დავდიოდი კოსმეტოლოგთან ლაზერულ ეპილაციაზე. ერთხელ პროცედურის დასრულების შემდეგ მან მითხრა: “სახეზე გამონაყარი გაქვს და შეგვიძლია მის მოშორებაზე ვიმუშაოთ”. იმ მომენტში შუბლზე მცირე გამონაყარი მქონდა, რომელიც კარგა ხნის წინ გამიჩნდა და აღარ გამიარა. გადავწყვიტე მეცადა ლაზერული თერაპია. თავად პროცედურა არ ღირდა ძვირი, მაგრამ საჭირო იყო სრული კურსის გავლა და საბოლოო ჯამში არ გამოვიდა ცოტა.სახე უკეთ მქონდა, გადამეწმინდა, მაგრამ მცირე ხნით. მალე ისევ გამიჩნდა გამონაყარი. ეპილაციაზე ისევ დავდიოდი ხოლმე და ყველა მისვლაზე კოსმეტოლოგი მთავაზობდა სხვადასხვა ძვირიან პილინგებს და მჟავებს.ბოლოს წავედი დერმატოლოგთან, რომელმაც წარმატებით მომიგვარა პრობლემა.სილამაზის და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, გოგოები გარბიან ხოლმე კოსმეტოლოგთან და ყველა პროცედურაზე თანხმდებიან, რასაც ის შესთავაზებს. სინამდვილეში კი მანიპულაციების უმეტესობა უსარგებლოა მათთვის და მხოლოდ ფულს ხარჯავენ.
კოსმეტოლოგიური პროცედურები
- კონტურული პლასტიკა: განსაკუთრებით პოპულარულია 20 წლის ზემოთ ახალგაზრდა გოგონებში. კანქვეშ შეყავთ სხვადასხვა ნივთიერება, რომელიც დროთა განმავლობაში გაიწოვება. ეფექტის შესანარჩუნებლად საჭიროა პროცედურის გამეორება წელიწადში ერთხელ ან ორჯერ, იმის მიხედვით, თუ რომელი საშუალებით კეთდება ის. ყველაზე პოპულარულია ტუჩის კონტურული პლასტიკა. ამ პროცედურით შეიძლება ტუჩის ფორმის და სისქის კორექტირება, კეხის დამალვა ცხვირზე და ნაოჭების გასწორება.
- ბიორევიტალიზაცია: ამ პროცედურის დროს კანქვეშ შეყავთ ვიტამინების და ჰიალურონის მჟავის კოქტეილი. შედეგად კანი ხდება დატენიანებული და მკვრივი. ბიორევიტალიზაცია ებრძვის კანის სიმშრალეს, მოდუნებას, მიმიკურ ნაოჭებს. პროცედურა არც ისე სასიამოვნოა, ნანემსარ ადგილებზე რამდენიმე დღე რჩება გამაგრება. იმისათვის, რომ ჰიალურონის მჟავა გადანაწილდეს თანაბრად და გამოჩნდეს ეფექტი, საჭიროა 2-3 კვირა. კოსმეტოლოგი თავად განსაზღვრავს სეანსების რაოდენობას საჭიროებისამებრ. პროცედურა ტარდება 3-ჯერ კურსის სახით.
- ბოტულინოთერაპია: ამ პროცედურის დროს კანქვეშ შეყავთ ბოტოქსი, რაც იწვევს ნაოჭების კორექციას სახეზე. შედეგად მიმიკა იყინება, ეფექტი გრძელდება ნახევარი წელი, შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება. პროცედურა არ აახალგაზრდავებს და არ აუმჯობესებს სახის ფერს. ის უბრალოდ ფარავს უკვე არსებულ კანის დაბერების პროცესს.
- პილინგი: ეს არის კონტროლორებადი დაზიანება კანის სპეციალური ქიმიური საშუალებებით. ხომ არ შეგეშინდათ? მაგრამ სილამაზის გამო ყველაფერს გააკეთებს ადამიანი. არც ეს პროცედურაა სასიამოვნო და კომფორტული, მაგრამ თუ იპოვეთ სანდო და კარგი სპეციალისტი, არაფერია საშიში. მოერიდეთ გამოუცდელ კოსმეტოლოგებს! პილინგის შემდეგ თქვენი სახე თავად აღიდგენს თავს, მხოლოდ რამდენიმე დღე მოგიწევთ აქერცლილი სახით სიარული.
ყველა ეს პროცედურა სასარგებლოა კანისთვის, მაგრამ პატარა შეცდომამ შეიძლება ზიანი მოგაყენოთ. ეხლა ძალიან პოპულარულია გაახალგაზრდავების ბუნებრივი მეთოდი. სახის მასაჟი – ეფექტური და ამასთან, სასიამოვნო საშუალებაა ნაოჭების საწინააღმდეგოდ. შეგიძლიათ გაიკეთოთ სპეციალისტთან და თავადაც. სახის მასაჟი ადუნებს დაჭიმულ სახის კუნთებს და აფერხებს დაბერების პროცესს, რადგან მისი მოქმედება მიმართულია სისხლის მიმოქცევის გაჯანსაღებისკენ. იყავით ჯანმრთელად და ნუ წამოეგებით მარკეტოლოგების ხრიკებს. სჯობს ლამაზად დაბერდეთ, ვიდრე უკან ექაჩოთ მიმავალ ახალგაზრდობას ინექციებით.