ყველაზე სწრაფი და მარტივი მეთოდი ვერცხლის გასაპრიალებლად

14664

დროთა განმავლობაში, ვერცხლის ნაკეთობები კარგავს პირვანდელ ელვარებას და სამკაული ხდება მკრთალი, გაშავებული და ნაკლებად მიმზიდველი, როგორიც არ უნდა ყოფილიყო მაღაზიაში შეძენისას. ვერცხლის ნაკეთობებს პირვანდელი იერი რომ დაუბრუნოთ, სულ 3 წუთი და მარტივი მოქმედება გჭირდებათ.

დაგჭირდებათ

  • ალუმინის ფოლგა
  • სოდა
  • მდუღარე წყალი
  • ჭიქა

ვერცხლის წმენდა

1. ორად დაკეცილი ფოლგა მოათავსეთ ჭიქაში. დაუმატეთ 1/2 ჩ.კ. სოდა.

2. ჩაასხით ჭიქაში მდუღარე წყალი. დაიწყება სოდის ქრობის რეაქცია, რომელიც, ალუმინის ფოლგასთან ერთად, დაუბრუნებს ვერცხლს საწყის ფერსა და ელვარებას 3 წუთში ისე, რომ ნაკეთობას არ ვნებს.

3. მოათავსეთ ნაკეთობა მომზადებულ ხსნარში 3 წუთით.

4. ამის შემდეგ, გარეცხეთ ნაკეთობა გამდინარე წყალში და მორჩა. ვერცხლი ისევ ბზინავს.

ასე გამოიყურებოდა ნაკეთობა გაწმენდამდე:

პროცედურიდან 3 წუთის შემდეგ:

ვერცხლს ელვარება რომ შეუნარჩუნოთ, მოათავსეთ ტარების შემდეგ, მთელი ღამით, მცირე რაოდენობის სპირტში. ეს გააცლის მას ცხიმსა და ჭუჭყს, რომელიც ჩვენს კანთან კონტაქტისას დააგროვა.

თუ უფრო დაწვრილებითი და თვალსაჩინო ინსტრუქცია გჭირდებათ, უყურეთ ვიდეოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს