ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძინა უსახლკარო ადამიანმა ვილა 1 დოლარად

514

შეცდომით დაბეჭდეს?

განცხადებაში ეწერა:

-“იყიდება 3-სართულიანი ვილა ზღვის პირას. აუზითა და ბაღით. ღირებულება – 1$.”

-სისულელეა! – წარმოთქვა უსახლკარომ და გადააგდო გაზეთი. ეზოებს შორის, საკვების საძიებლად სიარულის დროს, მან კედელზე განცხადება ნახა: “იყიდება 3-სართულიანი ვილა ზღვის პირას. აუზითა და ბაღით. ღირებულება – 1$.”

“ნუთუ შეცდომით დაბეჭდეს?” – გაიფიქრა მამაკაცმა და ბუზღუნით გააგრძელა გზა. პროსპექტზე გავიდა და ყურადღება გაამახვილა უდიდეს ბანერზე: “იყიდება 3-სართულიანი ვილა ზღვის პირას. აუზითა და ბაღით. ღირებულება – 1$.”

უსახლკარო დაფიქრდა. დაინტერესდა, რომელმა შეშლილმა დაწერა ასეთი რამ და გადაწყვიტა, შეემოწმებინა. დასაკარგავი არაფერი ჰქონდა, გარდა ჯიბეში დარჩენილი უკანასკნელი დოლარისა. მისამართზე მივიდა და დაინახა განცხადებაში ნახსენები ვილა. მაშინვე დარეკა ზარი და კარი ლამაზმა ქალმა გაუღო.

-უკაცრავად, განცხადების მიხედვით მოვედი. ეს ხუმრობაა?

-რას ამბობთ?! განცხადება სწორია.

-მე ღირებულებაზე ვამბობ: 1 დოლარი ღირს, არა?

-დიახ. 1 დოლარი. თუ დაინტერესდით, სახლს დაგათვალიერებინებთ.

ნანახით აღფრთოვანებულმა, თავისი უკანასკნელი დოლარით შეიძინა მდიდრული ვილა. და მაინც, გადაწყვიტა იმის გაგება, თუ რატომ ღირდა სახლი ასე ცოტა. ქალმა ღიმილით უპასუხა: “ჩემმა ქმარმა, გარდაცვალებამდე, ანდერძი დაწერა, რომელშიც მიუთითა, რომ ეს სახლი გამეყიდა და შემოსული თანხა მისი საყვარლისთვის გადამერიცხა. მის უკანასკნელ სურვილს ხომ არ უგულებელვყოფ? განცხადება 6 თვის განმავლობაში ეკიდა და თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც მის მიხედვით მოვიდა აქ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.” და წავიდა.

მორალი: შანსი ყველას ეძლევა. უბრალოდ უნდა შეამოწმოთ, რომ შეუძლებელი შესაძლებელია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს