ყავის საუკეთესო ალტერნატივა: დაუჯერებლად სასარგებლო სასმელი

0
252

ჩვენი რედაქციის თანამშრომლები ძალიან დიდი რაოდენობით ყავას ვსვამთ, ამიტომ გადავწყვიტეთ, მისი ალტერნატიული შემცვლელი გვეპოვა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სასმელი ყავაზე უფრო ცუდად არ გაფხიზლებთ, აქვს უამრავი სასარეგებლო თვისება და მათთვის, ვინც თავიანთ ფიგურას უფრთხილდებიან, შესანიშნავი ალტერნატივაა. სასმლის ინგრედიენტები ხელმისაწვდომია, თანაც, საკმაოდ იაფი ღირს.

თბილი წყალი ლიმონით

აღნიშნული სასმლის მოსამზადებლად, დაგჭირდებათ 1 ლიმონი და თბილი წყალი. 1 ჭიქისთვის დაწურეთ 1/2 ლიმონის წვენი და დაასხით 60 გრადუსი ტემპერატურის წყალი. მიირთვით 1 ფინჯანი დილით და 1 – საღამოს.

რაში მდგომარეობს მისი სარგებელი

იმუნური სისტემა – ლიმონიანი წყალი ქმნის მიკრობებისთვის არასახარბიელო პირობებს, ამასთან, აუმჯობესებს ლიმფური კვანძების ფუნქციონირებას.

გახდომა – ლიმონი შეიცავს უჯრედისს, რომელიც შიმშილს ისე ანაყრებს, რომ გახდომაში გვეხმარება.

ლიმონი – როგორც ანთებისსააწინააღმდეგო საშუალება. ლიმონის წვენი ამცირებს მჟავიანობის დონეს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს ანთებითი პროცესების წარმოქმნის რისკს.

გაციების პროფილაქტიკა – ლიმონი C ვიტამინით მდიდარი პროდუქტია, ხოლო თბილი წყალი ათბობს ორგანიზმს.

უსიამოვნო სუნის მოშორება – ამ სასმლის წყალობით, თქვენი სუნთქვა განახლდება.

დაბოლოს, ლიმონიანი წყალი ამაღლებს თქვენს განწყობას და დღეს ოდნავ უკეთესობისკენ შეცვლის.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი