ისპანახის ფხალი ბროწეულის მარცვლებით, ქართული სუფრის საყვარელი ხემსი.

792

ცოტა ხნის წინ ერთი სასიამოვნო ადამიანი გავიცანი. სტუმრად ვიყავი ჩემს ნათლულთან და სახლში ვბრუნდებოდი, ტაქსს ველოდებოდი ერთ პატარა კაფესთან. ამ დროს მოვიდა უცნობი მამაკაცი და მითხრა, რომ ტრაპეზისთვის სწორად შევარჩიე დაწესებულება და ქართულ ტრადიციულ კერძებზე დაიწყო საუბარი.

ჩემდა გასაკვირად, ავყევი საუბარში, რადგან ძალიან სასიამოვნო და ყურადღებიანი ადამიანი ჩანდა. ამასობაში ტაქსიც  მოვიდა და აღმოჩნდა, რომ მოსაუბრეც იმავე მიმართულებით მიდიოდა, საითაც მე. გადავწყვიტეთ ერთად წასვლა.მგზავრობის დროს ბევრი ნიუანსი გავიგე ქართული კერძების შესახებ. მომიყვა ჩემი გემრიელი კერძის ფხალის გაკეთების ნიუანსებიც.იმავე საღამოს ვიყიდე მთელი გროვა ქორფა მწვანილები და ისპანახი. დღეს კი პაპარაცის რედაქციასთან ერთად გაგიზიარებთ დეტალებს:

ისპანახის ფხალი

ინგრედიენტები

  • 0.5 ისპანახი
  • 0,2 ჩ/კ დაფქული ქინძი
  • 100 გრ. კაკალი
  • 2 კბილი ნიორი
  • 0.5 ჩ/კ უცხო სუნელი
  • მარილი გემოვნებით
  •  ჩ/კ ვაშლის ძმარი
  • შავო პილპილი გემოვნებით
  • ბროწეულის მარცვლები

მომზადების წესი

  1. პირველ რიგში კარგად გარეცხეთ ისპანახი გამდინარე წყალში. ამის შემდეგ ჩაყარეთ ქვაბში და დაასხით მდუღარე წყალი. ხის კოვზით დააწექით, რომ მთლიანად დაიფაროს წყლით. ადუღეთ 2 წუთი და გადმოიღეთ საწურზე.
  2. როდესაც ისპანახი გაცივდება, კარგად გაწურეთ ხელით და მოაშორეთ ზედმეტი სითხე.
  3. დააჩოფერეთ მიღებული მასა ან გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. იგივე გააკეთეთ ნიგვზით და ნივრითაც.თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ექსპერიმენტის სახით დაუმატოთ ხახვი, ქინძი და მოთუშული კომბოსტო  – გამოდის პიკანტური და განსხვავებული გემო.
  4. შემდეგ მიღებულ მასას დაუმატეთ სანელებლები და კარგად აურიეთ. ამის შემდეგ უკვე ესთეტიკურ მხარეზე შეგიძლიათ იზრუნოთ.
  5. დაისველეთ სელები წყლით, აიღეთ მცირე მასა და გააკეთეთ ბურთულები. ბოლომდე მიყევით ასე.

დააწყვეთ ფხალის არომატული ბურთულები თეფშზე და მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.გემრიელად მიირთვით და გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები ამ კერძზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს