ აღელვებდა. მას თავისი ოჯახი ჰყავდა.გიორგი დაქორწინდა, როგორც კი ჯარიდან დაბრუნდა, ერთი წლის მერე ეყოლათ ქალიშვილი. ისე გამოვიდა, რომ დიდი სიყვარულით არ დაქორწინებულან. თუმცა, არჩევანი არ იყო ცუდი. ცოლი ლამაზი, კარგი დიასახლისი იყო, ბავშვსაც კარგად უვლიდა, პატივს სცემდა ქმარს და მის აზრს ყოველთვის ითვალისწინებდა. მაგრამ ეს არ იყო სიყვარული.ეხლა კი, როცა მისი გული სხვა ქალმა დაიპყრო, გიორგიმ ცოლს განქორწინება სთხოვა. ის ელოდა ცრემლებს, თხოვნას, სასოწარკვეთილ თვალებს. ამის მაგივრად მხოლოდ ერთი პასუხი მიიღო:

– მე მჭირდება დაფიქრება…

იმავე დღეს გიორგიმ ჩაალაგა ნივთები და წავიდა. ერთი კვირის შემდეგ ცოლმა დაურეკა და გაყრაზე თანხმობა მისცა. მხოლოდ ერთი თხოვნა ჰქონდა:

-მე და ჩვენს შვილს ბინა დაგვიტოვე, მხოლოდ ეს მინდა.

-მემგონი არ გამოვა – აღშფოთდა გიორგი. თანაცხოვრების დროს შეძენილი შუაზე უნდა გავიყოთ!

ცოლმა სთხოვა მისი შვილის მომავალზე ეფიქრა. თუ მათ სახლი არ ექნებოდათ, ან ეხლანდელი საცხოვრებელი გაიყიდებოდა, ბავშვისთვის დიდი ცვლილებები არ იქნებოდა კარგი. გიორგიმ მიუგო, რომ სახლი თვითონ იყიდა და ჯობია კანონმა გადაწყვიტოს ვის რა ეკუთვნისო. ის არ იყო მიჩვეული ცოლისგან წინააღმდეგობის გაწევას და და ეგონა ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლიდა.

მოულოდნელი შეტევა ცოლისგან – მალე გაირკვა, რომ მშვიდი და ჩუმი ცოლი არც ისეთი იყო, როგორიც ჩანდა. ის სასამართლოზე მივიდა და განაცხადა, რომ უკვე ორი თვის ფეხმძიმე იყო. ამ სიახლემ გეგმები აურია გიორგის და ამასთან ერთად ნათესავებისგან დიდი აღშფოთება მიიღო. ყველამ ჩათვალა საჭიროდ მისთვის რჩევები მიეცა და სწორ გზაზე დაეყენებინა.მშობლებმა ურჩიეს, ჯერ სახლზე არ ეფიქრა. ბავშვის გაჩენის მერე გადაეწყვიტათ რა ჯობდა ყველასთვის. იგივე ურჩია ადვოკატმაც.მარის არ ქონდა არანაირი ინტერესი თავისი სატრფოს ქონების მიმართ. ის მზად იყო ბინის გარეშეც მიეღო გიორგი, ურჩევდა დაეთმო ცოლისთვის ბინა:

-წარმოიდგინე, რა რთული იქნება მისთვის ორი ბავშვით მარტო დარჩენა. რატომ ურთულებ ცხოვრებას? ხომ ხედავ, რომ ის ბოლომდე აპირებს ბრძოლას?

რაღაც მომენტში გიორგი მზად იყო დაეთმო, მაგრამ შემდეგ დაფიქრდა: რა მოხდებოდა, თუ მას და მარის არ გამოუვიდოდათ ერთად ცხოვრება? მას სხვა სახლი არ აქვს, მშობლებთან ცხოვრება კი არ უნდა, რატომ უნდა დათმოს ის, რაც ეკუთვნის?

გაყრა ცოლ-ქმარს შორის – კვანძის გახსნა – ცოლის საქციელი ძალიან აბრაზებდა. ქალი, რომელიც ადრე ორ სიტყვასაც არ ამბობდა, უცებ გააქტიურდა. ხან  ქალიშვილზე და მომავალ შვილზე ფიქრობდა და უკან იხევდა. მისი მამა ოჯახიდან წავიდა, როდესაც 10 წლის იყო და კარგად ახსოვდა ეს ცუდი შეგრძნება…როდესაც ბავშვი გაჩნდა, გიორგი აპირებდა სახლის დათმობაზე ცოლისთვის მიწერას. ამ დროს გაიგო, რომ ბავშვისთვის სახელი ისე დაერქმიათ, მისთვის არაფერი უკითხავთ. ძალიან ეწყინა, რატომ არ კითხეს აზრი? გიორგიმ გადაწყვიტა მამობის ტესტის გაკეთება და აღმოჩნდა, რომ მეორე შვილი მისი არ იყო! ნათია არ წყვეტდა მის გაოცებას!

საბოლოოდ, სახლი გაყიდეს და აღებული ფული გაიყვეს. ეხლა ნათია ორი ბავშვით ცხოვრობს მშობლებთან, ხოლო გიორგი და მარი ერთად ელოდება ახალ წევრს ოჯახში.