ბოსტნეულის ასორტი ქილაში, ზამთრისთვის – ძველი და ყველასთვის საყვარელი რეცეპტი.

874

ვინ თვლის, რომ კონსერვების დამზადებისკენ სწრაფვა სიბერის პირველი ნიშანია? მე ასე არ ვთვლი. ადრე სულ ვამბობდი, რომ მაღაზიაშიც შეიძლება კონსერვების ყიდვა. ეს დროს და ძალებს საგრძნობლად დაგიზოგავთ, მაგრამ ერთხელ დედამთილმა მომართვა ბოსტნეულის მარინადის კონსერვი, გადავიფიქრე და იმის მერე მინიმუმ 15 ქილას ვხუფავ. დღესპაპარაცის რედაქცია გაგიზიარებთ, თუ როგორ ამზადებს ჩემი დედამთილი ზამთრისთვის ბოსტნეულის მარინადს.

ბოსტნეულის ასორტი ზამთრისთვის

ამბობენ, რომ ეს რეცეპტი ძველია. დედამთილმა ის კულინარიულ წიგნში იპოვა. მაშინ უკვე ცნობილი იყო მის შესახებ. ბოსტნეული შეგიძლიათ ჩააწყოთ რომელიც გაგიხარდებათ. მე კი იმ რეცეპტს დაგიწერთ, რომელიც ჩემი ქმრის ოჯახში მზადდება. მასში განსაკუთრებულად მომწონს სტაფილო და ნიორი და არ ვიშურებ ხოლმე.ყველა ბოსტნეული გამოდის ხრაშუნა, ხოლო მარინადი – არომატული და პიკანტური. ინგრედიენტები მოცემულია ერთ სამლიტრიან ქილაზე.

ინგრედიენტები:

  • 300 გრ. ყვავილოვანი კომბოსტო
  • 150 გრ. ყაბაყი
  • 300 გრ. კიტრი
  • 400 გრ. პომიდორი
  • 250 გრ. ბულგარული წიწაკა
  • 150 გრ. სტაფილო
  • 100 გრ. ხახვი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 5 კბილი ნიორი
  • 3 ცლი სურნელოვანი წიწაკა
  • 1 ს/კ მარილი
  • 1,5 ს/კ შაქარი
  • 60 მლ. ძმარი

მომზადების წესი:

  1. გარეცხეთ და გაასუფთავეთ ყველა პროდუქტი, დაჭერით სასურველ ნაჭრებად. გაასტერილეთ ქილები – უბრალოდ გამოავლეთ მდუღარე წყალი.
  2. ქილის ძირში ჩააწყვეთ მწვანილი და ნიორი. შეგიძლიათ დაუმატოთ ოხრახუში, ტარხუნა, კამა. ჩააგდეთ დაფნის ფოთოლი და სურნელოვანი წიწაკა.
  3. აავსეთ ქილა ბოსტნეულით. სტაფილო რომ ხრაშუნა გამოვიდეს, მსხვილ ნაჭრებად დაჭერით, ყვავილოვანი კომბოსტო უბრალოდ დაშალეთ, ყაბაყი დაჭერით რგოლებად, წიწაკები -გრძლად, პომიდორი ჩერი მთლიანები ჩაუშვით.
  4. აადუღეთ ქვაბში 3 ლიტრი წყალი. ჩაასხით ბოსტნეულიან ქილაში, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 15-20 წუთი.
  5. შემდეგ გადმოასხით წყალი უკან ქვაბში. დაუმატეთ შაქარი, მარილი და აადუღეთ. ჩაუმატეთ ძმარი. თუ ძმრიანი არ გიყვართ, კონსერვაციისთვის დაუმატეთ 1,5 ჩ/კ ლიმონმჟავა.
  6. შეავსეთ მარილწყალით ქილები და დახუფეთ. გადმოაბრუნეთ ყველა ქილა და გადააფარეთ პლედი ან პირსახოცი სანამ არ გაცივდება. ბოლოს შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას

ჩამოთვლილი ბოსტნეულის გარდა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სახეობა. თქვენ როგორ ამზადებთ მარინადებს ზამთრისთვის? გაგვიზიარეთ კომენტარებში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს