ბევრ ჩვენგანს შესაძლოა სმენია გამოთქმა – სისხლის წითელი უჯრედები, მაგრამ უმრავლესობამ არც კი იცის რას ნიშნავს ეს.ფილტვებში სწორედ ეს უჯრედები აჯერებენ სისხლს ჟანგბადით და ავრცელებენ მთელს ორგანიზმში ანუ მათი დეფიციტის შემთხვევაში თქვენი ორგანიზმის უჯრედები ჟანგბადს საჭირო რაოდენობით ვერ ღებულობენ.
სისხლის წითელ უჯრედებში ასევე შედის ჰემოგლობინიც ანუ მათი დეფიციტიც საგრძნობლად აისახება თქვენი ორგანიზმის ყველა უჯრედის კვებაზე.
სხვათაშორის, სისხლის წითელ უჯრედებს მედიცინაში ერითროციტებს უწოდებენ
ერითროციტების არასაკმარისი რაოდენობა იწვევს უჯრედების და ჩვენი ორგანიზმის ჟანგბადურ შიმშილს, ამიტომ მისი მთავარი სიმპტომებია:
- ფერმკრთალი კანი
- სუსტი იმუნიტეტი
- ქრონიკული დაღლილობა და ასევე ენერგიის დეფიციტი
დღეს paparazzi-ს რედაქცია გიამბობთ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც თქვენ შეძლებთ საგრძნობლად გააუმჯობესოთ სისხლის ხარისხი და ასევე ერითროციტების რაოდენობა.
ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- ჭარხალი – 1 კგ
- ერთ ფინჯან კურაგა (გამომშრალი გარგარის ნაყოფი, ჩირი)
- ისპანახი – 200 გრამი
- კომბოსტო – 200 გრამი
- ფორთოხალი – 2-3 ცალი
- ალუბალი – ½ კილოგრამი
მომზადების და გამოყენების წესი:
- ბლენდერის ან სამზარეულოს კომბაინის დახმარებით დააქუცმაცეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ჭარხალი, ისპანახი და ასევე კომბოსტო.
- ამის შემდეგ გადაიტანეთ ნაზავი დიდ შუშის ჭურჭელში და დაუმატეთ ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი, ასევე ალუბლის წვენიც.
- სურვილის შემთხვევაში სასმელი შეგიძლიათ თაფლით დაატკბოთ (არაუმეტეს 2 სუფრის კოვზისა)
- გადაანაწილეთ სასმელი ბოთლებში და შეინახეთ ცივ, ბნელ ადგილას.
- მიიღეთ ეს ნაყენი 3 სუფრის კოვზის ოდენობით, ყოველ დილით, უზმოზე. ეს რაოდენობა უნდა გეყოთ ერთი თვე.
გამოიჩინეთ სიფრთხილე და გახსოვდეთ, სანამ რომელიმე ხალხურ საშუალებას გამოიყენებდეთ აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
გაუზიარეთ ჩვენი სტატია თქვენს მეგობრებსაც, გისურვებთ ჯანმრთელობას.