მოხერხებულად მოაჭერით ტოტები და ხე თავის თავს განკურნავს.

0
305

ყველა მებაღემ უნდა იცოდეს, როგორ უნდა გასხლას ხე სწორად. არც თუ იშვიათად, ტოტები ან მავთულებს ედება, ან ფანჯარას ფარავს, ან კიდევ სახურავს აფუჭებს და ხშირად იწვევს პრობლემებს.როდესაც მებაღე სასხლავს ან ხერხს იღებს ხელში, ვალდებულია მოჭრას ისე, რომ ხე მინიმალურად დააზიანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, არასწორი გადაჭრა შეიძლება გახდეს ხის დაავადმყოფების ან გახმობის მიზეზი. როგორ გავაკეთოთ ყველაფერი სწორად? პაპარაცის რედაქცია ამ სტატიაში გასწავლით:

როგორ გადავჭრათ ტოტები

“ვაღმერთებ გაზაფხულზე სეირნობას, როდესაც  ხეები ყვავილობას იწყებენ, მითუმეტეს, როცა ცოტა ხნის წინ ყველაფერი უფერული და მოღუშული იყო. გარეთ გამოსული შეიგრძნობ გაზაფხულის არომატს, ტკბები სიმწვანით და პირველი ყვავილებით.ამ გაზაფხულზე მთელმა ოჯახმა გადავწყვიტეთ ჩვენი აგარაკის მიდამოში გასეირნება. იქ ცოტა ხნის წინ გადავედით საცხოვრებლად და დათვალიერება გვინდოდა. ყველაფერი ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ შევამჩნიე არასწორად გადაჭრილი ხის ტოტები.როგორც ჩანს აქ საკმაოდ ასაკოვანი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ასეთ დაუშვებელ შეცდომებს კი უშვებენ. არადა, სწორედ არასწორი გადაჭრით ზიანდება ხე და იწყებს ხმობას…ასეთი გადანაჭერი იწვევს ხის წვენის მოძრაობის დარღვევას და მაშინვე მრავლდება სოკო, წარმოიქმნება ფუღურო და ხე იძულებულია თავად გაახმოს დაზიანებული ნაწილი. შედეგად ზიანდება ხის ქერქი, ხოლო ფუღუროში მრავლდებიან მწერები. ნუთუ ასე ძნელია, გადაჭრა მოხდეს რგოლზე?”

როგორ გადავჭრათ ხე სწორად – “რგოლზე გადაჭრა” – ეს არის გადაჭრის მეთოდი, როდესაც ხეს მინიმალური ზიანი ადგება და თავად ახერხებს დაზიანებული ადგილის აღდგენას. ამისათვის ტოტო უნდა გადაიჭრას იქ, სადაც ტოტის ქერქი განსხვავდება ხის ტანისგან, ხოლო გახერხვა უნდა მოხდეს ხის ტანის პარალელურად.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ ტოტი უნდა მოიხერხოს ზემოდანაც და ქვემოდანაც. ეს იმისთვის კეთდება, რომ მოხერხვისას არ ჩამოხიოთ ხის ქერქი ქვემოთ. ამით ხე დამატებით დაზიანებას მიიღებს.ამიტომ, თუ ხერხავთ პატარა ტოტს, არ დაგავიწყდეთ მისი დაჭერა თავისუფალი ხელით. ეს გაზრდის შანსს, რომ ხე ადვილდ გაუმკლავდება დანაკარგს და რამდენიმე წელიწადში საერთოდ არც შეემჩნევა პრობლემა.ტოტის მოჭრის შემდეგ აუცილებელია გაწმინდოთ მოხერხილი ადგილი და მოაშოროთ ზედმეტი ბოჭკოები. უკეთესი იქნება, თუ წაუსმევთ სპეციალურ ხსნარს.როგორ ხდება მოჭრილი ხის აღდგენა? გადაჭრილი ადგილი თანდათან დაიჭიმება და გამაგრდება. თუ ხეზე დატოვებთ ტოტის ნაწილს, ის ვერ შეძლებს ჭრილობის შენიღბვას, რის შედეგადაც დაიწყება უკონტროლო პროცესები და ხე დაიღუპება.

როგორც ხედავთ, ძალიან მარტივია ხის ტოტის სწორად გადაჭრა და სულაც არ არის საჭირო განსაკუთრებული უნარები და გამოცდილება. საკმარისია, იცოდეთ მარტივი ტექნიკა, რათა არ დააზიანოთ მთლიანად ხე. გაგვიზიარეთ კომენტარებში რა ხრიკს იყენებთ, როდესაც ხერხს კიდებთ ხელს?