კიტრის მარინადის მომზადება ერთ საათში ნამდვილი გამარჯვებაა. მართლაც, როდესაც არ გაქვს მომზადების დრო, ჯობია ყველა კერძი მოამზადოთ სწრაფად. დასვენება მთავარი ნაწილია დროსტარების, მაგრამ საჭმელიც გინდება. ამიტომ ვცდილობთ შევუთავსოთ სასარგებლოს სასიამოვნო. პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ კიტრის მარინადის რეცეპტს: ინგრედიენტების ჩამონათვალი მცირეა და ადვილი მოსაპოვებელი, რაც დამეთანხმებით, მნიშვნელოვანი ფაქტორია.
კიტრის მარინადი ერთ საათში
ინგრედიენტები:
- 12 ფოთოლი პირშუშხა
- 12 ფოთოლი მოცხარი
- 2 კგ. კიტრი
- 2 ლიტრი წყალი
- ერთი კონა კამა
- 3 თავი ნიორი
- 1 ს/კ მდოგვი
- 1 ს/კ შაქარი
- 3 ს/კ მარილი
მომზადების წესი:
- ამ რეცეპტისთვის დაგჭირდებათ შესაფერისი მოზრდილი ჭურჭელი. მაღაზიის სათლი მარინადებისთვის იდეალური იქნება. აიღეთ პირშუშხას, მოცხარის და კამის ნახევარი და ჩაალაგეთ სათლის ძირზე. ეს იქნება საფენი, რომელზეც შემდეგ დააწყობთ კიტრებს.
- გაფცქვენით ნიორი და დასერეთ დანის პირით. ასე ის უკეთ გამოყოფს გემოს და არომატს. ნიორიც მწვანილების საფენზე დაადეთ.
- მოამზადეთ მარილწყალი. ამისათვის გახსენით წყალში მარილი, შაქარი და ერთი კოვზი მდოგვი. აურიეთ ყველაფერი და ცოტა ხანი გააჩერეთ. არ არის საჭირო არაფრის ადუღება, სტერილიზება ან გაცხელება. ჩააწყვეთ კიტრები სათლში ერთმანეთის გასწვრივ, რათა მეტი ჩაეტიოს და დაასხით მარილწყალი.
- ეხლა მეორე საფენის მომზადების დროა. დაგჭირდებათ ისევ ნიორი, პირშუშხას ფოთლები და მოცხარი. გემოს პიკანტურობისთვის დაუმატეთ წიწაკა ჩილი, დაახურეთ თავზე და დადგით მზეზე. ერთ საათში კიტრის მარინადი მზად იქნება. შეგიძლიათ მეტხანს გააჩეროთ, მეორე დღემდე. ის უკვე მზად არის!
ზოგიერთი პროცესის დასაჩქარებლად ურჩევს კიტრის მოსრესას მომზადებამდე, რათა კარგად გაუჯდეს არომატი. ასე გაკეთებ შეიძლება, რა თქმა უნდა, მაგრამ კიტრი არ იქნება ხრაშუნა. არადა ეს მნიშვნელოვანი თვისებაა ბევრისთვის.თუ არ გინდათ გარისკვა, მაგრამ გინდათ ცოტა მაინც გასინჯოთ. გთავაზობთ რეცეპტს უფრო მცირე მოცულობისთვის. ის შეგიძლიათ სპეციალურ, ელვა შესაკრავიან პაკეტში გააკეთოთ. არ დაგავიწყდეთ მზეზე დადება, რადგან ამის შემდეგ გემო რადიკალურად იცვლება. გისურვებთ ბევრ ახალ, საინტერესო კერძების აღმოჩენას და წარმატებულ კულინარიულ ექსპერიმენტებს.