მეუღლე დამცინის, რომ დღემდე ქაღალდის წიგნს ვკითხულობ და ზღვაზე თან დამაქვს

0
144

ზაფხული დადგა და როგორც იქნა, ბევრმა საქმიანმა ადამიანმა ნანატრი შვებულება აიღო. რა თქმა უნდა, ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია კარგად დასვენება და თითოეული წუთიდან მაქსიმალური სიამოვნების მიღება. მნიშვნელობა არ აქვს, სახლში ისვენებთ თუ ზღვაზე. მენდეთ, თუ სადმე წასვლას ვერ ახერხებთ, ხარისხიანად დასვენება მაინც შეგიძლიათ. მთავარია, ყველაფერი კარგად დაგეგმოთ და შვებულებისთვის წიგნები წაიღოთ.

შვებულებაში წასაკითხი წიგნები

როგორც არ უნდა ისვენებდეთ: მთაში აქტიური ლაშქრობა თუ სანაპიროზე მშვიდად წოლა, ნებისმიერ შემთხვევაში მოწყენილობის მომენტი დგება. ჩვეულებრივ, ამ დროს თავს ვიდანაშაულებთ, რომ აქტიურად არ ვისვენებთ. ეს შეგრძნება უნდა მოიშოროთ, რადგან მთელ შვებულებას ჩაიშხამებთ. როგორ მოვიშოროთ? ამ შემთხვევაში წიგნის კითხვა ჩემი საყვარელი მეთოდია. ნებისმიერი ლიტერატურის წაკითხვით ტვინის წინაშე მოვალეობას შეასრულებთ. ჩვენ მუდმივად მენტალური და გონებრივი განვითარების მუდმივი მოთხოვნილება გვაქვს. ერთსაც და მეორესაც წიგნი ხელს უწყობს. პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ წიგნებს, რომლებიც დასვენების დროს შეგიძლიათ წაიკითხოთ, რომ მოდუნდეთ და თან სარგებელი მიიღოთ.

  1. იუვალ ნოახ ჰარარი „საპიენსი: მოკლე ისტორია კაცობრიობის შესახებ“ – წიგნი 30-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი და არა ტყუილად. ეს საუკეთესო მაგალითია, რა უნდა იცოდეთ ჩვენზე, ადამიანებზე, კაცობრიობაზე. წიგნში ბევრი ისტორიული ფაქტია, თუმცა მოსაწყენად აღწერილი არაა, არამედ წარმოუდგენლად საინტერესოა. თვალის მოწყვეტას ვერ შეძლებთ. არ დაიჯერებთ, მაგრამ წიგნი არა მხოლოდ ზოგადი კაცობრიობის უკეთ გაგებაში, არამედ საკუთარი თავის, როგორც კაცობრიობის ნაწილის, უკეთ შეცნობაში დაგეხმარებათ.
  2. კეტრინ ტიმეში „გოგოების მიერ მოფიქრებული. გამოჩენილი გამომგონებლების ისტორია“ – თუ პატარა, საინტერესო ისტორიების წაკითხვა გიყვართ, ამ წიგნიდან დიდ სიამოვნებას მიიღებთ. იცოდით, რომ ქალებმა გამოიგონეს ორცხობილა შოკოლადის ნამცეცებით და კენგურუ–ზურგჩანთა? და არა მხოლოდ ეს, არამედ კიდევ ბევრი რამ, რასაც ყოველდღე ვიყენებთ. წიგნი ქალის მოტივაციისა და შთაგონებისთვის უდიდესი მუხტია.
  3. ჯეიმს კლეარი „ატომური ჩვევები“ – საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ ჩვევები ჩვენს ცხოვრებას მართავს. ყოველდღე ვაკეთებთ იმას, რაც ჩვევაა. სიმართლე გითხრათ, ყველა ჩვენი ქმედება, როგორც პროდუქტიული, ასევე არაეფექტური, ჩვევას წარმოადგენს. საიდუმლო იმაშია, რომ არაეფექტური მოვიშოროთ და პროდუქტიული ვსრულყოთ. ამ საიდუმლოს ჯეიმსის წიგნში იპოვით. არანაირი „წყალი“, მხოლოდ მშრალი ფაქტები და მინიშნებები ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
  4. ემილი ნაგოსკი და ამელია ნაგოსკი „გადაწვა. ახალი მიდგომა სტრესის გასაქრობად“ – შვებულება შესანიშნავი დროა, რომ მენტალურ ჯანმრთელობაზე დაფიქრდეთ. წიგნი საკუთარ თავზე ზრუნვას გასწავლით, ქალისა და მამაკაცის გადაწვას შორის განსხვავებას დაგანახებთ და მიგანიშნებთ, როგორ გაუმკლავდეთ სტრესს ეფექტურად.

რედაქტორისგან: ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ასე თუ ისე ჩვენს პიროვნებაზე გავლენას ახდენს. მტკიცებულება, რომ ჩვენი ჩამოყალიბება მხოლოდ გარკვეულ ასაკამდე ხდება, არასწორია. ჩვენ ცხოვრების თითოეულ წამს ვიცვლებით. ის, რასაც იღებთ, იქნება ეს საკვები კუჭისთვის თუ ტვინისთვის, გცვლით. რატომ არ უნდა გამოკვებოთ ნამდვილად ხარისხიანად, როგორიცაა წიგნები?