გასულ წელს ამ რეცეპტით 30 ქილა ატამი დავხუფე და მაინც არ გვეყო.

5369

ბავშვობიდან მიყვარს დაკონსერვებული ატმის კომპოტი. დღესაც მახსოვს პირველად რომ გავსინჯე ის გემო…ბავშვობაში დედამ წამიყვანა მეგობრის დაბადების დღეზე. იუბილარმა დაგვახვედრა ულამაზესი ტორტი, რომელიც მორთული იყო დაკონსერვებული ატმის ნაჭრებით.მახსოვს როგორ გამაოცა დეკემბერში ატმის დანახვამ, მასპინძელმა კი გულიანად გაიცინა და ამიხსნა საიდან მოიტანა.ეხლა ყველ ზაფხულს ვხუფავ ათეულობით ქილა ატამს. ვიცი, რომ ზამთარში ბევრ შემთხვევაში გამოვიყენებ და დამეხმარება, უბრალოდ ქილის გახსნით.დღეს პაპარაცის რედაქცია სიამოვნებით გაგიზიარებთ დაკონსერვებული ატმის მომზადების წესს.

დაკონსერვებული ატამი

ინგრედიენტები

  • 2 კგ. ატამი
  • 400 გრ. შაქარი
  • 1 ლ. წყალი
  • 2 ჩ/კ ლიმონმჟავა

მომზადების წესი

  1. პირველ რიგში კარგად გარეცხეთ ატამი, გააშრეთ ქაღალდის ხელსახოცზე.
  2. შემდეგ გაჭერით ატმები შუაზე და ამოაცალეთ კურკა. თუ სურვილი გექნებათ, შეგიძლიათ გათალოთ კიდეც. მარტივად რო მოაცილოთ კანი, ჩააგდეთ მდუღარე წყალში რამდენიმე წუთი, შემდეგ კი გადაიტანეთ ყინულიან წყალში.
  3. შემდეგ ატმის ნაჭრები მჭიდროდ ჩაალაგეთ სტერილურ ქილებში და დაასხით მდუღარე წყალი. დაახურეთ თავსახურები და დადგით 20 წუთით.
  4. ამასობაში მოამზადეთ სიროფი. ჩაასხით ქვაბში წყალი, დაუმატეთ შაქარი და ლიმონმჟავა. მიიყვანეთ დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე, თან ურიეთ. ადუღეთ 3-4  წუთი.გადმოასხით პირველი წყალი ატმის ქილებიდან და დაასხით მდუღარე სიროფი.
  5. ბოლოს დახუფეთ ქილები და დადგით ამობრუნებულ მდგომარეობაში. როდესაც გაცივდება, გადაიტანეთ ცივ და გრილ ადგილას.

იმედი გვაქვს, მოგეწონებათ რეცეპტი და თქვენც გააკეთებთ. გაგვიზიარეთ შედეგები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს