ყოფილი ქმარი არ მპატიობს, რომ მასთან მუხლებზე დაჩოქილი არ დავბრუნდი

732

ყოფილი ცოლ-ქმრის ურთიერთობა ხშირად დაძაბულია ხოლმე. იშვიათად ეპყრობიან პატივისცემით ერთმანეთს ექს-პარტნიორები. ზოგი თავის ყოფილ სიყვარულს ლაფს ასხამს და შეურაცხყოფს. ხშირად ქმრები განქორწინების შემდეგაც არ მალავენ მრისხანებას ცოლის მიმართ. რატომ ხდება ასე? პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში მოგიყვებათ:

ყოფილი ცოლ-ქმრის ურთიერთობა

მყავს ერთი ნაცნობი, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაშორდა ცოლს და ამის შემდეგ უკვე ხუთ წელზე მეტია სულ მასზე ჭორაობს და მის ცხოვრებაში ცხვირს ყოფს, მუდამ უთვალთვალებს და ბედნიერია, თუ გაიგებს, რომ პრობლემები აქვს. თუ სოციალურ ქსელში შეამჩნია, რომ წონაში მოიმატა, ან ვარცხნილობა შეიცვალა, აუცილებლად დაუწერს გესლიან კომენტარს.ამ ქალის თავდაჯერებულობის და მდგრადი ნერვული სისტემის შეგშურდეს უნდა. შეეძლო დიდი ხნის წინ დაებლოკა და არ დაენახა საერთოდ რას წერდა. შეიძლება ეცოდება და იმიტომ? ადეკვატური, საკუთარი თავის პატივისმცემელი მამაკაცი ხომ ასე არ მოიქცეოდა? ეს კი წლიდან-წლამდე ფსკერისკენ მიიწევს და თან დარწმუნებულია, რომ ამით ყოფილ ცოლს აკნინებს.სინამდვილეში მამაკაცი გაბრაზებულია ქალზე და საკუთარ თავზეც, მაგრამ ამის აღიარება არ სურს. როდესაც ერთმანეთი გაიცნეს, ძალიან ახალგაზრდები და გამოუცდელები იყვნენ. ერთად “იზრდებოდნენ” და შეიმეცნებდნენ ცხოვრებას, გეგმავდნენ მომავალს. მაგრამ მომავალი სხვანაირად წარიმართა და ეს მოსიყვარულე წყვილი დაშორდა.სამწუხაროდ, ყველას არ შეუძლია ღირსეულად მიღება პრობლემის, 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. მაშინ ჩემი ახლობელი 25 წლის იყო. მშვენიერი ასაკი ქონდა ახალი ცხოვრების დასაწყებად, მაგრამ ამის მაგივრად დრო სიძულვილში გაყავდა, ეს აისახა მის გარეგნობასა და მენტალურ მდგომარეობაზე.

უკან წარსულში – უცნაურია, რამდენად უმადური შეიძლება იყოს ადამიანი. ყოფილ ცოლს ეს მამაკაცი ძალიან უყვარდა. ის ვერ ამჩნევდა, რომ წლების განმავლობაში ქმარი უბრალოდ იყენებდა მას და მის მატერიალურ მდგომარეობას. ცოლი სწავლობდა, მუშაობდა, კარეიერულად წინ მიიწევდა. ქმარი კი არაფერს აკეთებდა და ცოლს სთხოვდა ფულს.ქორწილის ფული არც თითონ ჰქონდა და არც მშობლებს, რომლებმაც რჩეული საცოლე აქეთ დაუწუნეს. ყველა ხარჯი სიდედრ-სიმამრმა აიღო თავის თავზე.და ის, რომ ყოფილი სიძე ეხლაც ატერორებს მათ ქალიშვილს, არ იციან, თორემ მაშინვე მოაგვარებდნენ პრობლემას. რისი მიღწევა უნდა ჩვენს გმირს? სავარაუდოდ, თავისი გაუცნობიერებელი ბრაზით ის ფარავს საკუთარ უსუსურობას. ამ წლების განმავლობაში არაფერი გაუკეთებია, რომ რამესთვის მიეღწია და ყოფილი ცოლის ლანძღვით საეჭვოა რამე წინსვლა ქონდეს ცხოვრებაში.

რატომ ბრაზობენ მამაკაცები ყოფილ ცოლებზე – ხდება ხოლმე, რომ მამაკაცის მხრიდან მომართულ აგრესიაზე გიჩნდება კითხვა: ნუთუ ასეთ კეთილ, გულისმიერ და მშვიდ ქალზე შეილება ვინმე გაბრაზდეს? სწორედ ეს არის, რომ ასეთ ქალბატონებს ყოველთვის მეტი ხვდებათ. გუშინ ცოლი ჭუჭყიან თეთრეულს ურეცხავდა, ზრუნავდა მასზე და დღეს ყველაფერი თავად უნდა გააკეთოს, რა თქმა უნდა გაბრაზდება?თუ ქმარს კარგი ცოლი შორდება, ეს მის თავმოყვარეობას ცუდად ეხება და დანაკარგთან შესაგუებლად მის ლანძღვას და სიძულვილს იწყებს. მეწვრილმანე და უმაქნისი მამკაცი არ არის მზად იმის მისაღებად, რომ ყოფილი ცოლი მის გარეშე კარგად იქნება. არ ემეტება ბედნიერება მისთვის და ცდილობს ნეგატივი ანთხიოს მასზე.ამას გარდა, არსებობს უფრო კონკრეტული მიზეზებიც. მაგალითად ყოფილმა ცოლ-ქმარმა ვერ გაიყო ქონება, ან მოუწევს ქმარს ალიმენტის გადახდა. ჰოდა სხვა რა დარჩენია, გარდა იმისა, რომ შეიძულოს ყოფილი ცოლი და იწუწუნოს ცუდ ბედზე.

იმსახურებს ასეთი მამაკაცი პატივისცემას? რა თქმა უნდა არა. ალბათ, უფრო შესაცოდია. ისინი თავად არინ დამნაშავე მომხდარში. იმისათვის, რომ ყოფილი ცოლ-ქმრის ურთიერთობა ნორმალური იყოს, პატივისცემა არ უნდა დაივიწყონ., უნდა ახსოვდეთ, რომ ოდესღაც ბევრი ჰქონდათ საერთო და უყვარდათ ერთმანეთი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს