რატომ არ არის ოჯახი დისტანციურად ნამდვილი ოჯახი

56

“ცალკე ბინა ქმრისთვის? რა სისულელეა?” ბოლო დროს ქალბატონ მაიას ამ სიტყვების მოსმენა ხშირად უწევს. მაგრამ აქ საუბარი არ არის არც ყიდვაზე და არც ცალკე გადასვლაზე. უბრალოდ ქმარს ურჩევნია ქალაქში იქირაოს ბინა, რომ სამსახურში მისვლამდე დროის და ფულის ზედმეტი ხარჯვა აიცილოს. სწორია თუ არა ეს? რამდენად მისაღებია? პაპარაცის რედაქცია დღეს ერთ ამბავს მოგიყვებათ.

ცალკე სახლი

ცხოვრება და სამუშაო – მაია და ვახო – ბედნიერი ცოლ-ქმარია ორი შვილით. ადრე ქალაქში ცხოვრობდნენ, მაგრამ მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ უფრო დიდი სახლის ყიდვა გადაწყვიტეს და გარეუბანში გადავიდნენ საცხოვრებლად. გაყიდეს თავისი ერთ ოთახიანი ბინა და იგივე ფასში იყიდეს სამ ოთახიანი.სკოლა, საბავშვო ბაღი, მაღაზი – ყველაფერი ახლოს ჰქონდათ, ამიტომ ბავშვებს არაფერის მიაკლდებოდათ. მაიამ მალე იშოვა ახლოს სამსახური. მართალია, არც ისე მაღალი ხელფასით, მაგრამ მაინც კარგი იყო. მითუმეტეს, რომ ოჯახის ძირითადი შემოსავალი ეს არ იყო. მთავარი მარჩენალი მაინც ვახო იყო.მას კარგი სამსახური ჰქონდა ქალაქში. მგრამ იმისათვის, რომ იქამდე დროულად მიეღწია, უნდა ამდგარიყო დილის 6 საათზე და რამდენიმე ტრანსპორტი გამოეცვალა. საშუალოდ 2 საათი ჭირდებოდა სამსახურამდე მისასვლელად და იგივე სახლში დასაბრუნებლად.

ქმრის გადაწყვეტილება – ერთხელ, ვახომ თქვა, რომ ასე ძალიან უჭირდა და აღარ შეეძლო, რადგან ძალიან დიდი დრო და ენერგია ეხარჯებოდა გზაში. ამასთან სამსახურის შეცვლა არ გამოვა, მოსწონს მოსი საქმე და ხელფასიც კარგი აქვს. ერთადერთი გამოსავალია იქირაოს პატარა ბინა სამსახურთან ახლოს. სამუშაო დღეებში იქ იცხოვრებს, ხოლო უქმეებს ოჯახთან გაატარებს ხოლმე.მაიას რა თქმა უნდა არ მოეწონა ეს გადაწყვეტილება: ბევრი ცხოვრობს ასე და იქნებ შეძლოო.ვახომ უპასუხა: რთულია ძალიან, სცადე ერთი კვირა მაინც ჩემს რეჟიმში ყოფნა და მიხვდებიო.

როგორ გავიგოთ? – ახლობლებმა არ გაამართლეს ვახოს საქციელი. რანაირად იქნებ ოჯახი სრულყოფილი, თუ ქმარი მთელი კვირა სხვაგან იცხოვრებს და შაბათ-კვირას მივა ხოლმე სახლში? თავიდან ჩავა ხოლმე ცოლ-შვილის მოსანახულებლად, მერე მაგასაც აღარ გააკეთებსო. მანძილი ცუდად აისახება გრძნობებზე და ნელ-ნელა დაკარგავენ ერთმანეთსო. ზოგმა კი ვახოს ერთგულებაშიც შეიტანა ეჭვი.

ამ ყველაფერმა მაია ძალიან გააღიზიანა. ერთი მხრივ, ის უთანაგრძნობდა ქმარს და ესმოდა მისი, მეორე მხრივ არ უნდოდა მისგან ცალკე ყოფნა. თან ეჭვიც ღრღნიდა – იქნებ მართლა სხვა ყავს ქალაქში? ორივე ხვდებოდა, რომ ამ ეტაპზე ეს გამოსავალი ეს იყო და მომავალში რაღაცას შეცვლიდნენ. რამდენად სწორად მიგაჩნიათ მათი გადაწყვეტილება? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს