როგორ გამოვიყენოთ პატჩები: ხრიკები, რასაც ინსტრუქციაში ვერ წაიკითხავთ

268

თვალის და ტუჩის პატჩები, როგორც სახის კანის მოვლის საშუალება, უკვე ფართოდ გამოიყენება. ამ პატჩებს რამდენიმე წლის წინ ძალიან ცოტა თუ იყენებდა. ახლა კი ქალების უმეტესობა და კაცებიც კანის სიმშრალის და მკვებავი ნივთიერებების დეფიციტთან საბრძოლველად იყენებენ. უკვე შექმნილია ხრიკები, რომლებიც მათ ეფექტს აძლიერებენ. პაპარაცის რედაქცია გიზიარებთ კოსმეტოლოგის რჩევებს, თუ როგორ გამოიყენოთ პატჩები მაქსიმალური შედეგის მისაღებად.

როგორ გამოვიყენოთ პატჩები მაქსიმალურად ეფექტურად

ელენა უკვე 6 წელია კოსმეტოლოგად მუშაობს. თავისი პრაქტიკის განმავლობაში თვალის და ტუჩის პატჩების უპირატესობების და ნაკლოვანებების სრულად დანახვა შეძლო. შედეგად, რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავა, თუ როგორ გამოვიყენოთ პატჩები სწორად. მთავარია, გახსოვდეთ, რომ პატჩი სახის ყველაზე მგრძნობიარე ნაწილებზე იდება. სწორედ ამიტომ, წესების დარღვევის შემთხვევაში საკუთარ თავს ზიანს მიაყენებთ. კოსმეტოლოგის რჩევები გაითვალისწინეთ.

როგორ მოქმედებს პატჩები: პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რომ პატჩი პრაქტიკულად მინი საფენია. ის გაჟღენთილია სპეციალური დამატენიანებელი ნივთიერებებით, რომელთაც ესენციას უწოდებენ. პატჩის ეს ელემენტი თვალების ქვეშ პრობლემებს ებრძვის. მაგალითად, მუქ წრეებს აქრობს. ზოგადად, ესენცია კანს ინტენსიურად ატენიანებს, არბილებს, რეგულარული გამოყენების შემთხვევაში მიმიკურ ნაოჭებს ასწორებს. უფრო მეტიც, პატჩებს ანთების საწინააღმდეგო ინგრედიენტებსაც უმატებენ.ასეთი პატარა ნიღბები ხშირად ჰიდროგელისგან მზადდება. შესაბამისად, მასალა ესენციას აორთქლების საშუალებას არ აძლევს. პირიქით, ორთქლს არ ატარებს, დაკრულ ადგილას სათბურის ეფექტს ქმნის და მოქმედი ნივთიერებები კანში აღწევს. სწორედ ამიტომ, პატჩი უფრო შედეგიანია, ვიდრე უბრალოდ თვალის ქვეშ კრემის წასმა. იგივე ტუჩებს ეხება.თვალების ქვეშ კანი და ტუჩის ზედაპირი ძალიან ნაზია, ამიტომ პატჩებს არომატიზატორებს და სხვა აგრესიულ კომპონენტებს არ უმატებენ. სხვა სახის ნიღბებმა ამ ზონაში შეიძლება გაღიზიანება გამოიწვიოს.

რეკომენდაციები, როგორ გამოვიყენოთ პატჩები:

  1. კოსმეტოლოგი გირჩევთ, რომ პატჩები მაქსიმუმ კვირაში 1–2–ჯერ გამოიყენოთ. ზოგიერთი მწარმოებელი შეფუთვაზე უთითებს, რომ მათი პროდუქტის გამოყენება ყოველდღე შეიძლება, მაგრამ ეს უფრო მარკეტინგული ხრიკია. პატჩების ხშირი გამოყენება მიჩვევას და კანის სიმშრალეს იწვევს. სწორედ ამიტომ, ესენცია აღარ იმოქმედებს.
  2. პატჩები ღამით არ გამოიყენოთ და მით უფრო მთელი ღამე არ გაიჩეროთ. პირველ რიგში, დილით, სახლიდან გასვლამდე, მთელი ეფექტი გაქრება. მეორეც, სახეზე საყვარელი კოსმეტიკური საშუალებით ძილი გაღიზიანებას და შეშუპებას იწვევს. გირჩევთ, პატჩი დილით დაიფინოთ. სანამ საუზმობთ ან ემზადებით, მინი საფენი იმოქმედებს.
  3. თვალის პატჩი სჯობს მაცივარში შეინახოთ. დარწმუნებული იქნებით, რომ მოქმედი ნივთიერებები სიცხეში არ აორთქლდება. თან ცივი პატჩები თვალების ქვეშ შეშუპებას აქრობენ.
  4. კოსმეტოლოგები შეგახსენებთ, რომ ასეთი საშუალება სუფთა კანზე უნდა წაისვათ. ეფექტის გასაძლიერებლად პროცედურის წინ თვალების ქვეშ კანი დამატენიანებელი ტონიკით გაიწმინდეთ. ტუჩისთვის დამატენიანებელი ზეთი გამოიყენეთ. რა თქმა უნდა, პატჩი მის სწრაფად შეწოვას ხელს შეუწყობს.
  5. პატჩი მაქსიმუმ 15-20 წუთით გაიჩერეთ. თუ გამოშრა, მოიშორეთ. უკვე საჭირო მოქმედებას აღარ ახდენს, პირიქით, კანიდან ტენს იწოვს. ეს პატჩის გამოსაყენებლად მთავარი წესია.
  6. ტუჩის პატჩი დასკრაბულ ტუჩებზე დაიდეთ. ამ მიზნით სკრაბი შეგიძლიათ ნებისმიერ კოსმეტიკურ მაღაზიაში შეიძინოთ ან შაქრისგან თავად გააკეთოთ. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, უბრალოდ სველი კბილის ჯაგრისით გაიხეხეთ.
  7. პროცედურის შემდეგ ეფექტი აუცილებლად დააფიქსირეთ. უბრალოდ ტუჩზე საყვარელი ბალზამი წაისვით. თვალისთვის დამატენიანებელი კრემი გამოდგება.

ახლა უკვე იცით, როგორ გამოიყენოთ პატჩები სწორად. კოსმეტოლოგის გამოცდილება ნებისმიერს გამოადგება. უდავოდ, ყველა ეს რეკომენდაცია მცირე ნაკლოვანებებთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. თვალების ქვეშ კანი და ტუჩები ისე გამოიყურება, როგორც სალონური პროცედურის შემდეგ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს