ფრანგული გარგარის ღვეზელი „აბსოლუტურად საზაფხულო“

0
216

ამ ზაფხულს ნამდვილი კულინარიული სასწაული აღმოვაჩინე და ეს ფრანგული ფხვიერი ღვეზელია გარგარით, ჟოლოთი და ნუშით. რეცეპტი კულინარული ოსტატის, ტატიანა შპილკოს ვიდეოებში ვიპოვე.

დღეს Paparazzi გიამბობთ, როგორ მოამზადოთ გარგარის ღვეზელი არომატული კრემით „ფრანჯიპანი“ (ნუშით და შაქრით) სახლის პირობებში. ფრანგული დახვეწილობა თითოეულ ნაჭერში იგრძნობა!

ფხვიერი ღვეზელი გარგარით

ცომის ინგრედიენტები:

240 გრ ფქვილი

1 კვერცხი

0,5 ჩ/კ გამაფხვიერებელი

60 გრ შაქარი

120 გრ კარაქი

მწიკვი მარილი

ნუშის კრემის ინგრედიენტები:

60 გრ შემწვარი ნუში (ან ნუშის ფქვილი)

60 გრ შაქარი

1 კვერცხი

60 გრ კარაქი

1 ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

შიგთავსის ინგრედიენტები:

400 გრ გარგარი

0,5 ჭიქა ჟოლო

2 ს/კ ნუშის ფანტელები

მომზადება:

1. ფხვიერი ცომის მისაღებად გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი აურიეთ. ცალკე თასში დარბილებული კარაქის ნაჭრები შაქართან და მწიკვ მარილთან ერთად მიქსერით ათქვიფეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ შაქარი ბოლომდე არ უნდა გაიხსნას.

2. კვერცხი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ, შემდეგ ფქვილი და გამაფხვიერებელი ორ ნაწილად დაუმატეთ. ჯერ მიქსერით ათქვიფეთ, შემდეგ ხელით მოზილეთ. ცომი ერთ გუნდად შეკარით. ნაზი და ნაკლებად წებოვანი ცომი უნდა გამოვიდეს. გაბრტყელებამდე ცომი 15 წუთით მაცივარში გააგრილეთ.

3. ცომი 0,5 მმ სისქეზე გააბრტყელეთ და საცხობ ფორმაში ჩადეთ, გვერდები (ზუსტად 3 სმ) გაუკეთეთ. ცომი ჩანგლით დასერეთ. მაცივარში ნახევარი საათით გააჩერეთ. ასეთი ცომი შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ და მაცივარში ან საყინულეში შეინახოთ.

4. კრემი „ფრანჯიპანის“ მოსამზადებლად ნუში და შაქარი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. რბილი კარაქი, კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ.

5. გარგარი გარეცხეთ და შუაზე გაჭერით, კურკები მოაშორეთ. ფხვიერ ცომს 2/3 ნუშის კრემი წაუსვით, მთელ ზედაპირზე თანაბრად გადაანაწილეთ, კრემზე გარგარის ნაჭრები დააწყვეთ. გარგარს დანარჩენი კრემი წაუსვით. გარგარის ნაჭრებს შორის ჟოლო ჩადეთ.

6. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 45 წუთით აცხვეთ. მომზადებამდე 5-7 წუთით ადრე ნუშის ფანტელები ან დაქუცმაცებული ნუში მოაყარეთ.

7. ღვეზელი კარგად გააგრილეთ, სანამ დაჭრით. გემრიელად მიირთვით!

მწიფე გარგარი, ჟოლო და ნუშის კრემი ხრაშუნა, ფხვიერ ცომზე უბრალოდ საოცრებაა. გირჩევთ, ეს ფრანგული ფხვიერი ღვეზელი გარგარით მოამზადოთ. მისი გემო და არომატი ყველაზე დახვეწილ გურმანსაც აღფრთოვანებაში მოიყვანს.

სხვათა შორის, ამ ფხვიერი ცომიდან შეუდარებელი ფხვიერი ორცხობილა გამოდის. რეცეპტი შეინახეთ!