ბოსტნეულის ტოლმის ამ ვერსიას “დიდ ცდუნებასაც” უწოდებენ

0
218

ვაზის ფოთლის ტოლმას ამზადებენ ყველგან, სადაც იზრდება ყურძენი და ყველგან ერთმანეთზე გემრიელია. არსებობს ტოლმა სომხურად, ტოლმა აზერბაიჯანულად… დღეს კი პაპარაცის რედაქცია ქართულ ტოლმის ასორტის მოგამზადებინებთ. ეს ტოლმა ბოსტნეულით მზადდება და ყველას ხიბლავს თავისი პიკანტური გემოთი.

შინაური ტოლმა

ბოსტნეულის ტოლმა ზაფხულის სეზონზე. ვაზის ფოთლები და კომბოსტო აქ აღარ გამოიყენება. ერთი სიამოვნებაა მისი დაგემოვნება არომატული სოუსით. მოემზადეთ ბარაქიანი და დიდი პორციებისთვის.

ინგრედიენტები:

  • 500 გრ. საქონლის ხორცი
  • 50 გრ. ღორის ხორცი
  • 450 გრ. ხახვი
  • 200 გრ. სტაფილო
  • 2 ცალი ბადრიჯანი
  • 150 გრ. ბულგარული წიწაკა
  • 300 გრ. პომიდორი
  • 160 მლ. ზეთი
  • 20 გრ. ნიორი
  • 20 გრ. ქინძი
  • 100 გრ. ბრინჯი
  • 1 ჩ/კ ბაზილიკი
  • 0,5 ჩ/კ შავი პილპილი
  • 1 ს/კ მარილი

მომზადების წესი:

  1. კარგად გარეცხეთ გამდინარე წყალში და მოხარშეთ ბრინჯი ნახევრად.
  2. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ღორის და საქონლის ხორცი. დაუმატეთ ნიორი, ქინძი, ოხრახუში და ხახვი.
  3. ნახევრად მოხარშულ ბრინჯს გადაავლეთ წყალი, რომ წებოვნება არ ჰქონდეს. შეურიეთ ის ფარშს და დაამატეთ სანელებლები: მარილი, წითელი დაფქული წიწაკა, ბაზილიკი გემოვნებით. აურიეთ ფრთხილად, ძლიერი მოზელა არ სჭირდება.
  4. დაჭერით ხახვი, გახეხეთ სტაფილო წვრილ სახეხზე და მოშუშეთ ერთად ზეთში.
  5.  ხახვს და სტაფილოს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ნიორი, აურიეთ და შუშეთ დაბალ ცეცხლზე 5 წუთით. შემდეგ დაამატეთ კანგაცლილი პომიდორი და კიდევ რამდენიმე წუთი მოშუშეთ.
  6. პომიდორს ადვილად რომ გაეცალოს კანი დაასხით მდუღარე წყალი და გაჩერეთ 1-2 წუთი. ბოლოს მოშუშულ მასას დააყარეთ მარილი და გადმოდგით.
  7. ღრმა ტაფაში ჩააწყვეთ შუაზე გაჭრილი ბადრიჯნები, აგრეთვე ბულგარული წიწაკა – მთელი და გასუფთავებული. თავდახურულში შებრაწეთ ორივე მხრიდან.
  8. როდესაც ბოსტნეული მზად იქნება, ამოჭერით ბადრიჯნებს და მასთან ერთად პომიდვრებსაც გული, შეავსეთ ფარშით ბადრიჯანი, ბულგარული და პომიდორი.
  9. ჩაალაგეთ ფარშირებული ბოსტნეული ქვაბში. დაასხით წყალი ნახევრამდე და აადუღეთ მაღალ ცეცხლზე.
  10. როდესაც ადუღდება, დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ ბოსტნეულის ტოლმა 35 წუთი. გემრიელად მიირთვით!

ტოლმას ძალიან უხდება არაჟანი. ის იმდენად გემრიელი გამოდის, ვერ  გაძღებით ჭამით. ეს ტოლმა ასევე მზადდება ხორცის გარეშეც, გამოდის არანაკლებ გემრიელი და მსუყე. თქვენ როგორ ამზადებთ ბოსტნეულის ტოლმას? გაგვიზიარეთ კომენტარებში.