ვოცნებობდი შაბათს გამომეძინა, მაგრამ დედამ გააღო კარი და დაიწყო ჩებურეკის შეწვა

0
219

“მე და ჩემმა ცოლმა სახლი მშობლებთან ახლოს ვიყიდეთ. ეს იყო ყველაზე სულელური გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში. თავიდან ვფიქრობდით, რომ კარგი იყო ჩემი მშობლები რომ ახლოს იყვნენ, ბავშვებს დავუტოვებდით და დაგვეხმარებოდნენ საჭიროებისამებრ. დედაჩემს სახლის გასაღებიც მივეცი და ძალიან მალე საშინლად ვინანე – გვწერს ჩვენი რესპოდენტი. ის რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ – დედა ცდილობდა ყველაფერში დახმარებოდა, მეორე მხრივ – ხშირად იჭრებოდ ახალგაზრდების პირად სივრცეში და თავის წესებს ახვევდა მათ. პაპარაცის რედაქცია დღეს მათ ამბავს მოგიყვებათ.

სათადარიგო გასაღები

“თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ დედა პენსიაზე გავიდა და ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდა, რომელიც მთლიანად ჩემს ოჯახს დაუთმო. მოჰქონდა ღვეზელები და ნამცხვრები ჩაისთვის და ჩვენ მხოლოდ გვახარებდა ეს. ერთხელ სამსახურიდან დაბრუნებულს ცოლი ატირებული დამხვდა. აღმოჩნდა, რომ დედა ბლინებით მოვიდა სტუმრად და დაიწყო ჩვენი მაცივრის დალაგება. მან რძალს შენიშვნები მისცა ბავშვების არასწორი მოვლისთვის და უვარგისი პროდუქტებით გამოტენილი მაცივრისთვის. მაშინვე დავუძახე დედას და ვცადე კონფლიქტის მოგვარება. აღმოჩნდა, რომ ცოლმა არასწორად გაიგო ყველაფერი და თითქოს განეიტრალდა სიტუაცია.მომდევნო კვირაში, დილით, გაღვიძებაც ვერ მოვასწარით – შაბათი იყო და გამოძინება გვინდოდა, დედამ კარი შემოაღო. მოიტანა კომბოსტოს ღვეზელები, რადგან დიდხანს გვძინავს და ბავშვებს არ ვაჭმევთ დროულად. ვცადე მისთვის ამეხსნა, რომ ჩვენ ჩვენი ოჯახი და ჩვენი გრაფიკი გვაქვს. უკვე ზრდასრული ადამიანები ვართ და ვიცით რა როდის გავაკეთოთ. დედა ერთი კვირით დაშოშმინდა, მაგრამ მერე ისევ…

რთული სამუშაო კვირის მერე გვინდოდა კარგად გამოგვეძინა. ისევ ჩემი მოუსვენარი დედა გვესტუმრა და სამზარეულოში ფუსფუსი დაიწყო. მან ჩებურეკის გამოცხობა გადაწყვიტა. ვეღარ მოვითმინე და მოვთხოვე გასაღების დაბრუნება სტუმრად მოსვლამდე ჩემი გაფრთხილება. რა თქმა უნდა, ეწყინა და 1-2 კვირა აღარ გვეკონტაქტებოდა, მერე მირეკავდა ხოლმე. არ მესმის, ზრდასრული, ჭკვიანი ქალი როგორ ვერ ხვდება, რომ ჩემს ოჯახურ სიმყუდროვეს არღვევს, მე თითონ მინდა ჩემს სახლში უფროსი ვიყო.მალე შევრიგდით, რადგან საავადმყოფოში მოვხვდი და ბავშვებისთვის უნდა მიეხედა, ოღონდ ერთი პირობით – ჩვენს სახლში უნდა გადმოსულიყო. სხვა გაზა არ მქონდა, დავთანხმდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გადაატრიალა ჩვენი ყველა პირადი ნივთი, დაალაგა, მაგრამ ბევრი რაღაც უკითხავად გადაუყრია. რა უნდა ვუყო ამას? როგორ გავაგებინო სხვანაირად მოიქცეს?”

რედაქციისგან: ჩვენს რესპოდენტს დედას ვერავინ შეუცვლის. ის თავისი წესებით ცხოვრობს და თავი შვილზე და რძალზე ჭკვიანი ჰგონია. შეიძლება ფიქრობს, რომ ყველაფერს მათი სიყვარულისთვის აკეთებს. სინამდვილეში ის არღვევს სწორი და ჯანსაღი ურთიერთობების ეკოსისტემას ოჯახში. ადამიანები, რომლებმაც “ყველაფერი უკეთ იციან” არ იცვლებიან. ამიტომ ან უნდა მიიღონ ასეთი, ან შეწყვიტონ ურთიერთობა. ან შეიძლება დედის ნახვა ნეიტრალურ ტერიტორიაზე, თავად მივიდეს სტუმრად. თქვენ როგორ ფიქრობთ? რაში არის გამოსავალი?