ნემსიწვერა სახლში – რა გავლენას ახდენს ეს ქოთნის ლამაზმანი ოჯახის წევრების კეთილდღეობაზე.

0
308

ქუჩაში ძალიან ცხელა, მაგრამ ჩემი ბალბიფოთოლა აყვავებას მაინც ცდილობს. ვგიჟდები, როცა სახლში ნემსიწვერა ყვავის და თავისი ლამაზი ფერებით მახარებს. ამ ოთახის მცენარის არომატი სახლის ენერგეტიკას აუმჯობესებს, ოჯახის წევრებს კამათის, ჩხუბისა და სხვა ნეგატიური ემოციებისგან იცავს. ოღონდ ამ მცენარეს ერთი ნაკლი აქვს, რომლის შესახებ ყველამ არ იცის.დღეს პაპარაცის რედაქცია გიამბობთ, ვინ არ უნდა გააჩეროს ნემსიწვერა საძინებელში. გირჩევთ, სახლიდან შორს გაიტანოთ. ყვავილის დადებითი რეპუტაცია კითხვის ქვეშაა.

ნემსიწვერა სახლში

შეუძლებელია ამ ლამაზი ყვავილის მიმართ გულგრილი დარჩეთ. როგორც მინიმუმ, მისი გულის მოგება მარტივია. საკმარისია, სინათლით უზრუნველყოთ, რომ ფოთლების ქვეშ გაშლილი ქოლგების ღრუბელი დაინახოთ. ნემსიწვერების უმეტესობა დიდებულად გამოიყურება და საფუარივით იზრდება.ნემსიწვერა სამზარეულოში უკვე მყუდრო სახლის სიმბოლოდ იქცა. მის სასარგებლო თვისებებზე არაფერს ვამბობთ: ამშვიდებს, დაღლილობას აქრობს, განწყობას ამაღლებს, სიმშვიდის და კეთილდღეობის შეგრძნებას იძლევა, კარგ ძილს უზრუნველყოფს. ამბობენ, რომ ყვავილი სახლში ატმოსფეროს აუმჯობესებს, ავი თვალისგან იცავს.

ზოგჯერ ნემსიწვერა უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო. ხალხური რწმენა არსებობს, რომლის მიხედვით სახლში ნემსიწვერას ყოლა მარადიულ მარტოობას ნიშნავს. ამბობენ, რომ საძინებელში ფანჯრის რაფაზე ბევრი ნემსიწვერას ქოთანი სახლიდან მამაკაცს განდევნის, ამით მფლობელს ქალურ ბედნიერებას ართმევს.ყვავილს თავისი მფლობელი იმდენად ძლიერ უყვარს, რომ მისი გაზიარება არავისთვის სურს. თავისი ძლიერი ენერგეტიკით მამაკაცებს საძინებლიდან განდევნის ან საერთოდ არ უშვებს. დეიდაჩემისგან, რომელსაც ორი დასაქორწინებელი ქალიშვილი ჰყავს, ასეთი ისტორია მოვისმინე: „ერთი მშვენიერი ქალი მცოდნე ხალხის რჩევებს არ უსმენდა და სახლში ბევრ ნემსიწვერას ზრდიდა. მათ ყველა ფანჯრის რაფაზე დებდა. განსაკუთრებით ბევრი ქოთანი საძინებელში ჰქონდა. ცოტა ხანში მისი ძმის და მამის ჯანმრთელობა გაუარესდა. ყველაფერი სავალალოდ დასრულდა: ვიღაც მამაკაცმა, ვინც ამ ბინაში ცხოვრობდა, ამქვეყნიური ცხოვრება დატოვა“.

ცოტა საშიში ისტორიაა და არ ვიცი, სიმართლეა თუ არა. მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ, როგორც ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ არსებობს. ასეთი ცრურწმენა ტყუილად არ შექმნილა.მეცნიერული თვალსაზრისით საძინებელში ნემსიწვერას განთავსებაზე უარის თქმის მიზეზი არსებობს. ამ მცენარის აორთქლებულმა ეთერზეთმა შეიძლება ცუდი განწყობა გამოიწვიოს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ნემსიწვერა ლამაზი მცენარეა, რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს. მაგალითად, სტრესის და დეპრესიის ნიშნების შესამცირებლად ფოთლები ხელით გასრისეთ და სუნი ღრმად ჩაისუნთქეთ. ის ენერგიით სწრაფად დაგმუხტავთ, გაღიზიანებას და მოდუნებას გააქრობს. ეს მისი დადებითი თვისებების სრული სია არაა!

თქვენ გაქვთ ნემსიწვერა სახლში? როგორ თვლით, ნემსიწვერას მარტოობის სიმბოლოს დამსახურებულად უწოდებენ?