მთელი ცხოვრება ვმუშაობდი ქმართან ერთად მიწაზე, ვემუდარები ზღვაზე წასვლას, მას კი აბაზანის გაკეთება უნდა

0
5795

ასაკს არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც საქმე ეხება ოჯახურ ბიუჯეტს, ყველას თავისი გეგმები აქვს ფულის შეგროვების. ასე მოხდა მარინას ოჯახში. მთელი ცხოვრება შვილებს და შვილიშვილებს მიუძღვნა და როდესაც გარკვეული თანხის შეგროვება შეძლო, უნდოდა დიდი ხნის ნანატრი დასვენება მოეწყო, მაგრამ ქმარმა მის დანაზოგს სხვა დანიშნულება მოუძებნა.

თანხის შეგროვება

30 წელია ცოლ-ქმარი ვართ. ჩვენი შვილები დიდი ხანია გაიზარდნენ და ცალკე ცხოვრობენ თავიანთ ოჯახებთან. მთელი ცხოვრება ქალაქში ვიყავით, მაგრამ გვქონდა სოფელი და ხშირად ჩავდიოდით და მეურნეობას ვეწეოდით სუფთა ჰაერზე. ასაკი მომემატა და ძალიან დამღალა მიწაზე მუშაობამ. ყოველთვის ვოცნებობდი ზღვაზე წასვლაზე და ეხლა უკვე მაქვს ამის საშუალება.თავიდან, როცა ქალაქგარეთ სახლი შევიძინეთ, ძალიან მიხაროდა. არც ისე შორს იყო – 3-4 კილომეტრი ქალაქიდან. სანამ ახალგაზრდები ვიყავით, მოგვყავდა მოსავალი და ვინახავდით ზამთრისთვის. ბავშვებს ბებია-ბაბუასთან ვუშვებდით ხოლმე. ჩვენ კი მუხლჩაუხრელად ვმუშაობდით. ყველა ბედნიერი იყო. ულევად გვქონდა ხილი და ბოსტნეული. მეც მსიამოვნებდა საღამოობით მშვიდი საღამოები და ცხელი ჩაის მირთმევა ვერანდაზე.იყო პერიოდი, როდესაც ჩვენმა აგარაკმა გადაგვარჩინა. უფულობის დროს ვყიდდით ვაშლს, კაკალს, კარტოფილს…შვილები ხანდახან ჩამოდიან ხოლმე დასასვენებლად, ქალაქის ხმაურს აფარებენ ხოლმე თავს. ბოსტანში გაუთავებლად მუშაობა ზამთრის მარაგის შენახვა აღარ მინდა, შვილებიც მეთანხმებიან, რომ აღარ ღირს ამდენი შრომა კიტრის წნილისთვის. მისი ყიდვა მაღაზიაშიც შეიძლება.

ქმარს უყვარს აგარაკი – ჩემი ქმარი მიჯაჭვულია ამ ადგილზე. მისთვის ჩვენი სოფელი საუკეთესო დასასვენებელი ადგილია. ძალიან უყვარს მიწაზე მუშაობა. რგავს პომიდვრის და სხვა ბოსტნეულის ახალ-ახალ ჯიშებს. მე კი მის გვერდით მიწევს ყოფნა. მოითხოვს კონსერვების შენახვას ზამთრისთვის, რომ ყოველი შემთხვევისთვის მარაგი გვქონდეს.მაგრამ ეხლა უკვე სხვა დროა და აღარც ახალგაზრდული ენერგია მაქვს. ვოცნებობ დასვენებაზე. მოვაგროვე ფული და თურქეთში მინდა ზღვაზე გამგზავრება. ვთხოვე ქმარს, რომ დროა რაიმე ცვლილება შევიტანოთ ჩვენს რუტინაში. ის კი პომიდვრის ჩითილებს ვერ დატოვებს – გამიხმებაო. როდესაც დანაზოგის შესახებ გაიგო, გამომიცხადა, რომ ცოტას დაგიმატებ და აბანო ავაშენოთო…არ ვიცი როგორ მოვიქცე. აღარ შემიძლია ფიზიკური შრომა და მუდმივად იქ ყოფნა. მინდა ერთხელ მაინც ჩავჯდე თვითმფრინავში და ზღვა ვნახო. მემგონი არც ისე ბევრი მინდა…”

რედაქციისგან – ვინც არ უნდა იყოს უფროსი ოჯახში, მარინას და მის ქმარს აქვთ პირადი სივრცე და პირადი ბიუჯეტი. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ უფლება განაგონ თავიანთი დანაზოგი ისე, როგორც უნდათ. მარინას სრული უფლება აქვს წავიდეს ზღვაზე ქმრის გარეშე, თუნდაც შვილთან ერთად და აისრულოს ოცნება. ქმარმა კი თავისი სურვილები აისრულოს. არის ბევრი ვარიანტი და გამოსავალი პრობლემის მოსაგვარებლად. მთავარია, დატკბეთ ცხოვრებით და გააკეთოთ ის, რაც ძალიან გინდათ. თქვენ როგორ მოიქცეოდით?