ქალის და მამაკაცის ხეების შესახებ. რატომ უნდა დაისვენოს ქალმა ვაშლის ხის ქვეშ

1002

ადმიანები ძველთაგანვე თვლიდნენ ბუნების ძალებს ენერგიის წყაროდ. ანდობდნენ მას თავიანთ ცხოვრებისეულ რთულ მომენტებს და მიმართავდნენ დასახმარებლად. საჭიროა მხოლოდ ცოდნა, როგორ უნდა მიმართოთ სწორად. ამ სტატიაში paparazzi.ge გასწავლით როგორ უნდა გააკეთოთ ეს. საჭიროა იცოდეთ რომელი ხე ითვლება ქალის და რომელი მამაკაცის დამხმარე ენერგიის წყაროდ.

ხეების ენერგეტიკა

ალბათ გსმენიათ, რომ ხეებს აქვს ადამიანის პოზიტიური ენერგიით ავსების უნარი, მას შეუძლია განდევნოს ნეგატივი და შეამსუბუქოს გარკვეული სიმპტომები. მთავარია, შეარჩიოთ სწორი ხე და სწორად მიმართოთ დახმარებისთვის.

ქალების ხეები

ვაშლი – ვაშლის ხე ქალის ხედ მიიჩნევა და თვლიან რომ ის მანდილოსნებს ყოველთვის ეხმარება. ვაშლის ხეს შეგიძლიათ მიმართოთ ყოველდღიური პრობლემების დროს, რადგან ის ოჯახური ბედნიერების და კეთილდღეობის სიმბოლოა. ეხმარება სიყვარულის და ჰარმონიის შენარჩუნებას ოჯახში, აგრეთვე შთამომავლობის გამრავლებას და მატერიალურ გაუმჯობესებას. ძველ დროში ახალგაზრდა გოგონებს ურჩევდნენ ვაშლის ხის ქვეშ ძილს, რათა მიეღოთ ნამდვილი ქალური ენერგია და ძალა.

ტირიფი – ესეც მდედრობითი ხეა. ის წმენდს ენერგეტიკას ნეგატივისგან. ის ეხმარება ქალებს სულიერი ჭრილობების მოშუშებასა და დარდის მოცილებაში. ტირიფს შეგიძლიათ მიმართოთ თუ არ გყოფნით თავდაჯერებულობა, ვერ ეგუებით რეალობას. მაგრამ გაითვალისწინეთ – ის ითვლება ასევე ხე-ვამპირად. მას შეუძლია წაიღოს დადებითი ენერგიაც. ამიტომ მასთან კონტაქტი 8 წუთზე მეტი ხანი არ იქონიოთ.

არყის ხე – ენერგეტიკულად უხვი არყის ხეს შეუძლია გამოკვებოს ადამიანი პოზიტიური და მაკურნებელი ენერგიით. მისი მოქმედება ძალიან რბილია და მის გვერდით ყოფნა შეიძლება განუსაზღვრელი დროით. არყის ხე განსაკუთრებულად მარგებელია ქალებისა და ბავშვებისთვის. არყის ხეს შეუძლია გააუმჯობესოს თქვენი კანის ჯანმრთელობა, განკურნოს თავის ტკივილი. ამბობენ, რომ თუ არყის ხეს სურვილს ჩაუთქვამთ, აუცილებლად აგისრულდებათ.

ფიჭვი – ფიჭვი ითვლება ქალების დონორად. მას შეუძლია უდიდესი ენერგია გასცეს. აღადგენს იმუნურ სისტემას, ხსნის გაღიზიანებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. მაგრამ აქაც სიფრთხილეა საჭირო. სუსტი გულის მქონე ადამიანები მასთან დიდხან კონტაქტს უნდა მოერიდონ.

აკაცია – ეს ხე კარგი დონორი და ენერგიის გამცემია. ის აძლევს ქალს ძალას და ახალი სიცოცხლის ჩასახვის ენერგიას. სწორედ აკაციის ხეს სთხოვდნენ ბავშვის დაბადებაში დახმარებას. თეთრი აკაციის ხე უკვდავების სიმბოლოა. ქალებმა უნდა იყნოსონ ამ ხის ყვავილის არომატი. ის დადებითად მოქმედებს არა მარტო ნერვულ სისტემაზე, არამედ მთელს ორგანიზმზე. აღსანიშნავია ისი, რომ აკაცია მამაკაცებზე პოზიტიურად მოქმედებს.

მსხალი – მსხალი ხანგრძლივი სიცოცხლის და დედობრივი სიყვარულის სიმბოლოა. ესეც მდედრობითი ენერგიის ხეა. მსხალი ეხმარება ქალებს ნეგატიური ენერგიისგან გათავისუფლებაში. ის აჯილდოვებს ადამიანს გახსნილობით და კომუნიკაბელურობით. განსაკუთრებული ინტენსივობით ასხივებს პოზიტიურ ენერგიას ყვავილობის დროს. ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ თუ მსხლის ნაყოფს ბავშვის საწოლთან დააწყობდნენ, ის უფრო მშვიდად დაიძინებდა.მდედრობით ხეებად აგრეთვე ითვლება ჟასმინი, გარდენია, კამელია, ჰიბისკუსი, კვიპაროსი, ოლენდრა, იასამანი, ევკალიპტი…

მამრობითი ხეები

მუხა – ეს ხე ეხმარება ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში. აძლევს ენერგიას და გონების სიჯანსაღეს. მუხასთან კონტაქტი მოქმედებს განწყობაზე, რთული ცხოვრებისეული პრობლემების საღად შეფასებაზე. რაც უფრო ასაკოვანია მუხა, მით უფრო ძლიერია ისი ენერგეტიკა. ეს გიგანტური ხე ამშვიდებს ადამიანს, აცხრობს შფოთს, აქვს მატონიზირებელი ეფექტი.მაგრამ მუხასთან კონტაქტი ყველასთვის სასურველი არ არის. ქალებმა, ბავშვებმა, აგრეთვე დაბალი წნევის მქონე ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ, რადგან მისი ენერგია ინტენსიურია მათთვის. მამაკაცებისთვის ძალიან კარგია, მაგრამ ზომიერების დაცვა მაინც საჭირო იქნება.

წაბლი – წაბლი მართალია, ენერგიას არ გასცემს, მაგრამ ისრუტავს სხვადასხვა პრობლემებს ადამიანისგან. ის არ ერევა შინაგან სამყაროში და მსუბუქად მოქმედებს ბიოველზე. წაბლი ეხმარება ადამიანს გაუმკლავდეს მიჯაჭვულობებს. მასთან კონტაქტი უნდა იყოს ხანმოკლე.

ნეკერჩხალი – ნეკერჩხალი ნამდვილი ჯადოქარია. ის შთანთქავს უარყოფით ენერგიას და გარდაქმნის პოზიტიურად. მასთან კონტაქტით მოგეხსნებათ სტრესი, სულიერი შფოთვები, აღიდგენთ სულიერ წონასწორობას. მას შეგიძლიათ ანდოთ თქვენი ყველა პრობლემა, მოუყვეთ რაც გულში გაქვთ დაგროვილი.

თელა – თელა ნამდვილი მამაკაცური ენერგიის მატარებელი ხეა. ის არის ხე-დამცველი, ხე-მეომარი. მასთან კონტაქტი ეხმარება ახალ წამოწყებებს და განდევნის უიღბლობას. ბიო ენერგეტიკოსები გვირჩევენ წარუმატებლობის შემთხვევაში მივმართოთ ამ ხეს. ერთი სწორი კონტაქტი რამდენიმე წელი ყოფნის. ძველად თელის ხეს სახლთან ახლოს რგავდნენ და ის იყო თილისმა ოჯახისთვის.მამაკაცური ენერგიის ხეებს განეკუთვნება აგრეთვე ბამბუკი, კუნელი, ცხრატყავა, თხილი, ღვია, მაყვალი…

იმისათვის, რომ ხეების ენერგიამ პოზიტიურად აგავსოთ, უნდა ეკონტაქტოთ სწორად. დადექით ხესთან, ჩაეხუტეთ ორივე ხელით და მიეყრდენით მკერდით და შუბლით. გონებაში სთხოვეთ დახმარება. მადლიერებით მიიღეთ ძალა და ენერგია. თუ გაქვთ რაიმეს თქმის სურვილი, გაუზიარეთ თქვენი განცდები.

თქვენ გჯერათ, რომ ხის ენერგიას მაკურნებელი ძალა აქვს? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს