ბევრი ფიქრობს, რომ ფსიქოლოგიური ტესტები იგივე ჰოროსკოპია, რაც მცდარი მოსაზრებაა. ჰოროსკოპი ადამიანის თვისებების გამოსავლენად დაბადების თარიღს იყენებს. ფსიქოლოგიურ ტესტებში პიროვნების დადგენა მხოლოდ მისი პირადი არჩევანით ხდება. დღეს პაპარაცის რედაქცია გთავაზობთ საინტერესო ტესტს წრეებით პიროვნების დასადგენად.ფსიქოლოგიაში წრე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კარლ იუნგი და ზოგიერთი თანამედროვე სპეციალისტი წრეს ფსიქიკური მთლიანობის სიმბოლოდ მიიჩნევს. ამ ტესტით შეძლებთ დაადგინოთ, როგორი კავშირი გაქვთ ცხოვრებასთან.აირჩიეთ სურათზე მოცემული წრეებიდან ერთ–ერთი და ნახეთ, როგორი პიროვნება ხართ.
წრე #1 – წრე ჩაკეტილი არაა და მუდმივად საკუთარ თავს ეძებთ. თქვენთვის თვითგანვითარება და პიროვნული გაზრდა ყველაზე მნიშვნელოვანია. ბევრს ეგოცენტრული გონიხართ, თუმცა ცდებიან. კეთილი ადამიანი ხართ. თანატოლებთან კონტაქტი გიჭირთ, ჭკვიანი ხალხის გარემოცვაში თავს კარგად გრძნობთ.
წრე #2 – წრე, რომელიც პლანეტას ყველაზე მეტად ჰგავს, ამბობს, რომ რეალისტი ხართ და ფეხზე მყარად დგახართ. თქვენთან კამათი ან თქვენი გულის მოგება რთულია. ძლიერი და თავდაჯერებული ხართ. ბევრი ცდილობს, თავი შეგედაროთ. საკუთარ უპირატესობას გრძნობთ, მაგრამ ამას ბოროტად არ იყენებთ. სამართლიანად ცხოვრებას მიჩვეული ხართ. ასეთი მეგობრის ყოლა პატივია.
წრე #3 – წრის ცენტრში ხე ფიგურირებს, რაც ფსიქოლოგიურად ოჯახის, კავშირის სიმბოლოს ნიშნავს. გამოდის, რომ მეოჯახე ხართ. სახლში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში თავს კარგად გრძნობთ. წრე ჩაკეტილი არაა, ანუ ახალი ნაცნობებისთვის ღია ხართ. ადამიანებს ადვილად ეგუებით, თუმცა ძველ მეგობრებს მაინც უპირატესობას ანიჭებთ.
წრე #4 – წრე ცენტრში ლოტოსის ყვავილით, რომელიც ცვლილებების სიმბოლოა. ცხოვრების მანძილზე ისევე, როგორც ლოტოსის ყვავილი, რამდენიმე ეტაპს გადიხართ. ნაკლებად მგრძნობიარე და აქტიური ხართ. მზად ხართ სიტუაციიდან გამომდინარე შეიცვალოთ. მიმზიდველი და კომუნიკაბელური ხართ. სხვებთან მუშაობად ადვილად გამოგდით.
წრე #5 – ჩაკეტილი წრე ყოველგვარი მორთულობის გარეშე. ჩაკეტილი ხართ და შინაგან და გარე სამყაროს შორის მკაფიო ზღვარი გაქვთ გავლებული. პრინციპული და მაღალი მორალის მქონე ხართ. თქვენნაირ მეგობარზე ყველა ოცნებობს. წესრიგი სისხლში გაქვთ.
წრე #6 – წრე ბუნდოვანი ხაზებით: მას მხოლოდ კრეატიული და მეამბოხე ადამიანები ირჩევენ, რომლებიც სტერეოტიპების და საზოგადოებრივი დოგმების ტყვეები არ არიან. თქვენი შეშინება რთულია. სამყაროს შემოქმედებითად აღიქვამთ. ცხოვრებით ტკბებით და დაბალი თვითშეფასება არ გაწუხებთ.