რომელ ხე-სპონსორებთან შეიძლება ავივსოთ ენერგიით

154

არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ხე ერთ-ერთი ძლიერი ენერგეტიკული წყაროა დედამიწაზე. ყველას შეუძლია აღიდგინოს სასიცოცხლო ძალები უბრალოდ რამდენიმე წუთით საჭირო ხესთან მიახლოებით. იმისათვის, რომ მიიღოთ მაქსიმალური ენერგეტიკული სარგებელი, უნდა იცოდეთ რომელ ხეებთან იქონიოთ კონტაქტი ამა თუ იმ სიტუაციაში.ყველა ხე განსხვავებულად მოქმედებს ადამიანზე და ამიტომ რომელი ხის ჩრდილის ქვეშ ჯობია დაემალოთ ზაფხულის ცხელ მზეს? პაპარაცის რედაქცია დღეს სწორედ ამაზე მოგიყვებათ.

ხეების ენერგეტიკა

  1. ცაცხვი: ეს ხე დაჯილდოებულია ძალიან რბილი ენერგეტიკით. მასთან კონტაქტს მოაქვს თითქმის თერაპიული ეფექტი ადამიანისთვის, რომელიც ღრმა მელანქოლიურ მდგომარეობაშია.საკმარისია, გაატაროთ ცაცხვთან 10 წუთი, რათა გაიწმინდოთ გონება მძიმე აზრებისგან და მიიღოთ სულიერი წონასწორობა მთელი დღე.
  2. მუხა: მუხის ენერგეტიკა ასევე დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანზე, მაგრამ ცაცხვისგან განსხვავებით, ის ეხმარება ადამიანს ამქვეყნიურ საზრუნავზე ორიენტირებაში და პრობლემების მოგვარების ძებნაში.ამ ხესთან ურთიერთობა ანათებს გონებას და უბრუნებს ადამიანს თავდაჯერებულობასა და საკუთარი თავის რწმენას.
  3. ცირცელი: ცირცელის ძლიერი ენერგეტიკული თვისება საშუალებას აძლევს ადამიანს აღიდგინოს სასიცოცხლო ძალები და დაიბრუნოს საწყისი მდგომარეობა ძლიერი ემოციური რყევის შემდეგ. მასთან კონტაქტი ამსუბუქებს ავადმყოფობის სიმპტომებს და ხელს უწყობს სწრაფ გამოჯანმრთელებას.
  4. ვაშლი: რაც შეეხება, ვაშლს, ეს ხე უხვად ასაჩუქრებს მსურველს სიბრძნით და სიმტკიცით. ქალებს კი ყველაფერთან ერთად ეხმარება საკუთარი მომხიბვლელობის გამოვლენაში და ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.
  5. წნორი: წნორთან დახმარების სათხოვნელად მაშინ უნდა მიხვიდეთ, როცა მზად იქნებით მის მისაღებად. ეს ხე დაგეხმარებათ წყენის დავიწყებაში და წარსულის ჩამოშორებაში.რაც არ უნდა ძლიერი იყოს კავშირი ამა თუ იმ ადამიანთან, წნორთან ჩახუტება დაგეხმარებათ მის დაკარგვასთან შეგუებაში, მაგრამ მსგავსი გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ მაქსიმალურად გაცნობიერებულად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ხესთან ურთიერთობის შემდეგ საწინააღმდეგო ეფექტს მიიღებთ.

თქვენ გჭირდებათ რომელიმე ხის ენერგეტიკული დახმარება? კიდევ რომელი ხე იცით ძლიერი ველით? გაგვიზიარეთ კომენტარებში და არ დაგავიწყდეთ ბუნებაზე ზრუნვა ისე, როგორც თავად ზრუნავს ჩვენზე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს