5 წელი იტალიაში ვმუშაობდი, სამშობლოში დაბრუნებულს კი ქმარი დაოჯახებული დამხვდა.

6644

ოჯახის გულისთვის ყველაფერზე წავა ადამიანი. ხშირად ქმრის ხელფასი არ არის საკმარისი შვილების უზრუნველსაყოფად და განათლებისთვის. ამიტომ გადაწყვიტა ჩვენმა რესპოდენტმა იტალიაში სამუშაოდ წასვლა. 5 წელი იმუშავა მომვლელად და დამლაგებლად, დააგროვა რაღაც თანხა და დასვენება და სახლში დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ ოჯახში არ დახვდა  სასიამოვნო სიტუაცია, ის სიხარული, რასაც ელოდა. პაპარაცის რედაქცია დღეს მის ამბავს მოგიყვებათ.

სამშობლოში დაბრუნება

რთული სამუშაო საზღვარგარეთ – თავიდან მაია ფიქრობდა, რომ იტალიაში ერთი წელი დარჩებოდა. სამუშაო საკმაოდ რთული იყო. ის უვლიდა ასაკოვან ქმარს, რომელიც საკმაოდ მომთხოვნი აღმოჩნდა და მიას საკმაოდ გაუჭირდა მისი კაპრიზების შესრულება. ითმენდა მაქსიმალურად თავისი ოჯახისთვის, ეს იყო მისი მთავარი მოტივაცია. მოგვიანებით გაიგო, რომ საყოფაცხოვრებო მაღაზიაში ჭირდებოდათ დამლაგებელი რამის ცვლაში. მიამ იქაც დაიწყო მუშაობა. გამოვიდა, რომ დღე მომვლელად მუშაობდა, ღამე კი წმენდდა იატაკებს მაღაზიაში. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არ ეძინა, მაინც ყოჩაღად იყო. ასე გავიდა ერთი წელი. მაია სახლში აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ ქმართან საუბრის შემდეგ აზრი შეეცვალა. აღმოჩნდა, რომ შვილს ცოლის მოყვანა გადაუწყვეტია და ქორწილის ფული იყო მოსაგროვებელი. ამიტომ მაიას კიდევ ერთი წელი მოუწია დარჩენა სამუშაოდ, შემდეგ კიდევ ერთი და კიდევ… ასე გავიდა 5 წელი. ყოველდღე შვილების კეთილდღეობაზე ფიქრში და რეგულარულ გადარიცხვებში ქმრის ანგარიშზე, მხოლოდ სოციალური ქსელით ურთიერთობით საყვარელ ადამიანებთან.

ჩამოსვლა და მიღება – საჩუქრებით დატვირთული და ბედნიერი იდგა აეროპორტში. სამწუხაროდ არავინ დახვედრია. – რა უცნაურია, არაუშავს, ალბათ არ ეცალათ… გააჩერა ტაქსი და წავიდა სახლისკენ. კარი ქმარმა გაუღო. გადაეხვივნენ ერთმანეთს, მაგრამ სიცივე იგრძნო, ხმაც ეუცნაურა, შემდეგ ქალიშვილი გამოვიდა, ისიც გადაეხვია, მაგრამ უხერხულად.მალე შვილი მოვიდა მეუღლესთან ერთად. სადილის დროს მოყვნენ თავის ამბებს, რომ ერთ თვეში ქორწილი აქვთ, რომ თაფლობის თვეს ბალიზე გაატარებენ, რომ ახალი სახლიც დაჭირდებათ ალბათ…ღამით როდესაც დასაძინებლად დაწვნენ, დიდხანს ვერ დაიძინა. მან გააანალიზა გონებაში დღის მოვლენები. საძინებელში ქალის ტანსაცმელები ნახა. ქმარმა უთხრა, რომ ქალიშვილის იყო… რაღაც რიგზე არ იყო. ბავშვები უცნაურად იქცეოდნენ, ქმარი მითუმეტეს. თითქოს მისი ჩამოსვლა არავის გაუხარდა.

სამშობლოში დაბრუნება – სამწუხარო რეალობა – სიმართლე გაირკვა მეორე დღეს. ძველი ნაცნობი, რომელსაც მაია შეხვდა ქუჩაში, ყველაფერს მოუყვა. აღმოჩნდა, რომ უკვე დიდი ხანია, ქმარს სხვა ქალი ყავს, სულ რამდენიმე თვეში მიიყვანა სახლში, რაც ის იტალიაში გაემგზავრა. შვილებიც არ მუშაობენ და გამოგზავნილ ფულს ხარჯავენ უზრუნველ ცხოვრებასა და გართობაზე.ეხლა კი მიხვდა მაია, რატომ მიიღო ოჯახმა ასე ცივად. თუ ჩამოვა, ფულის გამოგზავნას ხომ ვეღარ შეძლებს. თავად მოუწევს ყველას ფულის შოვნა და მუშაობა. იმავე დღეს ჩაალაგა ნივთები და გაემგზავრა. ის კვლავ მუშაობს, მაგრამ ამჯერად საკუთარი თავისთვის. ჯერ სახლის ფულს მოაგროვებს, შემდეგ დანაზოგს გააკეთებს და დამსახურებულად დაისვენებს. ქმარმა და შვილებმა თავად უზრუნველყონ საკუთარი თავი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს