შინაურული მათეთრებლები – სამი უნივერსალური რეცეპტი.

0
485

ზოგჯერ ახალი ფარდის შეძენა უფრო ადვილია, ვიდრე ძველი ლაქების მოშორება. არის შემთხვევები, როცა კარგი ფარდა ან ტიული კარადაში დიდხანს შენახული გქონათ, მასზე კი, დიდი ყვითელი ლაქები გაჩნდა. როგორ გავრეცხოთ? ალბათ, ფიქრობთ, რომ ფარდა მოდური აღარაა, ახლის ყიდვა სჯობს. გაყვითლებული თეთრი ნივთების გადაყრა არ იჩქაროთ. პაპარაცის რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ შინაურული მათეთრებელი, რომელიც დაუგეგმავი ხარჯისგან დაგიცავთ.

შინაურული მათეთრებელი

ნივთების გასათეთრებლად უნდა იცოდეთ, თუ რომელი მასალისგან არის დამზადებული. ქსოვილის ტიპი მათეთრებლის არჩევაში მთავარ როლს ასრულებს. პრაქტიკაში გაირკვა, რომ შეძენილი მათეთრებელი საშუალებები ან ამოცანას ვერ ასრულებენ ან ძალიან მკვეთრი სუნი აქვთ, რის გამოც თავბრუს გვახვევს. ზოგი იმდენად აგრესიულია, რომ საყვარელი ნივთის გახვრეტა შეუძლია. დღეს დროში გამოცდილი, მარტივი შინაურული მათეთრებლების რეცეპტებს გიზიარებთ.

ბამბის ქსოვილის მათეთრებელი სოდით

დაგჭირდებათ:

  • 5 ლ წყალი
  • 5 ს/კ სოდა

გამოყენების წესი:

  1. 5 ს/კ სოდა 5 ლ წყალში გახსენით. თეთრეული 1–2 საათით მასში ჩაალბეთ.
  2. ამის შემდეგ წყალი კარგად გაავლეთ და ჩვეული მეთოდით გარეცხეთ.
  3. ნივთები სოდით შეგიძლიათ სარეცხ მანქანაში რეცხვისას გაათეთროთ. უბრალოდ სარეცხ ფხვნილს 2 ს/კ სოდა დაუმატეთ. თუ დოლურაში ცოტა ნივთია, არსებობს რისკი, რომ სახლში ქაფიანი წვეულება მოაწყოთ, ამიტომ ბევრი სოდა არ დაამატოთ. ასე შეგიძლიათ ბამბის თეთრეული და საბავშვო ნივთები გარეცხოთ.

სინთეტიკური ქსოვილის მათეთრებელი წყალბადის ზეჟანგით

დაგჭირდებათ:

  • 40 მლ წყალბადის ზეჟანგი
  • 100 მლ ნიშადურის სპირტი
  • 20 გრ დიასახლისის საპონი

გამოყენების წესი:

  1. 10 ლ თბილ წყალში 40 მლ წყალბადის ზეჟანგი და 100 მლ ნიშადურის სპირტი გახსენით. გახეხილი დიასახლისის საპონი დაუმატეთ. თხევადი საპნის გამოყენება უფრო მოსახერხებელია, მაგრამ მასში ტუტის კონცენტრაცია უფრო ნაკლებია, ვიდრე საპნის ნატეხში. სწორედ ამიტომ, ცუდად გაათეთრებს.
  2. სინთეტიკური ქსოვილი 30 წუთით ხსნარში გააჩერეთ. შემდეგ წყალი კარგად გადაავლეთ და სარეცხ მანქანაში გარეცხეთ.

გაცვეთილი ქსოვილის მათეთრებელი

დაგჭირდებათ:

  • 100 გრ სარეცხი ფხვნილი
  • 2 გრ მარგანცოვკა

გამოყენების წესი:

  1. რამდენიმე კრისტალი მარგანცოვკა 5 ლ წყალში გახსენით. ტაშტში სარეცხი ფხვნილი ჩაყარეთ. მარგანცოვკა ძალიან კარგად გახსენით, თუ არადა ქსოვილზე ლაქები დარჩება.
  2. გაცვეთილი ქსოვილები ხსნარში 6-8 საათით ჩაალბეთ. ამის შემდეგ კარგად გაავლეთ და სარეცხ მანქანაში გარეცხეთ.

შინაურული საშუალებები ხელმისაწვდომი და ბავშვებისთვისაც უსაფრთხოა. მათეთრებლის შემდეგ ნივთებს წყალი კარგად გაავლეთ, რომ კანზე ალერგიული რეაქცია არ გამოიწვიოს. თქვენ რომელი მეთოდით ათეთრებთ გაყვიითლებულ ნივთებს?